ადამიანის სექსუალური ჯანმრთელობა მეტად დელიკატური საკითხია. მასზე ზრუნვა პრობლემის გაჩენისთანავე უნდა დაიწყოთ.
ზოგიერთი ადამიანისთვის ეს საკითხი არასდროსაა აქტუალური. უპირველეს ყოვლისა, უნდა უფრთხილდეთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. იმისათვის რომ დაავადებების პრევენცია სათანადოდ მოახდინოთ, შესაბამისი ცოდნაა საჭირო.
იმისათვის რომ ადამიანმა ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით იცხოვროს, აუცილებელია შესაბამისი ცოდნა გააჩნდეს. ხშირად ხდება რომ წყვილს შორის სქესობრივი შეუთავსებლობაა.  ნაადრევი ეაკულაცია და ქალის უნარი, მიაღწიოს ორგაზმს, ის თემებია, რომლებიც ყველაზე ხშირად აწუხებთ პაციენტებს. ასეთი პრობლემები ხშირად სხვა გაუგებრობებს წარმოშობს ურთიერთობაში. მნიშვნელოვანია რომ პარტნიორთან გახსნილი იყოთ და მაქსმალურად შეეცადოთ ერთმანეთს გაუგოთ. სრულყოფილი არავინაა, ამიტომ წყვილი, რომელთა შორისაც სიყვარულია, ერთმანეთს უნდა დაეხმაროს.
რა მიზეზით ხდება სექსუალური შეუთავსებლობა პარტნიორებს შორის?
შეუთავსებლობა შესაძლოა განსხვავებული ტემპერამენტით იყოს გამოწვეული. ზოგიერთი ადამიანი მეტისმეტად აქტიური და ორიგინალურია, თუნდაც საწოლში. ნაწილი კი - შედარებით პასიური. ზოგჯერ ეს მართლაც ქმნის პრობლემებს. გამოსავალი ისევ საუბარია. შესაძლოა ერთმანეთის სტიმულირება სხვადასხვა გზით მოახერხოთ: უყუროთ შესაბამის ფილმებს, წაიკითხოთ ინფორმაცია ინტერნეტში ან მოუხმოთ ფანტაზიას. ურთიერთგაგებისთვის მნიშვნელოვანია რომ ისწავლოთ საუბარი ლოგინში (ოღონდ მეტისმეტი ნუ მოგივათ რომ პარტნიორს სექსის სურვილი საერთოდ არ დაეკარგოს). ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტები და მოუსმინეთ საკუთარ თავს.
ზოგჯერ ქალის პრობლემა ვაგინალური სიმშრალეა - ყველა ქალის ცხოვრებაშია ეტაპები, როცა ისინი არიან ორსულად, მშობიარობენ, გადიან მენოპაუზის პერიოდს. აუცილებელია რომ მის სამკურნალოდ შესაფერისი ზომები მიიღოთ.
ერექციული დისფუნქცია კი პრობლემა მამაკაცებისთვის თანდათან უფრო აქტუალური ხდება.   დაავადების თვითმკურნალობა დაუშვებელია. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური და ემოციური მიზეზებით, რის გამოც შეიძლება მამაკაცი ერექციის საკმარის ხანგრძლივობას ვერ აღწევდეს.
ინტიმურ სფეროში პრობლემები სანამ ურთიერთობებში წარმოშობდეს გაუგებრობას, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევთ. საქართველო - ისრაელის ერთობლივ კლინიკაში ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ყოველდღიურად მზად არიან დახმარება გაგიწიონ.
კონსულტაციისთვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ტელეფონზე: 2 29 00 66; 2 29 47 47
                                    
 
                    
                                                            
                    სექსუალური შეუთავსებლობა
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    