როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

რადგან ზაფხული დასრულდა, არ ნიშნავს, რომ თქვენს ფიგურას არ სჭირდება ყურადღების მიქცევა და დახვეწა. ყველაზე ხშირად ზუსტად შემოდგომაზე ხდება მიღწეული შედეგის დაკარგვა, რასაც შემდეგში ხანგრძლივი ვარჯიში სჭირდება. თუ ახლა თქვენ გაქვთ ბევრად მცირე დრო ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ან ნაკლები მოტივაცია, რომ დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, გირჩევთ, რომ დილაობით დაკავდეთ მცირე ვარჯიშებით მაინც, რომელიც დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და სიზარმაცის მიუხედავად ფიგურის შენარჩუნებაში. მათ შესასრულებლად არ არის საჭირო დიდი დრო და არც ზედმეტ დატვირთვას მოითხოვს.

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა


გაშალეთ ხალიჩა კედლის გასწვრივ, დაწექით მასე ისე, რომ ხელები მოათავსოთ იატაკზე. გაიწელეთ და თითების ბოლოებით მიწვდით კედელს. ტერფები მიადეთ კედელს მყარად, დაჭიმეთ თეძოები და აწიეთ წელი. დააკვირდით ფოტოს კარგად, ჯამში მის მსგავსად უნდა გამოგივიდე. აწიეთ და დაწიეთ ტანი, შეეცადეთ მიბაძოთ ზამბარას.

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა


ხელები დაიწყვეთ მუცელზე, თეძოები მიადეთ კედელს მაქსიმალურად. შემდეგ მონაცვლეობით გაწიეთ მარჯვენავა ფეხი მარცხნივ, მაქსიმალურად დაბლა. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვისაც. შეეცადეთ გაიწელოთ მაქსიმალურად.

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა


მიაყრდენით ფეხები მაქსიმალურად ვერტკალურად და მიაყრდენთ კედელს. მარჯვენა ხელით გაიწლეთ მაქსიმალურად ფეხის თითებამდე, ხოლო მარცხენა ხელი დააფიქსირეთ მუცელზე. იგივე ვარჯიში გაიმეორეთ მეორე ხელითაც. ბეჭები აწიეთ მცირედით.

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა


მარცხენა ფეხის ტერფი მაქსიმალურად დააფიქსირეთ კედელზე, ხელით დაიჭირეთ წელი, ხოლო მარჯენა ფეხი მიიტანეთ თავთან ახლოს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად შეეცადეთ ფეხი დადოთ იატაკზე, თავთან მიტანის მაგივრად, თავიდან ძალიან რთულია უვარჯიშებელზე ამის გაკეთება თუმცა,გარკვეული დროის შემდეგ შეძლებადია. არ მოხაროთ ფეხები მუხლთან. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხით.

როგორ შევინარჩუნოთ ფიგურა


ხომ არ დაიღალეთ? ცოტაც გააგრძელეთ. მოხარეთ მარჯვენა ფეხი 45 გრადუსით და დააფიქსირეთ კედელზე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. დაადეთ მას მარცხენა ფეხი.აწიეთ წელი და ხელები დაილაგეთ მუცელზე. ასეთ პოზაში უნდა გარჩერდეთ 5 წუთს განმავლობაში. შეცვლეთ ფეხები და კვლავ გაიმეორეთ ეს სავარჯიშო

გაუზიარე მეგობრებს