პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

იდეალურ შემთხვევაში პატარას ან მშვიდად და ბედნიერად სძინავს საკუთარ ლოგინში, ან საჭმელს ჭამს და ისევ მშვიდად იძინებს. რეალობაში კი ასე როგორც წესი, არ ხდება, და ჩვენი ნაოცნებარი ვარდისფერი, ფუმფულა, მშვიდად მოძინარი ანგელოზი თვალის ორი წამით მოხუჭვის საშუალებას არ გვაძლევს.

დღიდან დღემდე, შუაღამისას, ღამის ორ, ოთხ, ექვს საათზე ტირილით იღვიძებს. მთელ ქალაქს მშვიდად ძინავს, შენ კი უნდა გაიღვიძო, ადგე და დაამშვიდო…

ფიქრობ, რომ ამას რამენაირად უნდა გაუძლო, რომ გაიზრდება და მშვიდად ძილს ისწავლის, მაგრამ შენ რომ ახლა გეძინება? გამოდცილმა მშობლებმა იციან, რომ არსებობს ხრიკები ცოტა ძილის მოპარვის და მდგომარეობის შემსუბუქებისთვის.

1. დაიძინა ბავშვმა? დაიძინე შენც.

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას


სარეცხი, გადასახადები, სახლის დალაგება და სხვა საქმეები მოიცდის. 10 წუთი იქნება, 20 თუ 5, მნიშვნელობა არ აქვს, ძილის ნებისმიერი წუთს ოქროს ფასი აქვს.

2. ჰორიზონტალური ძუძუთი კვება

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას


რამოდენიმე თვის ასაკში შეგიძლია წამოწვე და ისე აჭამო პატარას. თუ ვერ დაიძინებ, სხეული მოეშვება, დაღლილი ზურგი მადლობას გეტყვის და შეიძლება თვალიც მოატყუო. (იმ შემთხვევაში თუ ბავშვი რეფლუქსისკენაა მიდრეკილი, ეს პოზა რეკომენდებული არაა)

3. არ თქვა უარი დახმარებაზე

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას



გამოიყენე დახმარების ყველა შემოთავაზება, იქნება ეს მეგობარი, მეუღლე, დედა თუ დედამთილი. წაძინება არასოდეს არაა ზედმეტი, არაფერი მოხდება თუ საფენს ერთხელ სხვა გამოუცვლის. უძილობა დეპრესიის და გადაღლილობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზია.

4. დააწესე კვებაზე მორიგეობა

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას



პატარას რამოდენიმე საათში ერთხელ შივდება და სულ არ ადარდებს, ღამის ორი საათია თუ დღის. ღამის ერთ კვებას თუ ამოაგდებ, ამით რამოდენიმე საათის ძილს მოიპარავ. სთხოვე მამიკოს ან ოჯახის სხვა წევრს, რომ ერთ ჯერზე ჩაგანაცვლოს. თუ ბავშვი ძუძუზეა, შეგიძლია წინასწარ გამოიწველო. გარდა იმისა, რომ შენ რამოდენიმე საათი უწყვეტი ძილის ბედნიერება გექნება, პატარას საშუალება მიეცემა დედიკოს გარდა, ოჯახის სხვა წევრებთანაც დაამყაროს მჭიდრო კომუნიკაცია.

5. წადი სტუმრად

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას



და ისეთ ნათესავებთან მეგობრებთან, ვინც შენს პატარას რამოდენიმე საათი დამოუკიდებლად მოუვლის, შენ კი შენს თავს მიხედავ, მშვიდად დალევ ჭიქა ყავას ან სალონში შეირბენ. ან უბრალოდ, საძინებელში შეხვალ და გემრიელად გამოიძინებ, სანამ შენი ბავშვი ახალ, საინტერესო გარემოს ეცნობა და თამაშობს დეიდებთან ერთად. ასეთი გასეირნებებით შენც დაისვენებ და ბავშვიც მიეჩევევა ხალხთან კომუნიკაციას.

6. ცადე “ძილის ტრენინგები”.

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას



ზოგს ბავშვს დაბადებიდან მშვიდად ძინავს, ზოგი კი ორი-სამი წლის ასაკშიც იღვიძებს ღამე. მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი იმისთვის, რომ პატარას ძილ-ღვიძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაში დაეხმარო. ასეთ ტრენინგებს 4-5 თვიდან იწყებენ და ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ძილისწინა რიტუალის შემუშავებაა. ზოგ ბავშვზე აბაზანა მოქმედებს დმმშვიდებლად, ზოგი პირიქით აბაზანის მერე აქტიურდება.

პირველი თვეების ღამისთევა – როგორ გადავურჩეთ გამოფიტვას


ძილის ანაზღაურების ხერხები და ხრიკები ბევრია, ალბათ შენც გექნება რაღაც ისეთი, მხოლოდ შენ რომ იცი და შეგიძლია ჩვენს მკითხველებს გაუზიარო

გაუზიარე მეგობრებს