ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. რათქმაუნდა შეგვიძლია რაღაცის დაგეგმვა, მაგრამ ხშირად ვერ ვიღებთ იმშედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა. უმრავლესობამ იცის, რომ მომავლის სრულიად განსაზღვრა წარმოუდგენელია. და თუ ეს სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, აქ უკვე მოულოდნელობების მთელი რიგი გველოდება.
რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ცოლიან კაცს სასიყვარულო რომანი ჰქონდა იტალიელთან. ერთხელაც ის ორსულობაში გამოუტყდა საყვარელს. მამაკაცს არ უნდოდა რეპუტაციის შელახვა და სტაჟიანი ოჯახის დანგრევა, სწორედ ამიტომაც, შესთავაზა საყვარელს, დაბრუნებულიყო იტალიაში, მალულად გაეჩინა, რის სანაცვლოდაც დიდი ოდენობის თანხას მიიღებდა. მან ასევე უთხრა, რომ ბავშვის სრულწლოვნობამდე ის თანხას გადაურიცხავდა სტაბილურად.
ქალი დასთანხმდა, ამავე დროს ჰკითხა, თუ როგორ ეცნობებინა მისთვის ბავშვის დაბადება. შემდგომი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, მამაკაცმა შესთავაზა, ბავშვის დაბადებისთანავე მოეწერა მისთვის ბარათი მხოლოდ ერთი სიტყვით: \"სპაგეტი”. საყვარლები დაშორდნენ ერთმანეთს, ქალი იტალიაში გაემგზავრა.
გავიდა თითქმის 9 თვე…
ერთხელაც მამაკაცი საღამოს სახლში დაბრუნდა, მას გაკვირვებული ცოლი შეეგება. _ ძვირფასო, _ უთხრა მან, _ დღეს უცნაური ბარათი მივიღეთ. — საინტერესოა, აბა, მომეცი შევხედო – უპასუხა ქმარმა.
ცოლმა მიაწოდა ბარათი, თან აკვირდებოდა ქმრის რეაქციას. მამაკაცი გაფითრდა კითხვისას და გულიც კი წაუვიდა. ცოლი დასახმარებლად მივარდა.
ბარათი იატაკზე ეგდო, მასში ეწერა: \"სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი. მათგან სამი გუფთებით, ხოლო ორი მათ გარეშე. გთხოვ, გამოაგზავნო ბევრად მეტი სოუსი”
                                    
 
                    
                                                            
                    მამაკაცმა ფეხმძიმე საყვარელი მიატოვა,9 თვეში კი წერილი მიიღო..
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    