კანის გაახალგაზრდავება ტუჩების გარშემო

კანის გაახალგაზრდავება ტუჩების გარშემო

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ტუჩის გარშემო, ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ ხშირად შეგინიშნავთ დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის ნაოჭი და დაბერების მანიშნებელი სხვა გამოვლინებები. კოსმეტოლოგიას აქვს უამრავი სხვადასხვა მეთოდი, რომელიც მორგებულია თითქმის ნებისმიერ პრობლემაზე, მათი საშუალებით შეგიძლიათ დააკორექტიროთ ტუჩის დეფექტი და მის გარშემო არსებული კანი.

გაიხალგაზრდავეთ კანი ტუჩების გარშემო: ახალი მიდგომები

პაციენტები ხშირად მიმართავენ სახის გაახალგაზრდავების სხვადასხვა მეთოდებს, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ პოულობენ ჰარმონიულ ბალანსს და ვერ იღებენ სასურველ შედეგს. მაგალითად, დიდი ტუჩები შესაძლოა ძალიან ლამაზია მაგრამ არც ისე კარგად გამოიყურება მოდუნებულ და მოუვლელ კანზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასაკობრივი გამოვლინებები მკაფიოდ არის ასახული ტუჩის გარშემო - როგორიცაა:

ტუჩის კუთხეში არსებული ნაოჭები;
ცხვირ-ტუჩის გარშემო ღრმად არსებული ნაკეცები;
არასასურველი თმის ზრდა ტუჩის გარშემო.
ზოგჯერ ხდება პირიქით - პაციენტს აქვს მოვლილი კანი, მაგრამ ტუჩები ასაკთან ერთად კარგავს პიგმენტაციას და ხდება უფრო თხელი და აქერცლილი კანის.



ღრმა ნაოჭების და ნაკეცების კორექციისთვის ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ პეპტიდებითა და ჰიალურონის მჟავით გაჯერებული ფილერები გამოიყენება.. ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც კანის ტენიანობას და ელასტიურობას განაპირობებს. ეს პრეპარატი არ არის ალერგიული და გვერდით მოვლენები არ გააჩნია.

პროცედურით შესაძლებელია:

ღრმა ნაოჭების და ნაკეცების კორექცია;
ღაწვების მოცულობის აღდგენა;
ნაოჭების კორექცია ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის არეში;
მოცულობის აღდგენა საფეთქლის არეში.
კორექციის ხანგრძლივობაა 12 თვე!

გაუზიარე მეგობრებს