წყალს პირდაპირ ფეხებთან არ დაღვრით. თითქმის ყველა ფილმში ქალი ისე ღვრის წყალს, თითქოს წყლის ბუშტის სკდებოდეს ფეხებს შორის. ეს პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს და მოშარდვის პროცესს ჰგავს კონტროლის გარეშე. 
წყლის დაღვრა შეიძლება ერთჯერადი არ იყოს. ეს ,,წყალი’’ სითხეა, რომელიც ბავშვს აკრავს გარს. ის დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე დაიღვაროს. 
თუ წყალი ბუნებრივად არ დაიღვრება, ამას ექიმი გააკეთებს. ეს მტკივნეული არაა. უბრალოდ, შეიძლება მცირეოდენი დისკომფორტი გქონდეთ.
იმის გამო რომ წყალი დაღვარეთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაშინვე საავადმყოფოში უნდა გაიქცეთ. მშობიარობამდე შეიძლება კიდევ რამდენიმე საათი, ან მთელი დღე იყოს დარჩენილი.  პანიკას ნუ აყვებით.
 
წყლის დაღვრის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. ასეთ დროს ბავშვი დაუცველია და ვაგინიდან შეიძლება რაიმე ინფექცია შეიჭრას.
სამშობიარო ჭინთვები მშობიარობის ყველაზე ცუდი ნაწილია. შეიძლება ფიქრობთ, ბავშვის გამოსვლა გაცილებით რთული მომენტია, მაგრამ ბევრი ქალის თქმით, ჭინთვებს ეს ვერც შეედრება.
ხერხემალში ნემსის გაკეთება შვებას მოგგვრით. ეს არც ისე რთული პროცედურაა. სამაგიეროდ, ტკივილი დაგიამდებათ და ოდნავ გაბუჟებას იგრძნობთ.
შეიძლება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შეგრძნება გაგიჩნდეთ. ეს ბუნებრივია. თქვენს საშვილოსნოში ხომ რამდენიმე კილოიანი ბავშვია. საშვილოსნოს შეკუმშვის დროს პატარა გარეთ გამოდის და სხვა ორგანოები ზეწოლას განიცდიან. ასეთ დროს ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება ჩვეულებრივია.
შესაძლებელია თქვენმა ექიმმა ვერ გამშობიაროთ. სრულიად შესაძლებელია, იმ დროს, როდესაც თქვენ მშობიარობა დაგეწყებათ, იგი კლინიკაში არ იმყოფებოდეს და ვერც მოსვლა მოახერხოს. ასეთ დროს ექიმებს ყოველთვის ჰყავთ შემცვლელები. ხშირად ქალებს აღარც კი აინტერესებთ, ვინ ამშობიარებს. მთავარია, ბავშვი დაიბადოს! 
 შეიძლება დაგჭირდეთ ნაკერების დადებაც.
მშობიარობისთვის წინასწარ ფსიქოლოგიურად მოემზადეთ. აუცილებელია, იცოდეთ რა დაგჭირდებათ ამ დროისთვის. სასურველია თუ თქვენი მეუღლეც ჩართული იქნება ამ პროცესში და მორალურ თანადგომას გაგიწევთ.
                                    
 
                    
                                                            
                    ის, რასაც არასდროს გეტყვიან მშობიარობის შესახებ
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    