ბარაქის ხე - ფულის ხე თუ მას სწორად მოუვლით ოჯახში ბევრ ფულს ელოდეთ ასევე ბედნიერების მომტანია.

ბარაქის ხე - ფულის ხე თუ მას სწორად მოუვლით ოჯახში ბევრ ფულს ელოდეთ ასევე ბედნიერების მომტანია.

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

კრასულა (ლათ. Crassula) სუკულენტი მცენარეა, რომელიც კრასულების (Crassulaceae) ქვეჯგუფს ეკუთვნის. ამ ფრიად მრავალფეროვანი ქვეჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია კრასულა ოვატა (ლათ. Crassula ovata), ასევე ცნობილი როგორც ფულის ან ბარაქის ხე. კრასულები ხშირად გვხვდება ჩვენი მეგობრების ბინებში, ოფისებში და სხვადასხვა დაწესებულებებში.

1.1.კრასულა ოვატას მოვლა, სახეობები და ზრდის თავისებურებები. ამ მცენარის მოვლა რთული არ არის და მხოლოდ რამდენიმე მარტივი წესის დაცვას ითხოვს. კრასულა უპრობლემოდ აიტანს ოთახის მშრალ ჰაერს, იშვიათ

მორწყვას და ტემპერსტირის ცვალებადობას. სუკულენტი იშვიათად ავადდება და მავნებლებიც ნაკლებად ესხმიან თავს.

სამაგიეროდ კრასულა ცუდად რეაგირებს ხშირ მორწყვაზე, ზედმეტი სასუქის მიცემაზე და არც ბნელ ან ცუდად განათებულ ადგილას ყოფნა მოსწონს.

კრასულა ოვატა პატარა ხესავით ან ბუჩქად იზრდება. თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოტ, თუ როგორი ფოტმის მიცემა გსურთ თქვენი მცენარისათვის. იმისთვის, რომ კრასულა ხესავით გაიზარდოს, საჭიროა ქვედა ტოტები მოაცილოთ და დროთა განმავლობაში მას საკმაოდ სქელი ვარჯი ჩამოუყალიბდება. კრასულა 1,3 მ სიმაღლეს აღწევს. მცენარეს ოვალური ფორმის, სქელი ფოთლები აქვს, რომელბშიც კრასულა წყალს აგროვებს. ამ ფოთლების ფერი სხვადასხვა ჯიშებს განსხვავებული აქვთ: კრასულა ოვატას ფოთლები მწვანეა, Crassula ovata \"variegata\" - ს მწვანე, მოყვითანო ზოლების მქონე, ხოლო Crassula ovata \"Tricolor\" -ის მწვანე ფოთლების კანტს მოვარდისფრო ელფერი დაკრავს.

1.2.ადგილმდებარეობა და განათება

კრასულა ოვატას, ისევე, როგორც თითქმის ყველა სუკულენტს (გამონაკლისს მხოლოდ ხავორტიები და გასტერიები წარმოადგენენ), აუცილებლად სჭრდება ძალიან კარგი განათება და დილის საათებში პირდაპირი მზეც კი. უმჯობესია თქვენი ბარაქის ხე მთელი წლის განმავლობაში კარგად განათებულ ადგილას ამყოფოთ. ჩრდილში სუკულენტი მცენარე ცუდად იზრდება და მისი ფოთლები კარგავენ ფერს. მათ იდეალურად მოუხდება ყველაზე ნათელი ფანჯრის რაფა, ან თარო ასეთ ფანჯარასთან ახლოს. სასურველია 2-3 დღეში ერთხელ ოდნავ შეატრიალოთ ქოთანი, რათა მზის შუქი ყველა მხრიდან მოხვდეს და კარსულა თანაბრად გაიზარდოს.

1.3 კრასულა ოვატას მორწყვა აქტიური ზრდის პერიოდში კრასულა ზომიერად უნდა მორწყოთ. ზედმეტი წყალი მავნებელია ამ მცენარისათვის, რადგან ის სქელ ფოთლებში დიდი რაოდენობით სითხეს ინახავს. მიწის ზედა ფენა მორწვიდან მორწყვამდე კარგად უნდა გაშრეს, ჯობს ნაკლები წყალი დაუსხათ თქვენს კრასულას, ვიდრე ზედმეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფესვები დაულპება, ეს კი მომკვდინებელია სუკულენტისთვის.

კრასულა ოვატა ვერ იტან ფესვებში წლის დაგუბებას. ზედმეტი წყალი ქოთნის სადგამიდან აუცილებლად გადააქციეთ. თუ მორწყვიდან 5-10 წუთში მიწამ წყალი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეისრუტა - ასევე ფრთხილად გადააქციეთ ის, რადგან ზედმეტი წყალი მოგივიდათ. სუკულენტების მორწყვის მთავარი წესია - ნაკლები წყალი ჯობს ზედმეტს. ზოგადად ოთახის მცენარეების უდიდესი ნაწული (და არამარტო სუკულენტები) სწორედ ზედმეტი მორწყვის შედეგად იღუპება და არა უწყლობის გამო.

კრასულას მოსწონს წვიმის წყალი, მაგრამ ნადგამ ონკანის წყალსაც მშვენივრად ეგუება. არ არსებობს კრასულას მორწყვის ზუსტი განრიგი. საქმე ისაა, რომ ყველა მცენარე ინდივიდუალურია, ისევე, როგორც თქვენი სახლის პირობებიც. საქმეს მეტისმეტად ნუ გაირთულებთ, უბრალოდ იშვიათად მორწყეთ თქვენი კრასულა, დააკვირდით ნიადაგს - ზედაპირი სულ მშრალი უნდა იყოს და მცენარის ფოთლებს - თუ ხასხასა და სქელი ფოთლები აქვს, მორწყვის დრო ჯერ არ მოსულა, ხოლო თუ ფოთლები შესუსტდა და ოდნავ შეიშმუშნა - თქვენს კრასულას წყალი სწყურია.
\"\" 
























1.4 ჰაერის ტენიანობა სხვა მრავალი ოთაცის მცენარისგან განსხვავებით კრასულა მშვენივრად ეგუება ოთახის მშრალ ჰაერს. ბარაქის ხეს დანამვა არ სჭირდება, თუმცა შეგიძლიათ მისი ფოთლები ნოტიო ღრუბლით ან სველი ჩვრით მტვრისგან გაწმინდოთ. მოარიდეთ კრასულა ორპირ ქარს და ნუ დადებთ მას გამათბობელთან ახლოს.

1.5 კრასულას გამოზამთრება / დასვენების პერიოდი კრასულას სიგრილეში გამოზამთრება ურჩევნია, თუმცა ზამთარშიც ძალიან კარგად განათებულ ადგილას უნდა იყოს. მცენარე მშვენივრად აიტანს დაბალ ტემპერატურას, მაგრამ არანაკლებ +5 გრადუსისა. ასეთ ტემპერატურაზე კრასულა ოქტომბრის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე რჩება. ამ დროს მცენარეს ძალიან ცოტა წყალს უსხამენ, მხოლოდ იმდენს, რომ მიწა სულ არ გაქვავდეს სიმშრალისგან. სწორედ იშვიათი მორწყვა და დაბალი ტემპერატურა ასტიმულირებს კრასულას ყვავილობას. ზრდასრული (არანაკლებ 5 წლისა) მცენარე ყვავის, მას ვარსკვლავის ფორმის პატარა, თეთრი ყვავილები აქვს.

დასვენების პერიოდში კრასულას საერთოდ არ აძლევენ სასუქს.

მარტის დასაწყისში კრასულას ნელ-ნელა მეტ წყალს უსხამენ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყო, ეს მისი გაღვიძების ნიშანია და შეგიძლიათ უფრო ხშირად მორწოთ ის.

1.6 მოვლა ზაფხულში კრასულას სხვა მრავალი სუკულენტის მსგავსად მოსწონს „ზაფხულის არდადეგების“ მზიან ადგილას გატარება. მაგრამ თუ თქვენმა მცენარემ ოთახში გამოიზამთრა, ნუ დადებთ მას ეგრევე ღია ცის ქვეშ. პირდაპირი მზის სხივები დაწვავენ კრასულას ფოთლებს და შემდგომში მათზე ულამაზო, მოყავისფრო ლაქები დარჩება. როგორც კი დადგება გაზაფხული და დათბება, დაიწყეთ თქვენი კრასულას მზისადმი ხელახლა მიჩვევა: 1-2 კვირის განმავლობაში გაიტანეთ კრასულა აივანზე ან ბაღში დილის საათებში და/ან საღამოს. შეგიძლიათ ის რომელიმე სხვა, დიდი მცენარის ჩრდილში დატოვოთ. გაფანტული შუქი გამოაცოცხლებს მას. მერე შეგიძლიათ ბარაქის ხე მზეზე დადგათ.

1.7 ტემპერატურა კრასულები კარგად იზრდებიან +15 +27 გრადუსზე. ზამთარში მათ სიგრილე მოსწონთ, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს. კრასულა ძლიერ სიცივესა და ყინვებს ვერ უძლებს და დაიღუპება.

1.8. კრასულას გამრავლება კრასულას კალმით, ფოთლით და თესლით ამრავლებენ. შეგიძლიათ მოაჭრათ ტოტები თქვენს ბარაქის ხეს, 2-3 დღე ნათელ ადგილას დადოთ, რათა გადაჭრის ადგილი მოხმეს და მერე კრასულასთვის შესაფერის ნიადაგში შეარჭოთ. ასეთ ტოტებს პირდაპირ მზეს არიდებენ, თუმცა მაინც კარგად განათებულ ადგილას აქვთ და შედარებით იშვიათად რწყავენ. როგორც კი შეამჩევთ, რომ ტოტებს ახალი ფოთლები ეზდებათ, ეს მათი დაფესვიანების უტყუარი ნიშანია. ახლა უკვე შეგიძლიათ გადაიტანოთ ტოტები მზიან ადგილას და მოუაროთ როგორც ჩვეულებრიც კრასულას.

ასევე შესაძლეველია კრასულა გაამრავლოთ ფოთლით: მოატეხეთ მას ფოთოლო, 2-3 დღე მოიცადეთ, ისევე, როგორც კალმის შემთხვევაში და მერე მიწაში შეარჭეთ ან მიწის ზედაპირზე დადეთ ფოთოლო. მიწა პერიოდულად ინამება და ცოტახანში ფოთოლი დაფესვიანდება. როდესაც ამონაყარი მიწიდან გამოჩნდება, შეგიძლიათ ფოთოლი მზეზე დადოთ.

კრასულას გამრავლება შესაძლებელია თესლითაც. ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ სტატიაში, რომელიც სუკულენტების თესლით გამრავლებას ეძღვნება.

1.8. ნიადაგი / სუბსტრატი კრასულასთვის იდეალურია მწირი, კენჭებისა და ქვიშის შემცველი მიწის ნაზავი. გახსოვდეთ, ეს მცენარე ბუნებრივ პირობებში მწირ ნიადაგში იზრდება და შავმიწას უბრალოდ ვერ აითვისებს. კრასულას სუბსტრატი კარგად უნდა ატარებდეს წყალსა და ჰერს. ამის მისაღწევად შეურიეთ ყვავილების მიწას (სასურველია ფოთლოვანი ტყის მიწა აიღოთ) დაახ. 40% ქვიშა, კენჭები (მაგ. ვერმიკულიტი), აგურის ნატეხები და პერლიტი. ისინი უზრუნველყოგენ ნიადაგის კარგ გამტარობას. ასეთი მიწა არ აკავებს ზედმეტ წყალს და „სუნთქავს“ ანუ მცენარის ფესვებთან ჰაერს ატარებს.

იმისთვის, რომ კრასულას ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს, ქოთნის ფსკერზე დაახ. 1 სმ კენჭების, კერამზიტის ან თიხის ქოთნის ნატეხების ფენას აკეთებენ. ეს არის

დრენაჟი, რომელიც უზრუნველყოფს მიწიდან ზედმეტი წყლის გამოდინებას და ასვე წონას აძლევს ქოთანს. საქმე ისაა, რომ ზრდასრული ბარაქის ხე საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ვინაიდან სუსტი ფესვთა სისტემა აქვს, შეიძლება წაიქცეს და გადატყდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ქოთანში კეთდება დრენაჟი.

მაღაზიებსა და სათბურებში ნაყიდი კრასულა შეიძლება ტორფსა და პენტოპლასტის შემცველ სუბსტრატში იყოს ჩარგული. მცენარის ასეთ ნიადაგში დატოვება არ შეიძლება. მასშემდეგ, რაც ის გაივლის აკლიმატიზაციას, ანუ საშ. 5-6 დღეში, გადარგეთ ის სუკულენტებისთვის შესაფერის ნიადაგში.

1.9. კრასულას გადარგვა კრასულა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. საუკეთესო პერიოდი სუკულენტის გადასარგავად გაზაფხულია. იმისთვის, რომ შეაფასოთ საჭიროა მცენარის უფრო დიდ ქოთანში გადარგვა, თუ არა, ფრთხილად ამოიღეთ ის ქოთნიდან და შეათვალიერეთ ფესვები. თუ მცენარე ქოთნიდან ადვილად ამოდის და თქვენ ხედავთ, რომ მისი ფესვები მთლიანად მოეხვია მიწას, გადაიტანეთ ბარაქის ხე ახალ, უფრო დიდ ქოთანში. თუ მცენრის ფესვებმა ქოთანი ჯერ ვერ შეავსეს, უბრალოდ გამოუცვალეთ მიწა - ფესვებს ფრთხილად მოაცილეთ ძველი მიწა, კრაგად გაწმინდეთ ქოთანი, გააკეთეთ დრენაჟი, ჩაყარეთ ქოთანში ახალი მიწა და ჩარგეთ მასში კრასულა.

ახალგადარგული კრასულა მინ. 4-5 დღე არ ირწყვება. საქმე ისაა, რომ გადარგვისას ყოველთვის თავიდან ვერ ავიცილებთ მცენარის ფესვების დაზიანებას, ხოლო დაზიანებულ ფესვებზე მოხვედრილი წყალი ბარქის ხეს დაალპობს. ამ პერიოდში მოარიდეთ კრასულა პირდაპირ მზეს. მერე შეგიძლიათ ისევ მზეზე დადოთ ქოთანი და განაახლოთ მორწყვა. კრასულა მალევე შეეგუება ახალ პირობებს და განაახლებს ზრდას. ხანდაზმულ მცენარეების გადარგვა პრობლემატურია მათი ზომების გამო. ასეთ დიდ კრასულებს უბრალოდ უცვლიან მიწის ზედა ნაწილს - კობზით ააფხეკენ მიწის ზედა ფენას ქოთანში და დააყრიან ახალ სუბსტრატს.

1.10. სასუქი შუგიძლიათ საერთოდ არ მისცეთ სასუქი თვენს კრასულას, მაგრამ თუ გააკეთებთ ამას, მიეცით სასუქის ძალიან სუსტი ხსნარი გაზაფხულსა და ზაფხულში, თვეში ერთხელ. გამოიყენეთ სუკულენტებისა და კაკტუსებისთვის განკუთვნილი სასუქი. შემოდგომასა და ზამთარში კრასულას განოყიერება არ შეიძლება, რადგან მცენარე ამ დროს ისვენებს. ზედმეტი სასუქი დაწვავს მის ფესვებს.

1.11. მავნებლები კრასულას იშვიათად ესხმიან თავს მავნებლები. მისი მტრებია მცენარის რწყილი. ეს პატარა, თეთრი ფერის მავნებელი ადვილად შესამჩნევია ფოთლებზე. მისი გაჩენა იმის ნიშანია, რომ კრასულას ზედმეტ წყალს აძლევთ. გამოუცვალეთ ნიადაგი, გარეცხეთ ბარაქის ხის ფოთლები სარეცხის დაპვნის შემცველი წყლით ან შეწამლეთ ის აქტარათი. ყველაზე ხშირია კრასულას დალპობა. თუ თქვენს მცენარეს ლპობა შეეპარა - ფოთლები დაურბილდა და სცვივა, მისი გადარჩენა ძნელი იქნება. მოაჭერით მას საღი ღეროები და თავიდან დააფევიანეთ ისინი. ლპობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ სუბსტრატს შეურიოთ ხის ნახშირი. წყარო: yvavilebi.ge

გაუზიარე მეგობრებს