ანალური სიმსივნე კიბოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმათაგანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაავადების პირველივე სტადიაზე არ არის აღმოჩენილი. სამწუხაროდ,  მისი მდებარეობა ხშირად ხდება პაციენტის ექიმთან გვიანი ვიზიტის მიზეზი.
ანალური სიმსივნე ვითარდება სწორი ნაწლავის დასაწყისიდან, რომელიც პათოლოგიური უკონტროლო უჯრედების მიერ იქმნება. დაავადების სიმპტომების ცოდნა მის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
ანალური და მსხვილი ნაწლავის კიბო ორი სხვადასხვა ტიპის დაავადებაა. კოლორექტალური კიბო გავლენას ახდენს მსხვილსა და სწორ ნაწლავზე, ხოლო ანალური კიბო კი ანალურ ხვრელსა და სწორ ნაწლავზე მოქმედებს.
ანალური სიმსივნით ყოველწლიურად 8000 ამერიკელი ავადდება. წლის განმავლობაში კი 1000 მათგანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს დაავადებაა. ყოველი მეოთხე ადამიანი საკუთარ დიაგნოზს მხოლოდ მას შემდეგ იგებს, რაც ლიმფური კვანძები ვრცელდება და მეტასტაზები სხვა ორგანოებშიც ვითარდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს დაავადება კიდევ უფრო გავრცელებულია.
 
 
როგორც ყველა დაავადების, ისე ანალური სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა გადამწყვეტია მისი წარმატებულად მკურნალობისთვის. დაავადების სიმპტომებია:
ქავილი ანუსთან;
ტკივილი;
ნაწლავის უჩვეულო მოძრაობა;
ანალური სისხლდენა;
უჩვეულო გამონადენი;
გამაგრებული არე ანუსის მიმდებარედ.
მიუხედავად იმისა, რომ ანალური კიბოს გამომწვევი ფაქტორები ჯერ კიდევ უცნობია, მისთვის ხელის შემწყოფი გარემო პირობები შეგვიძლია დავასახელოთ:
დასუსტებული იმუნური სისტემა;
მოწევა;
ანუსის ხშირი გაღიზიანება.
ანალური სიმსივნე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს 60 წელს ზემოთ ადამიანებზე. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 35 წლამდე მამაკაცები და 60 წელს ზემოთ ქალბატონები არიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადების წარმატებით სამკურნალოდ. მედიცინა თანამედროვე მეთოდებს გთავაზობთ. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, სადაც დაავადების საწყის სტადიაზე მკურნალობა მცირეინვაზიური, უსისხლო ოპერაციებით შეგიძლიათ.
                                    
 
                    
                                                            
                    ანალური სიმსივნის სიმპტომები
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    