4 მეთოდი ზურგის მოსადუნებლად,რომ მთელი ღამე ბავშვივით იძინოთ

4 მეთოდი ზურგის მოსადუნებლად,რომ მთელი ღამე ბავშვივით იძინოთ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

საკმარისია ვერ მოვახერხოთ გამოძინება - და მორჩა.ადამიანები საშინლად გვძულს,სამუშაოს შესრულება არ შეგვიძლია,მომავალი ბნელ ფერებში გვეჩვენება.სტრესები,ჰიპოდინამია,მანქანის საჭესთან და კომპიუტერთან გატარებული საათები - გაშეშებული ზურგის კუნთები არ გვაძლევს ძილის წინ განტვირთვის და ჩაძინების საშუალებას.ამიტომ დიდხანს ვწრიალებთ საწოლში და შემდეგ ძლივს ვიძინებთ არაღრმა და შფოთიანი ძილით.
გთავაზობთ რამოდენიმე ეფექტურ საშუალებას ზურგის განტვირთვისთვის,რაც დაგეხმარებათ სწრაფად განეწყოთ ძილისთვის და კარგად გამოიძინოთ.ამ ვარჯიშების შესრულება პირდაპირ საწოლში შეგიძლიათ და ისინი ნებისმიერი ფიზიკური მომზადების დონის მქონე ადამიანს შეუძლია შეასრულოს.
1.ქარის განთავისუფლების პოზა: ანანასანა,ანუ ქარის განთავისუფლების პოზა,ხსნის დაძაბულობას მთელ ხერხემალზე,განსაკუთრებით წელის და თეძოების არეში ერთ წუთში.გარდა ამისა ეს პოზა იოგას ვარჯიშებიდან,არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას /რაც ადვილი მისახვედრია სახელიდანაც/ და ამიტომ მისი გაკეთება სასარგებლოა დილაობით.
როგორ შევასრულოთ:
-მიიღეთ მწოლიარე მდგომარეობა და მოეშვით.
-მოხარეთ ფეხები მუხლებში.
-ჩასუნთქვისას გაშალეთ წინ ხელები და მოხვიეთ მუხლებს.
-ამოსუნთქვისას მოიზიდეთ მუხლები მუცლისკენ.
-ისუნთქეთ ღრმად,კონცეტრირება გააკეთეთ დიაფრაგმაზე.ჩასუნთქვაზე ფეხები ტანს მოაშორეთ,ამოსუნთქვაზე კი მიიზიდეთ.გაჩერდთ ასეთ მდგომარეობაში 8-10 ჩასუნთქვა - დაახლოებით 1 წუთი.
2.ფეხები კედელზე: ეს პოზა ეხმარება ფეხებს და ზურგს დასვენებაში,ხსნის გულმკერდს და ავსებს ფილტვებს ჟანგბადით ძილის წინ.
როგორ შევასრულოთ:
-დადეთ კედელთან ან საწოლის თავთან მოკეცილი ბალიში.
-დაწექით ზედ,მიადეთ დუნდულები კედელს ფეხები კი აწიეთ კედელზე.
-გაშალეთ ხელები განზე და შეეცადეთ გახსნათ გულმკერდი.მოეშვით და ისუნთქეთ მშვიდად.იწექით ასეთ პოზაში 1-2 წუთი.შემდეგ ფეხები ჩამოუშვით.
3.ტალღისებური ვარჯიშები ზურგის ღრმა კუნთებისათვის
ტალღისებური ვარჯიშის მეშვეობით შეგვიძლია ზურგის განტვირთვა - ის ‘’აღწევს’’ ხერხემლის ღრმა კუნთებამდე,რომლებიც განლაგებულია ზედაპირული ფენების ქვეშ.ვარჯიში ორი ეტაპისაგან შედგება:
პირველი ეტაპი:
-დაწექით ზურგზე,წელის და კისრის არეში ამოიდეთ დახვეული პირსახოცები.
-ამოძრავეთ აქეთ-იქით ტერფები - მაქსიმალურად თავისუფლად და მოშვებულად.არ დაიძაბოთ.ამავე დროს ამოძრავეთ თავიც აქეთ-იქით.არ დაძაბოთ ზურგი და კისერი.მოძრაობები შეიძლება ერთდროული იყოს ან საწინააღმდებოდ მიმართული - თქვენთვის მოხერხებული ვარიანტით.
-შეეცადეთ ბოლომდე მოეშვათ და შეიგრძნოთ ტალღის მოძრაობა თქვენი ხერხემლის გაყოლებაზე.შეასრულეთ ვარჯიში ერთი წუთის განმავლობაში
მეორე ეტაპი
-დაწექით მუცელზე.შუბლის ქვეშ ამოიდეთ ბალიში ან პირსახოცი.ხელები დაუშვით სხეულის გასწვრივ,ფეხის თითები კი მიაბჯინეთ საწოლს.
-ამოძრავეთ ტერფები აქეთ-იქით და შეეცადეთ შეიგრძნოთ როგორ გადადის ტალღა მთელს მოშვებულ სხეულზე.შეასრულეთ ვარჯიში ერთი წუთის განმავლობაში.
4.შავასანა: თუ ამ ვარჯიშს სწორად შეასრულებთ ძილის წინ - შეძლებთ დაიძინოთ ღრმა ძილით.
როგორ შევასრულოთ:
-დაწექით ზურგზე,ფეხები ოდნავ გაშალეთ.ხელისგულები ზემოთ ამოატრიალეთ.თავის და კისრის ქვეშ ამოიდეთ პირსახოცი ან ბალიშის ნაპირი.
-თანდათანობით მოადუნეთ სხეული ქვემოდან ზემოთ,დაიწყეთ ფეხის თითებიდან.შეასრულეთ 20 სუნთქვითი ციკლი.თანდათანობით გააგრძელეთ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,შემდეგ შეწყვიტეთ სუნთქვის კონტროლი და ისუნთქეთ თავისუფლად.დააკვირდით როგორ მიედინება თქვენი ფიქრები,მაგრამ ნუ ჩაუღრმავდებით მათ.
-თანდათან იგრძნობთ თითქოს გარესამყარო გშორდებათ,თქვენი სხეული კი მაქსიმალურად მოშვებულია.სწორედ კარგი დროა დაიფაროთ საბანი და კარგად დაიძინოთ.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
4 მეთოდი ზურგის მოსადუნებლად,რომ მთელი ღამე ბავშვივით იძინოთ4 მეთოდი ზურგის მოსადუნებლად,რომ მთელი ღამე ბავშვივით იძინოთ4 მეთოდი ზურგის მოსადუნებლად,რომ მთელი ღამე ბავშვივით იძინოთ

გაუზიარე მეგობრებს