10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ

10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

იცოდით, რომ ახალშობილს საკუთარი წონის აწევაც შეუძლია, რასაც მოზრდილი ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს? ეს საყვარელი პატარები დაბადების პირველივე დღიდან გვაოცებენ…

1. ის ცნობს მუსიკას, რომელსაც ორსულობისას უსმენდით

10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


დაახლოებით ოთხ თვემდე მათ შესანიშნავად ახსოვთ ის მუსიკა, რომელიც მუცლადყოფნის დროს ესმოდათ. სწორედ ამიტომ იძინებენ ძალიან მშვიდად და გადასარევად იმ სიმღერებზე, რომელიც თქვენ ორსულობისას მოგწონდათ.

2. ის პატარა მძლეოსანია


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


დაკვირვებიხართ, როგორ ძლიერად გეჭიდებათ პატარა ხელით? ეს თანდაყოლილი რეფლექსია. ახალშობილს შეუძლია საკუთარი წონის აწევა – თუმცა ამ ექსპერიმენტის სახლში ჩტარებას არ გირჩევდით.

3. ახალშობილი ცრემლის გარეშე ტირის


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მონდომებულად ტირის, შეამჩნევთ, რომ ცრემლი არ აქვს. ახალშობილის საცრემლე ჯირკვლები ჯერ ბოლომდე არაა განვითარებული და მხოლოდ თვალის ტენიანობის შესანარჩუნებლადაა საკმარისი. პირველი პატარა ცრემლი რამოდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდება.

4. თვალებმა შეიძლება ფერი შეიცვალოს


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


ყველა ახალშობილი ცისფერი თვალებით იბადება. დაახლოებით ექვსი თვის ასაკისთვის პიგმენტაციის ჩამოყალიბება მთავრდება და ერთ დროს ცისფერი თვალები ნებისმიერ ფერად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

5.მისი სურნელი ყველაზე სასიამოვნო სურნელია


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


ყოველ შემთხვევაში, დედისთვის ასეა. დედას ბავშვის ბუნებრივი სურნელი არასოდეს აერევა სხვაში.

6 ჩვილები ზოგჯერ ჭარბი თმით იბადებიან


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


თხელი ბეწვები ანუ ლანუგო, შეიმჩნევა ზურგზე, მხრებზე, ყურებსა და სახეზე. უფრო მეტად შესამჩნევი ლანუგო ახასიათებთ იმ ბავშვებს, რომლებიც ნაადრევად იბადებიან. ნუ შეგეშინდებათ, ლანუგო რამოდენიმე კვირის განმავლობაში გაქრება.

7. ჯადოსნური რიცხვი – 20-38


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


ეს ის მანძილია, რომელზეც ბავშვი კარგად არჩევს საგნებს. თუ გინდათ რომ პატარამ კარგად შეგათვალიეროთ, უნდა მიუახლოვდეთ.

8. მას ძალიან, ძალიან ბევრი რეფლექსები აქვს


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


დაახლოებით 70. ყველაზე ცნობილი რეფლექსები თქვენც იცით – სწორედ მათი დახმარებით ეძებს ძუძუს, წოვს და თქვენს თითს ძლიერად ეჭიდება. თუ ახალშობილს ვერტიკალურად დაიჭერთ და ტერფებით ბრტყელ ზედაპირზე “დააყენებთ”, მისი ფეხები სიარულის მსგავს მოძრაობას გააკეთებენ. მას სიარული რასაკვირველია, არ შეუძლია, თუმცა ის ამ ცოდნით იბადება.

9. ახალშობილები ძილში ზოგჯერ კრთებიან


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


ახალშობილებს ერთი საათიდან მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში ღვიძავთ (საშუალოდ) და ძილში ზოგჯერ კრთებიან. ეს თანდაყოლილი რეფლექსია – ბუნებრივი რეაქცია მაღალ ხმაზე, მოულოდნელ მკვეთრ მოძრაობებზე და ვარდნის შეგრძნებაზე. ეს დამცავი მექანიზმია და დაახლოებით ექვს თვემდე სრულიად ქრება.

10. ახალშობილთან ლაპარაკი მნიშვნელოვანია…


10 საოცარი ფაქტი ახალშობილების შესახებ


ენის შესწავლის და ალაპარაკებისთვის. დადგენილია, რომ ახალშობილი დედის ხმას პირველივე წამებიდან ცნობს და დედის ხმა ბავშვის თავის ტვინში მეტყველებასთან დაკავშირებულ უბნებს ააქტიურებს.

გაუზიარე მეგობრებს