10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვებს ანგელოზებივით სძინავთ და ჩვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც მშობელი ვხდებით. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელზეც არავინ იღებს ხმას.

1. გამოთქმა “ჩვილივით მშვიდად სძინავს” ზოგჯერ ტყუილია

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


ხანდახან გეჩვენება რომ ბავშვი საერთოდ არ იძინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კოლიკები აწუხებს. და მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გეძინება, აქტიური თამაშის სურვილი აქვს.

2. ერთი წამის წესი

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


საკმარისია ორი წამით მარტო დატოვო, რომ ვეღარც ბავშვს იცნობ, ვეღარც საკუთარ სახლს. გაუგებარია, როგორ ახერხებენ იდეალურად დალაგებული სახლის ასე არევას. საბოლოო ჯამში ხვდებით, რომ ლაგებას არანაირი აზრი არ აქვს, სათამაშოები და ნივთები მაინც მუდმივად ადგილს იცვლიან.

3. ოდესმე საწოვარა დაგიკარგავთ? აი ესაა ნამდვილი კატასტროფა!

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


ძებნაში საბოლოოდ მთელი ოჯახი ერთვება. და არავითარი ახალი საწოვარა! მხოლოდ ის უნდა, რომელიც დაკარგა. საწოვარაც, როგორც წესი, ყველაზე მოულოდნელ ადგილებშია ხოლმე მიმალული

4. ყველა, ვინც ბავშვს აღვიძებს, ჩვენი მოსისხლე მტერი ხდება

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


თქვენ მზად ხართ მოკლათ ყველა, ვინც კარზე ზარს რეკავს ან ხმამაღლა აბრახუნებს მაშინ, როცა ორსაათიანი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა, ჩაეძინა.

5. საოცარი სათამაშოები

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


სათამაშოები საიდანრაც ჩნდებიან და მრავლდებიან და ისეთი შეგრძნებაა, რომ მთელი სახლი სათამაშოებითაა სავსე. გაფუჭებულების გადაყრა ცალკე პრობლემაა – არავითარ შემთხვევაში არ უნდა ძველებთან განშორება.

6.სათამაშოდ გამოდგება ყველაფერი

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


ოღონდ არ იტიროს და ყველა ქვაბი, გასაღები და ცომიც კი ბავშვის განკარგულებაში გადადის და სათამაშო ხდება. თანაც, სათამაშოებზე მეტად საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება უფრო უყვართ.

7. სახლის დატოვება თავგადასავალია

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


სახლიდან ნახევარი საათით გამოსასვლელად ორი დიდი ჩანთის ჩალაგება გიწევს. საფენები, საკვები, სველი ხელსახოცები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი… ამას ჯობია სახლში დაპატიჟო მეგობრები.

8. ისინი იმეორებენ აბსოლუტურად ყველაფერს.

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


დედას უყვარს კომპიუტერთან ჯდომა? ესეიგი მეც მინდა! ისინი ყველაფერში გვაბძავენ, რაც სულაც არაა გასაკვირი – ბავშვის მისაბაძი ადამიანები ამ ასაკში მშობლები არიან. მერე და მერე, ლაპარაკს რომ ისწავლის, უკვე საუბრის გაკონტროლებაც გვიწევს – არაფერი წამოგვცდეს ისეთი, რასაც ბაღში, მეზობლებთან ან მეგობრებთან გაიმეორებს.

9. მათ აქვთ ყველაზე საოცარი შეკითხვები

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


ჩვენ ძალიან ჭკვიანები და განათლებულები ვართ… სანამ ბავშვები აბსოლუტურად ჩიხს შემყვანი კითხვების დასმას დაიწყებენ. “დედიკო, როგორ დადის ბუზი ჭერზე”? – მართლაც, ნეტავ როგორ დადის?

10. პერსპექტივა იცვლება

10 რამ შვილის შესახებ, რაზეც არავინ გვაფრთხილებს


ამიერიდან, მთავარი მოვლენა არა ადამიანის პირველი ნაბიჯია მარსზე, არამედ პატარა ადამიანის პირველი ნაბიჯი დედამიწაზე. თუმცა, ეს ალბათ უკვე იცოდით.

გაუზიარე მეგობრებს