გამწმენდი  საშუალებები:
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს    წ ვ ე ნ ი
წურავენ  ფორთოხლის  წვენს, ასველებენ ბამბის ტამპონს და იწმენდენ სახეს, ყელსა და მკერდს. 1-2 საათის შემდეგ იბანენ ცივი წყლით.
მ ა ნ დ ა რ ი ნ ი
მანდარინის ქერქს ასხამენ ცივ, ანადუღარ წყალს, აჩერებენ 1 დღე-ღამე, შემდეგ წურავენ. მიღებულ  ციტრუსის წყალს იყენებენ დილა-საღამოს სახის გასაწმენდად. ეს საშუალება აცოცხლებს, აახალგაზრდავებს  სახის კანს.
კ ი ტ რ ი ს  ლ ო ს ი ო ნ ი
ახალ კიტრს ხეხავენ, ასხამენ თანაბარი რაოდენობის არაყს, აჩერებენ 2 კვირა და წურავენ. გამოყენების  წინ  აზავებენ თანაბარი რაოდენობის  ანადუღარი  წყლით. 100 მლ მიღებულ ლოსიონს  უმატებენ  1 ჩ.კ.  გლიცერინს და იწმენდენ სახეს.
ვ ა რ დ ი ს   ლ ო ს ი ო ნ ი
ნახევარ ჭიქა ვარდის მშრალ ფურცლებს ასხამენ მდუღარე წყალს ჭიქის შევსებამდე, ახურებენ და აჩერებენ  1 დღე-ღამე. წურავენ და ამატებენ 200 მლ ნაყენზე 1 ს.კ. გლიცერინს. იწმენდენ სახეს დაბანის მაგივრად დილა-საღამოს.
ს ა ლ ბ ი
კარგად ასუფთავებს სახეს სალბის ფოთლების ნაყენი: 2 ს.კ. ფოთოლს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აციებენ და წურავენ. იწმენდენ სახეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ჭუჭყის  მოშორება. არბილებს და ასუფთავებს კანს, ხსნის გაღიზიანებას.
                                    
 
                    
                                                            
                    ნორმალური სახის კანის მოვლა
                    0
                     ნახვა
                
                
                    0
                    გაზიარება
                
                
                        
                        გაუზიარე მეგობრებს
                    
                
                                        
                                        გაუზიარე მეგობრებს
                                    
                                 
                              
                                                    
                 
                                                    
                 
                                                    
                 
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                     
                       
                    