საახალწლო სალათი ‘’გოჭი’’ ქათმის ხორცით და ანანასით


თავაზობთ ადვილად მოსამზადებელ საახალწლო სალათს, - გოჭის ფორმით.

შემადგენლობა შესაძლოა იყოს ნებისმიერი,თქვენი არჩევანის და გემოვნების შესაბამისად.მთავარია,სალათი შეაზავოთ მაიონეზით და დაუმატოთ სხვა პროდუქტებიც (მოხარშული ძეხვი + ზეთისხილი),იმისათვის რომ სალათს გოჭის ფორმა მისცეთ.

ინგრედიენტები:

- ქათმის ფილე - 350 გრ.

- დაკონსერვებული ანანასი - 200 გრ.

- დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები - 100 გრ.

- მაგარი ყველი - 100 გრ.

- ნიორი - 1 კბილი.

- მწვანილი - 20 გრ

მომზადება: მოხარშეთ ქათმის ხორცი და დააქუცმაცეთ,დაუმატეთ დაჭრილი ანანასი და სიმინდის მარცვლები.წვლილად დაჭერით მწვანილი და ნიორი.

ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ მაიონეზი.

სალათი გადაიღეთ მოზრდილ თეფშზე და მიეცით ოვალური ფორმა,ზემოდან უხვად გადაუსვით მაიონეზი.

ყველი გახეხეთ და მოაყარეთ სალათს ზემოდან.გააფორმეთ ძეხვით და ზეთისხილით,ისე რომ მიიღოთ გოჭუნია!

სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!!! dedebi.ge



28-03-2019, 00:15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно