კბილების არასათანადო ჰიგიენამ, შესაძლოა, ასთმა, ართრიტი, გულის იშემიური დაავადება და ერექციული დისფუნქცია გამოიწვიოს

კბილები უნდა გავისუფთაოთ დილას, საუზმის და საღამოს, ვახშმის შემდეგ. თუ კბილებს არ გავიწმენდთ, პირის ღრუში გამრავლდება ბაქტერიები, წარმოიქმნება ცუდი სუნი და განვითარდება კარიესი. მაგრამ მარტო ამით არ ამოიწურება კბილების არასათანადო მოვლით გამოწვეული ზიანი.
მეცნიერებისა და მედიკოსების აზრით, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის გამო ზიანდება არა მარტო კბილები და ღრძილები. პირი ფაქტობრივად ორგანიზმის კარიბჭეს წარმოადგენს და პირის ღრუში არსებული პოტენციურად საშიში მიკროორგანიზმები შეიძლება ადვილად მოხვდეს სისხლში, ნაწლავში, სასუნთქ სისტემაში. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც არ ან არასწორად ისუფთავებენ კბილებს, დიდი ლაბათობით შეიძლება დასნებოვნდნენ მაგალითად ასთმით,
ართრიტით, გულის იშემიური დაავადებით და სხვა.
ერექციულ დისფუნქციასა და პაროდონტიტს შორის კავშირი ჩინელმა მეცნიერებმა 2016 წელს ჩატარებული კვლევით დაამტკიცეს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პაროდონტიტის მკურნალობა დადებითად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე.
მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ორსულებში კბილების არასათანადო მოვლა ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს. სპეციალისტების აზრით,ამის მიზეზი ბაქტერიებია, რომლებიც პირის ღრუს დაზიანებული ღრძილებიდან ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში, აღწევენ ნაყოფამდეც და გავლენას ახდენენ მის განვითარებაზე. ორსული აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სტომატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა არ მოხდეს პაროდონტიტის განვითარება ან დიდი რაოდენობით კბილის ნადების გაჩენა.
ზოგიერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა პაროდონტიტის გამომწვევი ბაქტერიების როლი ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებაში. გარდა ამისა ამგვარი მიკროორგანიზმები სისხლძარღვის ამომფენ ენდოთელიუმშიც აღმოაჩინეს.
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც პაროდონტიტთან, როგორც კბილების ასათანადო მოვლის შედეგთანაა დაკავშირებული, რევმატოიდული ართრიტია. ანალოგიური ასოციაცებია ღრძილების დაავადებასა და ასთმას შორის.
სტატისტიკურად, მსოფლიოში 3,5 მილიარდ ადამიანს აღენიშნება კარიესი. პაროდონტიტი კი მეთერთმეტე ადგილზეა მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებს შორის. გამოდის, რომ კბილებთან დაკავშირებული პრობლემები პლანეტის მოსახლოების 50% აღენიშნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყოველ მეორეს შეიძლება განუვითარდეს ზემოთ აღწერილთაგან ერთ-ერთი დაავადება ან დარღვევა. მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ კბილების არასაკმარისი მოვლისას ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ თუკი არსებობს მცირე ძალისხმევით ავადობის რისკის შემცირება, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ის?! ლალი ჩხიკვაძე
loading...

13-05-2019, 16:29

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно