10 რჩევა ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად

ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს. გთავაზობთ ექიმ-ექსპერტთა 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის განმტკიცებასა და ამაღლებული გუნება-განწყობის შენარჩუნებაში:

1)დღე დაიწყეთ ღიმილით, შეეცადეთ დილიდანვე დაიმუხტოთ პოზიტივითა და კარგი განწყობით;
2)გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
3)ყოველ დღე რეგულარულად ივარჯიშეთ, ამით მუდმივად შეუნარჩუნებთ სხეულს ტონუსს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის. თუ სირბილს, ცურვას და სხვა ფიზიკურ აქტივობას ვერ ახერხებთ, 20-30 წუთიანი მარტივი ვარჯიშები მაინც შეასრულეთ;
4)ყოველდღიურად მიირთვით ხილი და ბოსტნეული, გახსოვდეთ, მათში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარეშევერ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას;
5)ისწავლეთ პოზიტიურად აზროვნება, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატიურ მოვლენებზე, ყურადღების ვექტორი მიმართეთ მხოლოდ წარმატებასა და კეთილდღეობაზე, ამ გზით მოიპოვებთ ცხოვრებაში გამარჯვებას და შეძლებთ წინსვლას;
6)ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ ოთახი, სუფთა ჰაერი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის დასვენებისთვის, ეხმარება სრულფასოვან ძილს;
7)რეგულარულად მიიღეთ კონტარსტული შხაპი, ის აჯანსაღებს, აკაჟებს სხეულს და ავსებს ენერგიით;
8)აუცილებლად გამოყავით დრო სეირნობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებაში გასეირნება, ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ზრდის სტრესებისადმი გამძლეობას;
9)იკვებეთ ჯანსაღად, საკვების მიღების წინ 10-15 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
10)რეგულარულად ავარჯიშეთ ტვინი, ამისათვის რეკომენდებულია წიგნების კითხვა, უცხო ენების შესწავლა, საშუალო ზომის სტროფების დაზეპირება, ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა, კროსვორდების ამოხსნა და სხვა. 
წყარო: თინათინ გოცაძე


13-05-2019, 16:13

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно