ხახვის ქერქის გამოყენების 6 უჩვეულო მეთოდი

ცოტამ თუ იცის,რომ არა მხოლოდ ხახვი,არამედ მისი ქერქიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის.ის შეიცავს განსაკუთრებულ ანტიოქსიდანტს - კვერცეტინს,რომელიც ხასიათდება ანტიალეგიული თვისებებით.

კვლევები ადასტურებს,რომ ხახვის სისტემატიური გამოყენება ამაგრებს გულ-სისხლზარღვთა სისტემას,ამცირებს ინსულტის და ინფარქტის რისკს.

ხახვის ქერქის სასარგებლო თვისებები

1 ყველა დიასახლისისათვის არ არის ცნობილი,რომ სუპი,რომელიც გაუფცქვნელი ხახვით არის მოზადებული,ბევრად სასარგებლო და გემრიელია.კერძი იღებს ლამაზ მეწამულ ფერს,ასევე გაჯერებულია სასარგებლო მიკროორგანიზმებით,რომლებიც ბევრად მეტია ქერქში,ვიდრე ხახვის თავებში.

2 თუ შენიშნეთ,რომ თქვენი ოთახის მცენარეები არც ისე კარგად გრძნობენ თავს - ნუ ინაღვლებთ! უბრალოდ დააყენეთ ხახვის ქერქის ნაყენი და პერიოდულად მორწყეთ მცენარეები ამ საშუალებით.

3 ხახვის ქერქის ნახარში შესანიშნავი საშუალებაა კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ.1 ჩ/კ ხახვის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 10 წუთით.მიიღეთ200 მლ ნაყენი ყოველ საღამოს.

4 ხახვის ქერქის დახმარებით ზიანის გარეშე შეიძლება თმის შეღებვა.1 ჭიქა ხახვის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი,წამოადუღეთ და დადგით ერთი საათით.მიღებული ნაყენით კარგად დაისველეთ თმა და დაიფარეთ თავზე პოლიეთილენის პაკეტი.ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თმები ჩვეულებრივი წესით.

5 ბევრ დიასახლისს შინაური პური ურჩევნია მაღაზიაში ნაყიდს და მართლებიც არიან! იმისათვის რომ პური არამარტო გემრიელი,არამედ სასარგებლოც გამოვიდეს,აუცილებელია ფქვილს დაუმატოთ 1ჩ/კ დაფქვილი ხახვის ქერქი.

6 ხახვის ქერქი სასარგებლოა კანის ისეთი დაავადებებისათვის,როგორიცაა დერმატიტი,,ფურუნკულოზი და კოჟრები.მკურნალობისათვის მოამზადეთ მაზი დაფქვილი ხახვის ქერქისა და ნებიმიერი ცხიმისაგან,პროპორციით - 2:3.მიღებული მაზი დაიტანეთ კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში ორჯერ.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
       

loading...
Загрузка...

19-04-2019, 00:58

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно