8 ვარჯიში,რომელიც დაამარცხებს მუხლების,ტერფების და მენჯების ტკივილს

დღის ბოლოს ფეხები ხშირად გვიშუპდება და გვტკივა.ეს გავრცელებული პრობლემაა როგორც იმ ადამიანებისათვის,ვისაც დიდი ხანი უწევს ფეხზე დგომა,ისე მათთვის ვინც ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევა.არსებობს სპეციალური ვარჯიშები,რომლებიც დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში.მათი შესრულება დიდ დროს არ მოითხოვს და ეფექტური იქნება თუ რეგულარულად შეასრულებთ.

გთავაზობთ ვარჯიშებს,რომლებიც დაეხმარება თქვენს ფეხებს დასვენებაში გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ.














































ვარჯიში 1 

- დადექით სწორად,ფეხები დადგით ერთად.

- აიწიეთ თითისწვერებზე და გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 30 წამი.

- ისევ დაბრუნდით საწყის პოზიციაში.

- გაიმეორეთ 5-10-ჯერ.














































ვარჯიში 2 

- გადადგით მარჯვენა ფეხი წინ.

- მარცხენა ფეხის თითებით დაეყრდენით იატაკს,იდექით ასე 30 წამის განმავლობაში.

- გაიმეორეთ 5-ჯერ თვითოეული ფეხისათვის.















































ვარჯიში 3

- დადექით კედელთან და მიეყრდენით მას ხელისგულებით,თითქოს ცდილობთ მის გადაადგილებას.

- მარჯვენა ფეხი გაწიეთ უკან,დადგით თითისწვერებზე.

- მარცხენა ფეხით იდექით მთელ ტერფზე,ფეხი მუხლში ოდნავ მოხარეთ.დარჩით ამ მდგომარეობაში 30 წამი.

- გაიმეორეთ 3-ჯერ თვითოეული ფეხისათვის.














































ვარჯიში 4 

 ამ ვარჯიშის შესრულება შეიძლება როგორც დამჯდარ,ისე მდგომარე პოზიციაში.

- ტერფის ქვეშ დაიდეთ ტენისის ბურთი.

- აგორავეთ ბურთი თითის წვერებიდან ქუსლამდე და უკან.

- გაიმეორეთ 50-ჯერ თვითოეული ფეხისათვის.


 











































ვარჯიში 5

- მოათავსეთ ტენისის ან ანტისტრესული მასაჟსათვის განკუთვნილი ბურთი იოგის სავარჯიშო ბლოკზე.

- დადგით ფეხი ბურთზე,ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე,- ის კოჭის ოდნავ ზემოთ უნდა იყოს მოთავსებული.აგორავეთ ბურთი ყველა მიმართულებით 10

წამის განმავლობაში,შემდეგ კი შეასრულეთ რამდენიმე დამწოლი მოძარაობა 3 წამის განმავლობაში.

- გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.

- შეასრულეთ ვარჯიში 2-ჯერ თვითოეული ფეხისათვის.

- ეს ვარჯიში შეგიძლიათ ორივე ფეხით ერთდროულად შეასრულოთ.




 











































ვარჯიში 6

- დაჯექით იატაკზე.ოდნავ ასწიეთ ფეხები და რამდენჯერმე გააქანავეთ.

- ერთ ფეხზე ამოიდეთ ქამარი ან გრძელინაჭერი,ასწიეთ ფეხი,მოჭიმეთ ქამარი და დაიკავეთ ასე 30 წამის განმავლობაში.

- გაიმეორეთ ვარჯიში 5-ჯერ თვითოეული ფეხისათვის.

- ვარჯიშის შესრულება შეიძლება ორივე ფეხით ერთდროულად
















































ვარჯიში 7

- ერთი ფეხის თითებით დადექით რაიმე შემაღლებულზე,მაგალითად იოგის სავარჯიშო ბლოკზე,ისე რომ ქუსლით იატაკს ეხებოდეთ.

- გადაიხარეთ წინ და სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ თითისწვერებზე 30 წამით.

- გაიმეორეთ თვითოეული ფეხისათვის 5-ჯერ.



 











































ვარჯიში 8

- დაწექით იატაკზე კედელთან ახლოს,წელის ქვეშ ამოიდეთ მუთაქასავით დახვეული პირსახოცი.

- ხელები დაუშვით სხეულის გასწვრივ.

- ასწიეთ ფეხები,მიადეთ კედელს,ისე რომ შეიქმნას მართი კუთხე.იწექით ასეთ მდგომარეობაში 15-20 წუთი.

- გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მოწოდებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ მეგობრებს. სტატიის დაბლა მოცემულია გასაზიარებელი ლოგოები

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

































loading...
Загрузка...

6-04-2019, 16:35

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно