ზურმუხტისფერი კოქტეილის წყალობით კანი საუცხოოდ ბრწყინავს, ცხიმი სწრაფად იწვის, ნამდვილი ვიტამინებისა და მაკროელემენტების საწყობია!

გსურთ მიიღოთ ჯანსაღი საკვები საუზმეზე და სადილად? თქვენს კანზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ზოგადად სხეულზე სასწაულს მოახდენს ავოკადოს კოქტეილი. მსუბუქი, ხავერდოვანი კოქტეილი მოქმედებს როგორც სკრაბი, გაწმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. ერთი ჭიქა ფირუზისფერი სასმელი დღეში აწესრიგებს მეტაბოლიზმს, ვიტამინებით ამდიდრებს ორგანიზმს და ამაღლებს იმუნიტეტს.

შეურიეთ ავოკადო კიტრს, ბანანს, კივს, ისპანახს და გაზარდეთ წონის დაკლების ეფექტი. 2 კვირის შემდეგ დაინახავთ როგორ დადნება ცხიმი თქვენს სხეულზე.
გასახდომი კოქტეილი - ინგრედიენტები:

ავოკადო 1 ცალი

ბანანი 2 ცალი

ისპანახი 100 გრ.

წყალი 100 მლ

ისპანახის ფოთლები გარეცხეთ და დაკეპეთ.
ავოკადოს მოაცილეთ კანი, კურკა ამოაცალეთ და რბილობი დაჭერით.
ბანანი გაფცქვენით და თხელ რგოლებად დაჭერით. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი და სურვილისამებრ დაატკბეთ თაფლით და გაალამაზეთ პიტნის ფოთლებით. ეს არის ძირითადი რეცეპტი ვიტამინიანი კოქტეილის, მას შეგიძლიათ დაემატოთ ან შეცვალოთ ინგრედიენტები. თუ გსურთ გაზარდოთ კოქტეილის გაწმენდის თვისებები, დაამატეთ კიტრი და სელის ზეთი ჩაის კოვზით. იმისათვის, რომ სასმელი რბილი გამოვიდეს, წყალი შეიძლება შეიცვალოს ნუშის ან ქოქოსის რძით. ისპანახის ფოთლების ნაცვლად შეგიძლიათ კომბოსტოს ან ჭარხლის ფოთლები გამოიყენოთ. მჟავე გემოსთვის დაამატეთ ერთი კივი ან ლიმონის წვენი. წყარო: dedebi.ge 

   

loading...
Загрузка...

28-03-2019, 01:24

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно