სასტიკი ცილისწამება დედების ფონდიზგან შვილმკვდარ დედაზე

დედების ფონდის მერამდენედ ბულინგით განადგურებული შვილმკვდარი და შეწუხებული დედა ქეთი ქემოკლიძე თავის ფეისბუქგვერდზე პოსტს ავრცელებს.
ძვირფასო მეგობრებო, დედების ფონდთან დაკავშირებით მინდა განცხადება გავაკეთო,რადგან ვრცელდება დეზინფორმაცია,ვითომ ბავშვის გადარჩენა შემეძლო და დავგეგმე ფული ჩემთვის შემენახა რადგან ვიცოდი რაც ელოდა.მერე კი კომფორტი მოვიწყე და არავის დავეხმარე,დანარჩენს აღარ გავაგრძელებ კიდევ ბევრი საზიზღარი ცილისწამება. მათ აბსურდულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი რაც რეალურად დევს სასამართლო საქმეში,რომელიც ჯერ კიდევ ანასტასიას გარდაცვალების თვიდანვე მიმდინარეობ 111 000ლარზე,არაფერია ნათქვამი იმ გაჭირვებულ ადამიანებზე ან იმ საყვარელ პატარებზე რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძოდნენ იმ დროს და მადლობა ღმერთს კარგად არიან ეხლა <3 ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ თემის განხილვა,და მაქსიმალურად თავს ვიკავებდი სანამ მოთმინება მეყო,მაგრამ როცა საქმე ჩემი ანასტასიას სულს და სახელს ეხება იმიტომ რომ არ მინდა მისი სახელი ამ ტყუილების გამო არაკეთილსინდისიერად წამოისროლოს ვინმემ აქ იქნება სიმართლე.ფონდის დირექტორები ვიკაც და თამარიც ყველაზე დიდ იმედებად მესახებოდნენ,ისე ვენდობოდი,ისე შემიყვარდნენ,ვფიქრობდი ანასტასია კარგად რომ გახდება მეც მათი გუნდის წევრი უნდა გავხდე და როგორც აქ მყოფი დედები მეხმარებიან მეც ისე გადავარჩენ სხვის შვილებს ამ გუნდთან ერთადთქო.რაც ჩემი ანასტასია ანგელოზად იქცა მას შემდეგ სხვა არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა რომ სასუფევლამდე სიკეთით უნდა მევლო და რათქმაუნდა იგივეს ვაპირებდი რომ არა დაკრძალვიდან მეორე დღეს ჩემს სახლში მოსული ვიკა და თამარი რომლებმაც 5 000 ლარი მთხოვეს. რათქმაუნდათქო სიხარულით მივყვებოდი ჩემი აზრით ვინმეს საშველად,როცა მეთვითონაც თვალზე ცრემლი არ შემშრობოდა... მთავარია ჩემსავით აღარავინ უნდა გამწარებულიყო... მაგრამ თურმე ეს პირადად მათთვის უნდა მიმეცა,რადგან თვითონაც ოჯახები ყავდათ(გასაგებია დამეხმარნენ მაგრამ არ მივიჩნიე სწორად როცა შეიძლებოდა იგივე თანხით ვიღაცას სიცოცხლე შენარჩუნებოდა)ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო,მწერდნენ ვიღაცეები სხვადასხვა სალანძღავ სიტყვებს,გემახსოვრებათ ეს მაშინდელი სიტუაცია ჩემს მეგობრებს. იძულებული გავხდი ასეთ მდგომარეობაში მყოფს მათი გაქეზებული ხალხის მოგერიება დამეწყო.(სამაგიეროდ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მაძლიერებდა თქვენი , ამას დაემატა ერთერთი მათი გუნდის წევრის სიტყვები(სახელს შეგნებულად არ ვასახელებ), რომ თურმე ვიკას უთქამს მისთვის ვციტირებ: რა გაწუხებს შენც აიღე რამდენიც გინდა,ეს ბიზნესია, აქ უნდა იქურდო,უნდა იბოზო.,მე კიდევ არ შემეძლო ავადმოფი ბავშვების ფულებით ცოდვა დამედო შვილები მყავს"ამიტომ წამოვედი ჯგუფიდან! (ამის მტკიცებულებაც მაქვს რათქმაუნდა თუ საჭირო გახდა)ყველაფერი ამის შემდეგ გადავწყვიტე ისე გამეგრძელებინა სიკეთის კეთება მარტოს, უფლის და ანასტასიას დასანახად და არა პიარისთვის.რადგან მადლი დაფარული უნდა იყოსო ვიცოდი და მე რომელიც ახალ საფეხურებს ვდგამდი სულიერ ცხოვრებაში სხვა აღარაფერზე ვფიქრობდი მთავარია გამეხარებინა ყველა ვისაც შევძლებდი. თურმე კიდევ რამხელა განსაცდელი მელოდა წინ,თუმცა არაფერია ეს ჩემი ცხოვრების მძიმე ჯვართან(წუთისოფელში მხოლოდ).არ დავიწყებ აქ იმის ჩამოთვლას რა?ვის? ან რით დავეხმარე ვინც მიცნობთ ისედაც იცით დღემდე უკვე საკუთარი სახსრებით როგორ ვაგრძელებ მცირედი სიკეთე მაინც გავაკეთო(რადგან ის გადმორიცხული თანხა უკვე მთლიანად მოხმარდა ვისაც ჭირდებოდა) მე უფლის და ჩემი ანგელოზის დახმარებით ამასაც გავუძლებ!!! მაგრამ ვინც ეს ამბავი ასე ხელზე დაიხვია და რაც არ იცის იმას ლაყბობს,ღმერთის ეშინოდეს!!რამეთუ არავინ იცის ვის რას უმზადებს უფალი,იმედი მაქვს სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს , მაგრამ თუ ასე არ მოხდა დაე ღმერთმა განსაჯოს მტყუან-მართალი. პ.ს. არ გავმდიდრებულვარ, ვცხოვრობ ძველებურად ისევ ისე,როგორც ადრე,ერთი განსხვავებით მხოლოდ (ხორციელად) ანასტასიას გარეშე და ძალიან დიდი ტკივილით.ღმერთს ვთხოვ ყველას შეუნდოს ეს საშინელი ცილისწამება, ანგელოზს ნუ მიმძიმებთ, უფალი არ განარისხოთ. პოსტის სანახავად გადადით ლინკზე https://www.facebook.com/qeti.qemoklidze.1/posts/2990114374362111
 
loading...

11-06-2019, 15:36

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно