აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა, რომ ნაყოფის სიმახინჯეები თავიდან აიცილონ

ნაყოფის სიმახინჯეები რომ აირიდოთ, უარი უნდა თქვათ სიგარეტის მოწევისა და ალკოჰოლის მიღების მავნე ჩვევებზე, რადგან ტერატოგენული მოქმედების ფაქტორებს შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია სწორედ ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკები.
ალკოჰოლის ტერატოგენულობის ხარისხი მისი რაოდენობის პროპორციულად იზრდება. ახალშობილებს, რომელთა დედები ორსულობის დროს ალკოჰოლს იღებდნენ, უვითარდებათ ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი, რომელიც მთელ რიგ თანდაყოლილ მანკებს მოიცავს. 50 მლ-ზე მეტი სუფთა სპირტის (ან შესაბამისად სხვა ალკოჰოლური სასმელის) მიღებისას ბავშვთა 30-40 %-ი თანდაყოლილი მანკით იბადება. მას ერთვის ინტელექტუალური ჩამორჩენა და ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია.
სინდრომი შეიძლება განუვითარდეთ ქრონიკული მსმელების შვილებსაც და არამსმელ ორსულთა ბავშვებსაც, ალკოჰოლის ერთჯერადად დიდი ოდენობით მიღებისას.
loading...
Загрузка...

13-05-2019, 16:22

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно