გიზიარებთ რა საშუალებას ვიყენებ თეთრეული ასე ქათქათებდეს!

სამზარეულოში ყველა დიასახლისის დამხმარეა საოჯახო საქმეების შესრულების დროს სამზარეულოს პირსახოცი. მაგამ კარგად გარეცხვის დროსაც კი ის დროთა განმავლობაში კარგავს პირვანდელ სახეს.

სხვადასხვა სახით ცდილობენ მათ გათეთრებას, ზოგჯერ ძლიერი ქიმიკატებიც კი ვერ ახერხებენ პრობლემის გადაჭრას. სამზარეულოს ტილოდან ხშირად შეუძლებელია ლაქების ამოყვანა. ბევრი დიასახლისი ამის მოსაგვარებლად შინაურ მეთოდებს იყენებს, რომელიც ბევრად ეფექტურია.

ზოგიერთი მათგანი ძალიან უჩვეულოა. მაგალითად, შესაძლებელია მცენარეული ზეთი გამოვიყენოთ მათეთრებელი საშუალებების მომზადებისთვის. თავისთავად, მას შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს, მაგრამ როდესაც იგი შერეულია სხვა კომპონენტებთან, სასურველი რეაქცია ხდება და ახალი პროდუქტი იქმნება, რაც შესანიშნავად აცლის ცხიმსა და ჭუჭყს.
როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს პირსახოცი ცხიმისგან და ჭუჭყისგან

თქვენ დაგჭირდებათ

1 ვედრო წყალი

2 ს მზესუმზირის ზეთი

2 ს/კ. მშრალიმათეთრებელი

0.5ჭიქა ნებისმიერი სარეცხი ფხვნილი

გასარეცხი პირსახოცები სამუშაო პროცესი
აადუღეთ წყალი, ადუღებულ წყალს დაამატეთ ზეთი
 შემდეგ – მათეთრებელი და სარეცხი ფხვნილი
მოურიეთ წყალს, მოათავსეთ გასარეცხი თეთრეული, გამორთეთ ქურა და ვედროს დააფარეთ თავსახური.
გააციეთ ბოლიმდე ასეთ მდგომარეობაში. შემდეგ ამოწურეთ თეთრეული და რამოდენიმე საათით ჩაალბეთ თბილ წყალში. გარეცხეთ ჩვეულებრივ, სარეცხ ფხვნილში და გაავლეთ. შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!
შეამჩნევთ, რომ ძველი ლაქებიც გაქრება. ამ მეთოდით გამოხარშვის გარეშე შეძლებთ გააქათქათოთ არა მარტო სამზარეულოს პირსახოცები, არამედ ნებისმიერი თეთრეული. სხვა საინტერესო სიახლე მოცემულია ლინკის სახით. https://bit.ly/2Uj7CPc

 
loading...
Загрузка...

4-03-2019, 02:20

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно