მსუბუქი ხველის ან სურდოს დროს არ ააქვს მადა,სუსტადაა და ცუდად გრძნობს თავს,არ უნდა გაუშვათ სკოლაში ბავშვი


სახლში დავტოვოთ თუ გავუშვათ სკოლაში, რათა არ გააცდინოს გაკვეთილები?
როგორც კი გარეთ საგრძნობლად აცივდა, ბავშვების ავადობამ ბაღებსა და სკოლებში მკვეთრად მოიმატა.
შეიძლება თუ არა ბავშვის სკოლაში (ბაღში) გაშვება გრიპის პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ? სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის საერთო მდგომარეობას. თუ მას მსუბუქი ხველის ან სურდოს დროს არ ააქვს მადა, სუსტადაა და ცუდად გრძნობს თავს, რომც არ ჰქონდეს მომატებული ტემპერატურა, სჯობს ბავშვი დატოვოთ სახლში. ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება პროდუქტიული ბავშვის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანა. თანაც, ვირუსი სხვა ბავშვებსაც გადაედებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სხეულის ტემპერატურა. მაგალითად, საზღვარგარეთ თუ ბავშვს 37°С აქვს ტემპერატურა, მაგრამ ამასთან აქტიურია - თამამად შეიძლება მისი სკოლაში გაშვება. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ტემპერატურის კიდევ აწევას, შეიძლება დაერთოს კრუნჩხვა (და ამის ეპიზოდი ერთხელაც თუ იყო), ასეთ შემთხვევაში დატოვეთ სახლში თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა სიახლეების სანახავად გადადით მოცემულ ბმულზე https://dedebi.ge/bavshvebi/page/2/
წყარო
loading...
Загрузка...

5-03-2019, 03:04

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно