ბავშვი 1 წლის ასაკში

1 წლის პატარას ესმის და ასრულებს მარტივ დავალებებს,იმეორებს ბავშვების ან უფროსების მოძრაობებს,მანიპულირებს საგნებით,სათამაშოებით.
1 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია შემდეგი მოქმედებები:
- ძრომიალობს დაბრკოლების ქვეშ.
- ცოცდება დახრილ ზედაპირზე.
- ახერხებს დივანზე ან სავარძელზე აძვრომას და ჩამოსვლას.
- საყრდენის გარეშე დგას.
- ჯდება,დგას,იხრება.
- ერთ ხელზე ხელმოკიდებული დადის.
- ადის სათამაშო ბორცვის კიბეებზე უფროსის დახმარებით.
- დამოუკიდებლად დგამს რამოდენიმე ნაბიჯს ან გაივლის რამოდენიმე მეტრ მანძილს.
- იმეორებს უფროსების ნაცნობ მოძრაობებს.
- იმეორებს თანატოლების მარტივ მოძრაობებს /ტაშს უკრავს,აკაკუნებს/.
1 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები
1 წლის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარივაჟების წონა კგ. 8,9_11,6 გოგონების წონა კგ. 8,5_ 10,8 ვაჟების სიმაღლე სმ. 72,3_79,7 გოგონების სიმაღლე სმ. 71,4_78,0 ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 45,3_48,6 გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 44,2_47,3 ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 46,1 _ 52,5 გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 46,3_51,41 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები1 წლის. ქვედა ზღვარი ზედა ზღვარივაჟების წონა კგ. 7,7_12,0გოგონების წონა კგ. 7,0_11,5 ვაჟების სიმაღლე სმ. 71,0 80,5 გოგონების სიმაღლე სმ. 68,9_79,2 ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 43,5_48,6 გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,2 47,61 წლის ბავშვის შემეცნებითი განვითარებააძრობს და აცმევს ღერძზე სათამაშო პირამიდის 3-4 რგოლს: - უფროსის მიბაძვით. - დამოუკიდებლად.ხსნის და აფარებს სახურავებს: - მიბაძვით. - დამოუკიდებელი თამაშის დროს. ერთმანეთზე დებს სათამაშო კუბებს /მიბაძვით/.ერთი ამორჩეული სათამაშოს მიმართ ახორციელებს სხვადასხვა ქმედებას: აჭმევს,წმენდს,ვარცხნის.გამცალკევებულად ასრულებს სხვადასხვა მოქმედებას: - მიბაძვით. - დამოუკიდებლად თამაშისას. - უფროსის თხოვნით.
იმეორებს თანატოლის მოქმედებებს: უკრავს ტაშს,ყრის ან აბნევს რაიმეს,ტეხს,ქაჩავს.
გვაჩვენებს ბურთს,აგორავებს ბორბლებიან სათამაშოს.დამოუკიდებლად აღებს და კეტავს კარს,რთავს ტელევიზორს,გამოწევს უჯრებს.
1 წლის ბავშვის ემოციურ სოციალური განვითარება
იღიმება,უხარია,თამაშობს სათამაშოებით,განსაკუთრებით საყვარელი სათამაშოთი.გამოხატავს სიხარულს მოძრავი სათამაშოების დანახვისას,უფროსებთან თამაშისას. უკმაყოფილოა:
- სიტყვაზე ‘’არ შეიძლება’’.
- უფროსის მკვეთრი ტონის გაგონებისას.
- იმის გამო,რომ ვერ შეძლო სასურველი მოქმედების შესრულება.
უხარია ნაცნობი ადამიანის დანახვა.
უმეორებს უფროსის მიმიკას.
იმეორებს თანატოლის მიმიკას და მოქმედებებს.
შეკითხვის ნიშნად შეჰყურებს უფროსს მისთვის გაუგებარ და რთულ სიტუაციაში.
ტირის,ფრთხება უცნობების დანახვაზე.
ნაცნობი ადამიანის ფოტოს დანახვისას.
ინტერესდება წიგნში დანახული ნახატებით.
იღიმება,უსმენს და ასრულებს მოძრაობებს სიმღერის,მუსიკის მოსმენისას.
1 წლის ბავშვის მეტყველების განვითარება. საუბრის აღქმა: ასრულებს მოქმედებებს სათამაშოთი უფროსის თხოვნით /აგორავებს,ხსნის,ალაგებს/.
მიუთითებს ოთხიდან ერთ-ერთ ნაცნობ სათამაშოზე,ორიდან ერთ-ერთ სურათზე - უფროსის თხოვნის საპასუხოდ ‘’მაჩვენე’’.
ანსხვავსებს კუბს და ბურთს,უფროსის თხოვნით.
ასრულებს თხოვნებს: ‘’დადე’’,’’მომეცი’’,’’მომიტანე’’,წაიღე’’,დაკეტე’’,გახსენი’’.
ემორჩილება სიტყვებს - ‘’არ შეიძლება,’’შეიძლება’’.
იცის ახლობლების სახელები /იყურება დასახელებული ადამიანის მიმართულებით/.
იცის თავისი ტანსაცმელის დანიშნულება,საყოფაცხოვრებო ნივთები /გვიჩვენებს/.
გვიქნევს ხელს სიტყვებზე: ‘’ნახვამდის’’:
- როდესაც ვინმე მიდის.
- როდესაც თვითონ მიდის.
ხელით გვანიშნებს სიტყვა ‘’არას’’. უფროსის თხოვნით:
- უკტავს ტაშს.
- ხელებით გვაჩვენებს როგორ დაფრინავს რაღაც /ჩიტი,თვითმფრინავი/
- გვაჩვენებს რას აკეთებს ვიღაც /ზის,წევს/
- გვეთამაშება დამალობანას /იმალება/
- ‘’იხოცავს’’ ცხვირს ცხვირსახოცით.
- ‘’იწმენდს’’ სახეს პირსახოცით.
აქტიური მეტყველება გამარტივებული სიტყვებით პასუხობს შეკითხვას ‘’ვინ არის?’’.
გამარტივებულ სიტყვებს აკავშირებს საგნებთამ და მოქმედებებთან /ასახელებს თვითონ/.
ადვილად იმეორებს ნაცნობ ხმებს და მოქმედებებს /ტირის,იცინის,ახველებს,იმეორებს ცხოველების გამოცემულ სმებს/.
მიბაძვით ‘’საუბრობს’’ ტელეფონზე /მიაქვს ყურთან/
ცდილობს სიმღერის ინტონაციის გამეორებას.
უფროსთან ერთად ცდილობს გაიმეოროს ახალი სიტყვები.
ყოფითი უნარები ხელში იჭერს ფინჯანს და სვამს სითხეს.კბეჩს და ღეჭავს პურს,ორცხობილას.
ჩაცმისას და გახდისას მაღლა სწევს ხელს,ფეხს /უფროსის თხოვნით/.
მოაქვს თავისი ნივთები /იცის მათი დასახელება/.
პირის დაბანისას ხელებს იწვდის წყლისაკენ,’’იწმენდს’’ პირსახოცით.
გამოხატავს უკმაყოფილებას ჩასველებისას /ითხოვს ქოთანზე დაჯდომას დამახასიათებელი ხმით/.
loading...
Загрузка...

23-06-2018, 21:34

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно