ბავშვის ყოველდღიური და ყოველკვირეული მოვლა დაბადებიდან ერთ წლამდე

ყველა დედა ბავშვს დაბადებიდან უნდა უვლიდეს სწორად.ეს ბუნებრივია,რადგან ბავშვის ჯანმრთელობა ჩასახვიდან შეგნებულ ასაკამდე მთლიანად დამოკიდებულია მშობლებზე.
რა თქმა უნდა ახალშობილის სწორად მოვლა დაბადებიდანვე მოითხოვს გარკვეულ ცოდნას და ჩვევებს.ყველა ქმედება შესაძლოა დაიყოს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ მოვლად.მაგრამ,რა თქმა უნდა ნებისმიერი პროცედურა რომელიც ბავშვს ესაჭიროება,შესაძლებელია უფრო ხშირადაც ჩაატაროთ.
ბავშვის ყოველდღიური მოვლა
თვალების მოვლა
გაუწმინდეთ თვალები პატარას ბამბის დისკის მეშვეობით,რომელიც წინასწარ იქნება დასველებული გადადუღებულ წყალში.თუ შეამჩნევთ რომ თვალები ჩვეულებრივზე მეტად ესვრება,გამოიყენეთ ფურაცილინის ხსნარი.თვალი უნდა მოწმინდოთ გარე კუთხიდან შიგნითკენ.ყოველი თვალისათვის ახალი ბაბმბის დისკი გამოიყენეთ.
გაუფრთხილდით პატარას მხედველობის ორგანოებს მცირე ასაკიდანვე.მოარიდეთ მკვეთრ სინათლეს,ნუ აყურებინებთ მზისთვის,სიფრთხილე გამოიჩინეთ ფოტოგადაღების დროს.დაიცავით ბავშვის თვალები მოციმციმე სინათლისგან,ღამით გამოიყენეთ მწვანე აბაჟურიანი ღამის ნათურა.
ჩაბანა და ბანაობა
ახალშობილი ბავშვი კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ უნდა ჩაბანოთ გამდინარე წყლით და არა ტაშტში.წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შარდ-სასქესო ორგანოებში ინფექცია მოხვდეს.
გოგონები უნდა ჩაბანოთ ხელით წინიდან უკან.პროცედურის დაწყებამდე შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა.ჩაბანის შემდეგ ბავშვი დააწვინეთ შესახვევ მაგიდაზე და შეამშრალეთ რბილი სახვევით.ნაკეცებში ბამბის ტამპონის საშუალებისთ წაუსვით საბავშვო კრემი ან გადადუღებული ზეთი.
ბანაობა
ბავშვი ყოველდღიურად უნდა აბანაოთ დილაობით.
ყოველკვირეული მოვლა
ცხვირის მოვლა
ცხვირის ხვრელები ახალშობილს ძალიან პატარები აქვს,ამიტომ უმნიშვნელო რამის გამოც მას სუნთქვა უჭირს.სასუნთქი გზები შესაძლოა ამოივსოს თბილი პლედის ან ტანსაცმლის ბუსუსებით,მტვერით,გაღიზიანდეს სიგარეტის ბოლით.გაუწმინდეთ ნესტოები პატარას გრძლად დახვეული ბამბის მეშვეობით.
დაასველეთ ბამბა სტერილური ვაზელინით ან ზეთით,შეიყვანეთ სასუნთქ ხვრელში არაუმეტეს 1 სანტიმეტრისა,დაატრიალეთ თითების მეშვეობით.ორივე ნესტოსთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ბამბა.ზოგჯერ პატარა თვითონ თავისუფლდება ამ პრობლემისაგან ხშირი ცემინებით.ყურადღება მიაქციეთ ოთახის ჰაერის სისუფთავეს,არ დაუშვათ მისი დაბინძურება.
ყურების მოვლა
ყურადღებით მოეპყარით სმენის ორგანოებს,გაუწმინდეთ ყურის ნიჟარები.თუ შეამჩნევთ გოგირდოვან გამონაყოფს - ნუ შეშფოთდებით,ეს ნორმალურია.ამ გამონაყოფთან ერთად გარე ყურიდან გამოიდევნება მიკროორგანიზმები და მტვერი,მიმდინარეობს თვითწმენდის პროცესი.იმისათვის რომ არ წარმოიქმნას გოგირდის საცობები,გაწმინდეთ გოგირდის გამონაყოფი სასმენი ხვრელის გარედან ბამბიანი ჩხირთ.მაგრამ არ შეყოთ ღრმად რომ არ დააზიანოთ დაფის აპკი და შიდა ყურის ნაზი კანი.
ფრჩხილების მოვლა
მოაჭერით პატარას ფრჩხილები.ზოგიერთი ახალშობილი საკმაოდ მოზრდილი ფრჩხილებით იბადება,აქტიური მოძრაობისას შესაძლოა თვითონვე დაიჩხაპნოს.ძუძუთა ბავშვებს ფრჩხილები სწრაფად ეზრდებათ,ამიტომ წამოზრდისთანავე უნდა მოაჭრათ,თორემ ფრჩხილები იკეცება ან იმტვრევა.ძალიან მოკლედ ნუ მოაჭრით,ეს მტკივნეულია ბავშვისთვის,გამოიყენეთ უსაფრთხო მაკრატელი ან ბავშვის ფრჩხილის საკვნეტი.მოჭრისას ხელი დააჭირეთ თითის ბალიშს,რომ შემთხვევით კანიც არ გაჭრათ.თუ შემთხვევით მაინც დააზიანეთ კანი,დაადეთ ჭრილობას სტერილური ბინტი,ვიდრე სისხლდენა არ შეჩერდება.მოსახერხებელია ბავშვს ფრჩხილები ძილის დროს დააჭრათ, როდესაც ის სრულიად მოშვებულია.
არ დაგავიწყდეთ
ბავშვის მოვლა ახალშობილობიდან ერთ წლამდე - ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია,სადაც პირველ ადგილზე დაგას ჰიგიენა და სისუფთავე.პირველი დღეებიდანვე ყურადღება მიაქციეთ ჭიპს,ყოველდღიურად დაამუშავეთ ის და არ დაუშვათ შიგ მიკრობების მოხვედრა.
ოთახი სადაც პატარა ცხოვრობს,უნდა იყოს ნათელი,თბილი,სუფთა.ყოველდღიურად ტარდება სველი წესით დალაგება და ნიავდება შენობა.სუფთა და განიავებული ოთახი - ბავშვის კარგი განვითარების წინაპირობაა.
ყოველდღე დაუთვალიერეთ ბავშვს კანი.თუ შეამჩნევთ შეწითლებას დუნდულების,საზარდულის,კისრის ნაკეცების და იღლიების ადგილებში,შესაძლოა ეს დაოდვილობა იყოს,რომელიც კანის გადახურებით წარმოიქმნა.ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური კრემები ან კოსმეტიკური საშუალებები,მოუწყეთ პატარას ჰაერის აბაზანები 15-20 წუთის განმავლობაში საფენის შეცვლის დროს.
ბავშვის მოვლა - რთული და საპასუხისმგებლოა. მოვლის პროცესი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია და განსხვავებული სხვადასხვა ბავშვისთვის.
გახსოვდეთ,რომ ყველაზე მთავარი რაც პატარას სჭირდება - ეს ზრუნვა და მშობლების სიყვერულია,ასე ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
Loading the player...


30-06-2017, 03:48

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно