ტესტი – როგორი ურთიერთგაგება გაქვთ თქვენს შვილთან?

ყურადღებით წაიკითხეთ ტესტის ვარიანტები და აღნიშნეთ ის ფრაზები, რომლებსაც ხშირად იყენებთ ბავშვებთან. მეხუთე და მეცხრე შეკითხვების გარდა რაც არის, იმ ფრაზებით შეიძლება შეაფასოთ თქვენი ურთიერთიბა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, მეხუთე და მეცხრე შეკითხვების ჩათვლით – უფროს ბავშვებთანაც.

მაშ ასე:


1. რამდენჯერ გაგიმეორო! – 0 ქულა
2. გთხოვ, მირჩიე – 1 ქულა
3. არ ვიცი, უშენოდ რას ვიზამდი – 1ქულა
4. ნეტავ ვის ჰგავხარ ასეთი! – 0 ქულა
5. რა კარგი მეგობრები გყავს – 1 ქულა
6. საიდან გაჩნდი ასეთი რა! – 0 ქულა
7. მე შენს ასაკში... – 0 ქულა
8. შენ ჩემი დამხმარე ხარ, ჩემი საყრდენი – 1 ქულა
9. ეს რა მეგობრები გყავს! – 0 ქულა
10. ნეტავ რაზე ფიქრობ! – 0 ქულა
11. რა ყოჩაღი ხარ! – 1 ქულა
12. შენ როგორ ფიქრობ? – 1 ქულა
13. ყველას ნორმალური შვილები ჰყავს, შენ კი... – 0 ქულა
14. რა ჭკვიანი მყავხარ! – 1 ქულა


შედეგები: ახლა დათვალეთ ქულების საერთო რაოდენობა და უპასუხეთ საკუთარ თავს. რაც მეტ ქულას დააგროვებთ, მით მეტად გქონიათ შვილთან ურთიერთგაგება.
სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტესტში მაქსიმალური ქულათა რაოდენობა იქნება 6, სკოლის მოსწავლეებისა და თინეიჯერებისთვის – 7.
გისურვებთ, ცხოვრებაში გაცილებით მეტი ქულა დააგროვოთ, ვიდრე ამ ტესტშია!


წყარო
loading...
Загрузка...

26-08-2016, 11:34

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно