ორქიდეას მორწყვა სახლის პირობებში

ორქიდეას სახლში გაზრდა - არა მხოლოდ შრომატევადი საქმეა,არამედ მოითხოვს გარკვეულ ცოდნას.ეს ეგზოტიკური ყვავილი სრულფასოვან და სწორ მოვლას მოითხოვს და ის გაგახარებთ თავისი მშვენიერი ყვავილებით.საკმარის განათებას,კვებას,ტემპერატურულ რეჟიმს გარკვეული მნიშვნელობა აქვს მცენარის მოვლის პროცესში,მაგრამ მთავარი მოთხოვნაა ოთახის პირობებში მისი სწორად მორწყვა.

როგორ მოვრწყათ სწორად ორქიდეა? ორქიდეა,რომელიც სახლში იზრდება,მაშინ უნდა მოირწყას როდესაც გრუნტი გაუშრება.მორწყვის ინტენსივობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე,განათებაზე,ქოთნის ზომაზე,რომელშიც ჩარგულია მცენარე და სხვა.

ბუნებაში ორქიდეა წვიმის წყლით საზრდოობს,ამიტომ მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ წვიმის წყალთან მაქსიმალურად მიახლოებული სითხე: თბილი და რბილი.წყლის სიხისტის შემცირება შესაძლებელია მჟაუნმჟავას გამოყენებით,რომლის შეძენა შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში.ხსნარი მორწყვამდე ერთი დღით ადრე უნდა მომზადდეს - 2.5 ლიტრა წყალში შეურიეთ ½ ჩაის კოვზი მჟავა.ხსნარი ფრთხილად გადაასხით ჭურჭელში,რომ ნალექი არ გადაყვეს,ან გაფილტრეთ.

წყლის ოდნავ შემჟავება შესაძლებელია ზედაპირული ტორფის საშუალებით: ნაჭრის პატარა ტომარაში ჩაყრილი ტორფი რამოდენიმე საათით ჩაუშვით წყალში.ზედაპირული ტორფი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა.ორქიდეას მოსარწყავი წყლის ოპტიმალური ტემპერატურა +30-35 გრადუსი უნდა იყოს.

რა სიხშირით მოვრწყათ ორქიდეა? ორქიდეას მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია გარემო პირობებზე,რომელიც მოქმედებს სუბსტრატის გაშრობის სისწრაფეზე.მორწყვის აუცილებლობა შესაძლოა დავადგინოთ შემდეგი ნიშნების გაანალიზებით:

1. თუ ქოთნის კედლებზე შეინიშნება კონდენსატის წვეთები,მაშინ ოქრიდეას მორწყვა ჯერ არ არის საჭირო,თუ კედლები მშრალია - მორწყეთ.

2. როდესაც მცენარის ფესვები მკვეთრი მწვანე ფერისაა, ეს იმას ნიშნავს რომ ტენიანობა საკმარისია,თუ ფესვები მოთეთრო ფერს მიიღებს - მორწყვა აუცილებელია.

3. თუ ქოთნის ხელში აღებისას სიმძიმეს გრძნობთ,შეგიძლიათ დროებით არ იფიქროთ მცენარის მორწყვაზე,მაგრამ თუ ქოთანი გემსუბუქებათ - მცენარის მორწყვის დროა.

4. გაუმჭვირვალე ქოთანში ტენიანობის გარკვევა შესაძლებელია საყრდენი ჯოხების გრუნტში ჩასმული ნაწილის დათვალიერებით,თუ ისინი ნესტიანია - ქოთანში ჯერ საკმარისი ტენია,თუ არა - მცენარე მორწყეთ.

მორწყვა ასევე დამოკიდებულია ორქიდეას სახეობაზე.მათ ურავლესობას მორწყვა კვირაში 1-3-ჯერ ესაჭიროებათ,მოსვენების პერიოდში კი თვეში 1-2-ჯერ.მორწყვა ყოველთვის დილის საათებში უნდა ჩაატაროთ,რომ საღამოსთვის ფოთლის უბეებში შერჩენილი წყლის წვეთები გაშრეს.(კონდენსატის მიხედვით მორწყვის სიხშირისგარკვევა)


სახლის პირობებში. მოსარწყავი წყალი ჟანგბადით უნდა გაამდიდროთ,ამისათვის პროცედურამდე წყალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში რამოდენიმეჯერ გადასხით.ორქიდეა შესაძლოა რამოდენიმე ხერხით მორწყათ.

ცხელი შხაპი. ყველაზე ხარისხიანი მორწყვა არის - წვიმის იმიტირება,რომელიც ატენიანებს ბუნებრივ პირობებში მზარდ მცენარეს.ეს მეთოდი ორქიდეას ეხმარება სწრაფად განუვითარდეს მწვანე მასა და კარგად იყვავილოს.გარდა ამისა,ფოთლების შხაპით რეგულარული ჩამობანა ასუფთავებს მათ მავნებლებისაგან და იცავს დაავადებებისაგან.

შხაპი:

1. ჩადგით ორქიდეას ქოთნები აბაზანაში და მორწყეთ შხაპის ონკანით,დაბალი დინებით.წყლის ტემპერატურა +40-50 გრადუსი უნდა იყოს.

2. მორწყეთ სუბსტრატის სრულად გაჯერებამდე,მორწყვის დამთავრების შემდეგ კი დატოვეთ ქოთნები აბაზანაში 20 წუთით რომ ზედმეტი წყლისაგან დაიწუროს.

3. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მცენარეს ქაღალდის ხელსახოცით შეუშრეთ ახალგაზრდა ფოთლები და წანაზარდები.ორქიდეა ვანდას და ფალენოპსისს ამოუმშრალეთ შუაგული,რომ სიდამპლე არ განვითარდეს და მცენარემ განვითარება არ შეწყვიტოს.(ორქიდეების მორწყვა შხაპით) 



ჩასმა. ამ მეთოდის დროს ორქიდეა ქოთნიანად უნდა ჩაისვას წინასწარ მომზადებულ წყალში.ქოთანი ნელ-ნელა ჩაუშვით,რომ მშრალმა ფესვებმა მცენარე ქოთნიდან არ ამოაგდოს.ჩასმის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქოთნის ზომაზე: 10X10 ან 12X12 ზომის ქოთანი 30 წამის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს წყალში და ამდენივე ხანი იწურებოდეს,რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს.ჩასმის მეთოდი ყველაზე ეკონომიური და საკმაოდ ეფექტურია,მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება,როდესაც არც სუბსტრატი და არც თვითონ მცენარე არ არის დაავადებული.(მორწყვა ჩასმის მეთოდით) 


სასსარწყავით მორწყვა. სარწყავით მორწყვისას წყალი სუბსტრატის ზედაპირზე ისხმება და არ ჩადის ფოთლის უბეებში და ზრდის წერტილში.წყალი უნდა უსხათ მანამდე,ვიდრე ქვემოდან არ გამოვა.დააცადეთ ცოთა ხნით და კიდევ გაიმეორეთ პროცედურა.სადგამზე გამოსული წყალი უნდა გადაიღვაროს.(სარწყავით მორწყვა)




ფესვებზე შესხურება. მორწყვის ეს მეთოდი გამოიყენება სუბსტრატის გარეშე მზარდი ორქიდეებისათვის.ასეთ მდგომარეობაში ფესვები მალე შრება ვიდრე ქოთანში.მორწყვა ხდება პულვერიზატორის მეშვეობით,წვრილი ნაკადის მისხურებით,ვიდრე ფესვები მწვანე ფერს არ მიიღებს.მორწყვა გაიმეორეთ ფესვებს გაშრობის მიხედვით.(ფესვებზე შესხურება)



 მორწყვის შესახებ უკვე გაიგეთ,ახლა ისღა დარჩა შეასრულოთ მოვლის რეკომენდაციები და დაელოდოთ ამ მშვენიერი მცენარის აყვავებას.მორწყვა უნდა ჩატარდეს ყველანაირი წესის დაცვით.მხოლოდ ასე აყვავდება ორქიდეა უხვად და განვითარდება სწორად.

ორქიდეას მორწყვა ყვავილობის დროს. ყვავილობის დაწყების შემდეგ მორწყვის წესი უნდა შეიცვალოს,რომ მცენარეს შეექმნას ბუნებრივთან მიახლოებული პირობები.ყვავილობის პერიოდში ყალიბდება თესლი - ორქიდეს ძალინ პატარა ზომის და მფრინავი თესლები აქვს,ამიტომ მათ მცენარიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორება შეუძლიათ.წვიმის სეზონზე,ბუნებრივ პირობებში,თესლი ვერ იფრენს დიდ მანძილზე.ამიტომ სახლის პირობებში ყვავილობის დროს,მორწყეთ მცენარე შემდეგი წესით:

მორწყეთ მხოლოდ მცენარის ფესვები,შეეცადეთ მაქსიმალურად გააჯეროთ ისინი წყლით,მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ.თუ შენობაში არასაკმარისი ტენიანობაა,შეგიძლიათ ფოთლებიც დანამოთ,შეეცადეთ წყალი მცენარის შუაგულში არ ჩავიდეს.ყვავილობის პერიოდში ორქიდეა კვირაში რმდენჯერმე ირწყვება,სუბსტრატის გამოშრობის შესაბამისად. (ორქიდეას შესხურება და მორწყვა)



ორქიდეას მორწყვა ზამთარში. ცივ პერიოდში ორქიდეა სრულად არ გადადის მოსვენების მდგომარეობაში,ამიტომ მისი მორწყვა აუცილებელია ზამთარშიც,მაგრამ უფრო იშვიათად,ვიდრე ყვავილობის პერიოდში.ოპტიმალურ ვადებად ითვლება: 10 დღეში,ან ორ კვირაში ერთხელ მორწყვა.რა თქმაუნდა დღეები ზუსტად არ უნდა ვთვალოთ,მთავარია ყურადღება მიაქციოთ სუბსტრატს,ის ძალიან არ უნდა გამოშრეს.მორწყვისას მთავარი პირობაა,მისცეთ ზედმეტ წყალს საშუალება ქოთნიდან ბოლომდე დაიწუროს,რომ ფანჯრის რაფაზე მოთავსების შემდეგ ფესვები არ გადაცივდეს და არ დაავადდეს სხვადასხვა დაავადებით.თუ მორწყვას თბილი შხაპით აპირებთ,ჩაატარეთ ეს პროცედურა საღამოს და მცენარე მთელი ღამით აბაზანაში დატოვეთ შესაშრობად,რომ არ განვითარდეს ზრდის წერტილის ლპობა.(მორწყვა ზამთარში
 


შეძენის შემდეგ. შეძენის შემდეგ მცენარეს ესაჭიროება კარანტინი.რაც იმაში მდგომარეობს,რომ ორქიდეა სხვებისაგან განცალკევეით უნდა მოათავსოთ,დაიცვათ პირდაპირი მზის სხივებისაგან და არ მიაწოდოთ კვება.ამ პერიოდში ასევე არ ხდება მორწყვაც დაახლოებით 5-7 დღის განმავლობაში,რომ მოხდეს შესაძლო მავნებლების გამოვლენა და დროული გაუვნებელყოფა.კარანტინის დამთავრების შემდეგ ორქიდეა თანდათანობით შეჩვიეთ მეტ სინათლეს,დადგით ფანჯარასთან,საჭიროების შემთხვევაში მორწყეთ.

მორწყვა გადარგვის შემდეგ. ორქიდეას გადარგვა ხდება ყიდვის შემდეგ ან გაზაფხულზე,როდესაც მცენარე მოსვენების მდგომარეობიდან გამოდის.უნდა იცოდეთ,რომ მას არ უყვარს დიდი ქოთანი,რადან მასში ცუდად ვითარდება ფესვთა სისტემა.ახალ ქოთანში,ახალ სუბსტრატში გადარგვის შემდეგ ორქიდეა უნდა მოირწყას,ისე რომ მაქსიმალურად დასველდეს სუბსტრატი.შემდეგ ქოთანი 20 წუთით ჩადგით თბილ წყალში,ამოიღეთ რომ კარგად დაიწუროს ზედმეტი სითხე და დადგით ჩრდილიან ადგილზე.გადარგვის შემდეგ არ მორწყათ ორქიდეა ორი კვირის განმავლობაში,რადგან მცენარემ განიცადა სტრესი და ზედმეტი წყალი მისთვის დამღუპველი იქნება.

მას შემდეგ,რაც ორქიდეა გაივლის ადაპტაციის პერიოდს,მას ესაჭიროება იდეალური მოვლის პირობები,კვება და სუფთა წყლით მორწყვა,რომ ფოთლებმა

და ღეროებმა სწრაფად აღიდგინონ საკვები ნივთიერებების ბალანსი.მორწყვის სიხშირე აღელვებს ყველა დამწყებ მეყვავილეს.გამოცდილები კი გვირჩევენ მოვრწყათ ორქიდეა გადარგვის შემდეგ არანაკლებ 2-3-ჯერ კვირაში,რადგან გადარგვის პერიოდი ზაფხულს და ყვავილობის პერიოდს ემთხვევა. (მორწყვა ყვავილობის დროს)


შეცდომები მორწყვის დროს. ორქიდეას მორწყვა ძალიან საპასუხისმგებლოა მისი მოვლის დროს.ხშირად სწორედ მორწყვის დროს დაშვებული შეცდომები აზიანებს მცენარეს,ხანდახან კი ღუპავს კიდეც.ამიტომ,ორქიდეას მოვლისას გაეცანით შესაძლო შეცდომებს მორწყვის დროს:

* ზედმეტი წყალი.ეს ყველაზე ხშირი შეცდომაა.მცენარე ცუდად იტანს წყლის სიჭარბეს,რადგან ქოთანში წყლის ჩაგუბება იწვევს ფესვების დალპობას.ამის თავიდან არიდება შესაძლებელია დრენაჟის მაღალი ფენით,პენოპლასტის გამოყენებით,დრენაჟი არანაკლებ 4 სანტიმეტრი უნდა იყოს.კენჭების და კერამზიტის გამოყენებისას არის რისკი რომ გაჩნდეს პარაზიტები,რადგან ნესტიანი გარემო მათი განვითარებისათვის იდეალურია.

* ფოთლების უბეებში წყლის მოხვედრა.თუ მცენარეს არააკურატულად მორწყავთ და არ ამოუშრობთ დარჩენილ წყლის წვეთებს,წყალი გამოიწვევს ფესვის ყელის ლპობას,რის გამოც ორქიდეა დაიღუპება.

* 20 სანტიმეტრზე ახლო მანძილიდან მისხურება.თუ უფრო ახლო მანძილიდან მიასხურებთ,წყალი უფრო ნელა აორთქლდება.წყლის დიდი წვეთების გამო, რომლებიც მცენარეზე უფრო მეტ ხან რჩება,ორქიდეა უფრო მოშვებული და უფერული ხდება.ფოთლებზე კი მუქი ლაქები რჩება,რომლებიც დროთა განმავლობაში დეფორმირდება.

* უხარისხო წყალი.ცივი,ხისტი ან უბრალოდ დაბინძურებული წყლის გამოყენებისას ორქიდეას ფოთლები უყვითლდება და კვდება ფესვთა სისტემა.

* არ შეიძლება მცენარეზე შესხურება თუ ის ხანგრძლივად იმყოფებოდა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ,დიდი ალბათობით ეს ფოთლების დამწვრობას გამოიწვევს.

* ასევე არ არის სასურველი ზამთარში შესხურება,რადგან ფოთლების გაცივების გამო წარმოიქმნება დაავადებების განვითარებისათვის იდეალური გარემო.

* ჩასმის მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია ყოველი ქოთანისათვის ახალი წყალი გამოიყენოთ,რომ არ გაავრცელოთ დაავადება,თუ რომელიმე მათგანი დაავადებულია.

ამ მარტივი რეკომენდაციების შესრულებით თქვენ ჯილდოდ მიიღებთ ჯანმრთელ და მოყვავილე მცენარეს.

ორქიდეას მორწყვა სხვადასხვა სახეობის ორქიდეებისათვის მცირედ,ან მნიშვნელოვნად განსხვავდება.ყვავილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მოსავლელად მარტივ და ნკლებად პრეტენზიულ მცენარეებს,რომ მათზე დიდი დრო და ძალისხმევის დახარჯვა არ დაგჭირდეთ.კარგად გაეცანით კონკრეტული სახეობისათვის მორწყვის წესებს. ჩვენი ჯგუფი ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები

Загрузка...

29-01-2019, 17:44

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно