ბიზბიზელა (coreopsis) ეზოში

ასტრისებრთა ოჯახის ულამაზესი წარმომადგენელია, იშლება ყვითელი, ოქროსფერ-ყავისფერი ყვავილებით ზაფხულის ბოლოს-შემოდგომის დასაწყისში. ცოტათი ჰგავს გაილარდიას მისნაირი ყვითელი კალათა ყვავილედები ყვავილის დაჭრილი ბოლოიანი გვირგვინის ფურცლებით. მაგრამ გული არ აქვს წითელი, უმეტესად ყავისფერი, ან ნარინჯისფერი აქვს.
სახელი ბერძნულია და ქართულად ტკიპას მსგავსს ნიშნავს, როგორც ჩანს, მისი ნაყოფის ტკიპასთან მსგავსების გამო. ბუნებაში მისი 100მდე სახეობაა, უმეტესობა ცხოვრობს ჩრ ამერიკაში, ზოგი კი გვხვდება აფრიკაში და ს ამერიკაშიც. მცენარე მზის და სითბოს მოყვარულია, არსებობს მისი ერთ და მრავალწლიანი სახეობები. უმეტესად ბალახოვანი მცენარეა, თუმცა გვხვდება ნახევრადბუჩქოვანიც.
სახეობები -მსხვილყვავილა ბიზბიზელა -ბუჩქია 1მ მდე სიმაღლის სწორმდგომი და უხვად დატოტვილი ღერებით.დაბლა ფოთლები მარტივია, წვეროში კი ბუმბულისებრ დანაკვთული.
ყვავილედი კალათაა -8სმ დიამეტრის, თითო ცალი ძლიერ საყვავილე ღეროს თავზე, ფერი - მკვეთრად ყვითელი, გული კი მუქი. ყვავილობს ივლისიდან ყინვებამდე. ერთ ადგილზე ცხოვრობს 3 წელი. ამ სახეობის რამდენიმე ჯიში არსებობს -Calypso'.
'Baden Gold', 'Mayfield Giant', 'Sunburst'. -ლანცეტისებრი -60სმ სიმაღლის ბუჩქი დატოტვილი ღერებით.
ყვავილედი 6 სმ დიამეტრის, თავჩამოშვებულ საყვავილე ღერებზეა, ყვითელი ყვავილები აქვს, ყვავილობს ივლისში 2 თვის განმავლობაში. მისი ჯიშები -Golden Queen''Rotkehlchen'. Goldfink'.
-სათქვეფელასებრი - 1მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ბუჩქი. ფოთლები წიწვისებრია, ყვავილედი არც ისე დიდი, ჰგავს ყვითელ ვარსკვლავებს.ყვავილობა გრძრლდება თვენახევარი. გადარგვის გარეშე ერთ ადგილზე 6 წელი ცხოვრობს. მისი ჯიშები -'Mercury Rising, Golden Shower'.
-ყურისებრი - დაბალი მცენარე, 30სმ სიმაღლის, მარტივი ფოთლები ქმნიან როზეტებს, რითაც თითქმის ღეროს ნახევარი იფარება. ყვავილი ზიზილას ჰგავს.ჯიშები - 'Nana'. 'Zamphir'.
-ვარდისფერი - არც ისე მაღალი -40სმ მდე იზრდება, კარგად დატოტვილი. ყვავილი 2 სმ დიამეტრის ვარდისფერია ყვითელი გულით, ყვავილობს ივნის - სექტემბერში. ჯიშები - Sweet Dreams'. 'Heaven's Gate'
მოვლა - საკმაოდ ადვილი მოსავლელი მცენარეა, თითქმის ყველა სახეობა ყინვაგამძლეა.
მრავალწლიანი ბიზბიზელა კარგად იზრდება მზიან ადგილზე ნოყიერ ზომიერად ნამიან ნიადაგზე. მაგრამ ზოგი სახეობა უკეთ ხარობს მშრალ ნიადაგზეც, სადაც არც ისე ბევრი ორგანიკაა. ვარდისფერი ბიზბიზელა კი სასუქიან ნიადაგზე ნაკლებ დეკორატიული ხდება, ვერცერთი სახეობა ვერ იტანს ჭარბად მორწყვას ზამთარში.
მცენარე ირწყვება მშრალ ამინდებში, სჭირდება გათოხვნა და გაფხვიერება, კვებავენ სეზონზე 2-3 ჯერ, ყვავილობის მერე კი ისხვლება, 3-4 წელიწადში სჭირდება დაყოფა და გადარგვა.
გამრავლება - მცენარეს თესავენ აპრილში სათბურში, 2-3 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე გადააქვთ ქოთნებში 3-4 ცალი, ღია გრუნტში კი მაის-ივნისში რგავენ ერთმანეთისგან 25-30სმ დაშორებით.
მისი დათესვა ღია გრუნტში შეიძლება შემოდგომაზეც, ახასიათებს თვითჩათესვაც. მისი გამრავლება ბუჩქის დაყოფითაც შეიძლება შემოდგომაზე. 4 წლის მერე ბუჩქს იღებენ, ფრთხილად ყოფენ, რომ დანაყოფს რამდენიმე კვირტი ჰქონდეს და ახალ ადგილზე რგავენ.
ბაღში - მრავალწლიანი ბიზბიზელა დიდხანს იზრდება, ზოგი სახეობა მიქსბორდერებში უკან ფონისთვის გამოდგება, განსაკუთრებით ლამაზია პირამიდულ ლურჯ მცენარეებთან - ვერონიკა, აკანთო, ასევე ლამაზია გაზონის მწვანე ფონზე ან ბუჩქებთან.
შედარებით დაბალი ფორმები ყვავილნარის წინ დასარგავად გამოდგება, ან ალპური გორაკის თუ როკარიუმებისთვის. შეიძლება მათი მოჭრა და ლარნაკში ჩაწყობაც ცისფერ ლობელიებთან ან ვერცხლისფერ ცინერარიებთან. წყარო: yvavilebismovla.ge ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
ბიზბიზელა (coreopsis) ეზოში
ბიზბიზელა (coreopsis) ეზოში

5-10-2018, 01:09

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно