დეკორატიული ანუ ტუნბერგის კოწახური - ღია გრუნტში

კოწახურისებრთა ოჯახის ერთერთი ლამაზი წარმომადგენელია. ბუნებაში იზრდება შორეულ აღმოსავლეთში.,თუმცა გვხვდება ჩრ ამერიკასა და ევროპაშიც. კულტურაში ბევრგან ზრდიან მისი დეკორატიულობის გამო.
იგი ფოთოლმცვენი ბუჩქია, იზრდება 2,5 მ მდე. კულტურაში კი 1მ ს აღწევს. მისი რკალისებრი გრძელი ტოტები თავიდან მკვეეთრად წითელია, მერე კი ყავისფერდება.. წითელია კვირტებიც, ფოთლებიც. მისი ფორმა რომბისებრი ან ოვალურია, ყუნწზეა და სიგრძით 3 სმ ს აღწევს.შემოდგომით ფოთლები ყვითელი ან მკვეთრად წითელია. ტოტებზე იშვიათადაა წვრილი მკვრივი 1 სმ მდე ზომის ეკლები.
ყვავილები ერთეული ან 2-5 ერთადაა შეკრული მოკლე მტევნებად. ყვავილი ყვითელი ან მოწითალოა ზარის ფორმის. ყვავილობა იწყება მაისში. ელიფსის ფორმის პრიალა მარჯნისფერ წითელი ნაყოფი მწიფს სექტემბერ-ოქტომბერში. მცენარეს ზრდიან მისი ლამაზი ფორმის, ფერადი ფოთლების გამო, იგი ზამთარმედეგია. კარგად უძლებს ნაცარს და ჟანგას სხვა სახეობებისგან განსხვავებით.
ადგილი - სჭირდება ნათელი, მაგრამ ქარისგან დაცული ადგილი. მწვანეფოთლიანი კარგად ეგუება ნახევრადჩრდილს, მაგრამ წითელფოთლიანისთვის ბევრი სინათლეა საჭირო. მიწა უნდა იყოს მსუბუქი, დრენირებული, მაგრამ ვერ იტანს ჭაობიან ადგილს. თუ ნაკვეთი მისთვის უვარგისია, ორმოში ჩასაყრელად იყენებენ სუბსტრატს კორდის მიწის, ქვიშის და ნეშომპალისგან შედგენილს 2:1:1 თანაფარდობით.
მას რგავენ გაზაფხულზე ან შემოდგმაზე. დახურული ფესვებით მცენარის დარგვა ნებიმიერ სეზონზე შეიძლება ზამთრის გარდა.
ორმო უნდა იყოს საკმაოდ ღრმა. 2 ბუჩქს შორის მანძილი 1,5-2 მ უნდა იყოს. ცოცხალ ღობედ დარგვის შემთხვევაში 1მ ზე 2 ბუჩქი ირგვება. ჯუჯა მცენარეებისს შემთხვევაში კი 50სმ.
ორმოს ძირში ყრიან ქვიშას 10სმ ფენად, მერე მომზადებულ სუბსტრატს, ზედ ათავსებენ ნერგს, ორმოს ავსებენ მიწით, ფრთხილად უტკეპნიან და მერე რწყავენ. ბოლოს კი ღეროს ირგვლივ თხრილს ავსებენ მულჩით - ნეშომპალით ან ტორფით. მიწისზედა ნაწილს ამოკლებენ ისე, რომ ტოტებზე დარჩეს 3 კვირტამდე. სანამ ზრდას დაიწყებს, რწყავენ 10 დღეში ერთხელ.
მოვლა - არც ისე რთულია. არ სჭირდება ხშირი მორწყვა, კვება. მხოლოდ ცხელ დღეებში რწყავენ, სხვა დროს მისთვის საკმარისია წვიმაც. ძირის გარშემო აკეთებენ თხრილს, რომ მორწყვისას წყალი გვერდზე არ წავიდეს. მორწყვის მერე მიწას გაფხვიერება სჭირდება და სარეველების მოშორებაც.
სასუქი - მისთვის უმჯობესია ორგანიკა - კომპოსტი ან ნეშომპალა. შეაქვთ გაზაფხულზე. შემოდგომით მულჩირება ხდება ტორფით ან ფხვიერი კომპოსტით.
გასხვლა -დიდად არ სჭირდება, მხოლოდ გრძელ ტოტებს უმოკლებენ. აცლიან გამხმარ ტოტებს მას მერე, რაც გაზაფხულზე ახალი ფოთლები დაიწყებს გაშლას და გამოჩნდება ყინვისგან გაფუჭებული ტოტები.
დაავადებები - მავნებლებიდან ემტერება ბუგრი. ადრე გაზაფხულზე ბუჩქს ამუშავებენ თამბაქოს ნახარშით, სარეცხი საპნიანი წყლით. თუ შინაური მეთოდები არ გამოდგა, - მერე აქტელიკით, აქტარით.
ზოგჯერ ავადდება ნაცრით, ფოთლის ლაქოვნებით, ჟანგათი. ფოთლებზე ჩნდება თეთრი ნადები. მას ამუშავებენ კოლოიდური გოგირდით. ძლიერ დაზიანებულ ძირს კი ანადგურებენ. მცენარეს ამუშავებენ ყვავილობამდე და მის მერე. ზოგჯერ სოკო ტოტებსაც უხმობს, პროცესს აჩერებენ დროული გასხვლით და ფუნგიციდებით დამუშავებით. თუ გაზაფხულზე ფოთლებს გაუჩნდა ნარინჯისფერი ლაქები, ეს ჟანგაა, მაშინ მას ბორდოს ხსნარით ან კოლოიდური გოგირდით ამუშავებენ ფოთლის გაშლის მერე და იმეორებენ 2 ჯერ ყოველ 3 კვირაში.
გამრავლება - ხდება თესლით, ტოტით, გადაწვენით, ამონაყრით ან ბუჩქის დაყოფით.
თესლით გამრავლებისას ხდება ახალი ჰიბრიდების მიღება, მაგრამ მისი ამოსვლისუნარიანობა დაბალია. - მხოლოდ 15-35 % ამოვა. გაზრდილ ნერგებს მუდმივ ადგილზე რგავენ 2 წლის მერე.
დასაკალმებლად გამოდგება გახევებული ტოტები, 15 სმ სიგრძის. ასევე შესაძლოა მწვანე ტოტების დაფესვიანებაც 2-3 მუხლთაშორისით. ქვედა გადანაჭერი 45 გრ უნდა იყოს, მას ავლებენ ზრდის სტიმულატორში და რგავენ, მერე კი ასათბურებენ.
გადაწვენისთვის გაზაფხულზე მიწასთან ახლო მდებარე ტოტს მიწას აყრიან, მთელი გაზაფხული რწყავენ, შემოდგომაზე, როცა ტოტი დაფესვიანდება, აშორებენ დედა მცენარეს,.
საფრთხილოა ბუჩქის დაყოფა - დედა მცენარე შეიძლება დაზიანდეს. ასე მას ამრავლებენ გაზაფხულზე ყვავილობამდე ან შემოდგომაზე ფოთოლცვენის მერე.
სახეობები - მას რამდენიმე დეკორატიული ფორმა აქვს, ჯიშებიც ბევრია, პოპულარულია მისი ჯუჯა ჯიშები.
კობოლდის - 50 სმ მდე, მუქი მწვანე ფოთლებით, რომლების შემოდგომაზე წითელი ან ყვითელი ხდება.
მინორი - 50სმ, მწვაენ ფოთლებით
აურეა - 80სმ მდე ბუჩქი ლიმონისფერ-ყვითელი ფოთლებით. შემოდგომაზე ნარინჯისფერ -ყვითელი ხდება
კიდევ - ორენჯ დრიმ, გოლდ ბონანზა, ბაგატელ, გოლდენ დრიმ,კორონიტა და სხვ.
მაღალი ჯიშებიდან - ორენჯ როკეთ. რედ ფილარ, გოლდენ რინგ,,
ლანდშაფტურ დიზაინში - იყენებენ ცოცხალ ღობედ, მას სხვადასხვა ფორმას აძლევენ გასხვლით. ეკლების გამო შეღწევა შიგ რთულია, ღობედ ქცევას 5-7 წელი სჭირდება. წყარო:yvavilebi.ge
დეკორატიული ანუ ტუნბერგის კოწახური - ღია გრუნტში

30-09-2018, 17:57

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно