ვარდის კვება გაზაფხულ-ზაფხულში უხვი ყვავილობისთვის

იმისთვის, რომ ვარდებმა უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახარონ, სჭირდებათ სწორი მოვლა, უპირველესად დროული კვება სწორად არჩეული სასუქით. როზარიუმები არ გამოდის მოდიდან და მიუხედავად ვარდების პრეტნზიულობისა, ყველა ცდილობს, იქონიოს ბაღში ლამაზად მოყვავილე ბუჩქი. მისი უხვი ყვავილობისთვის აუცილებელია ფოსფორი. სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს ყვავილის ზომას და სიუხვეს. მისი შეტანა მთელი სეზონი შეიძლება, მაგრამ მარტო ფოსფორით არ ივარგებს მცენარის კვება, კოკრების ფორმირებისთვის ასევე საჭიროა კალიუმიც, აზოტი კი ეხმარება ჯანსაღი მწვანე მასის ზრდაში. აზოტი შეაქვთ გაზაფხულზე, რადგან საშემოდგომოდ ამ სასუქის შეტანა აქვეითებს ბუჩქის ზამთარმედეგობას. თუ აზოტი მეტი მოგივათ, ყვავილობა მოგვიანებით დაიწყება, მცენარე კი შედარებით ნაკლებ მედეგი იქნება დაავადებებისადმი. ამ ელემემტებს გარდა ,სასუქად სასურველია ასევე რკინის, ბორის, მაგნიუმის და მანგანუმის შეტანაც.
როგორ შეიტანოთ სასუქი ვარდებთან: არსებობს რამდენიმე მეთოდი.შეიძლება ღეროდან 15 სმ დაშორებით, მიწაზე ბუჩქის ირგვლივ გააკეთოთ არც ისე ღრმა თხრილი, შიგ ჩაყაროთ სასუქი, არეული შავმიწაში, მერე ისევ მიაყაროთ მიწა. ასე სასუქი თანდათან გაიხსნება მორწყვის და წვიმების დროს და მცენარე თანდათან მიიღებს საჭირო საკვებს.
სასუქი აუცილებლად უნდა შეიტანოთ მორწყვის მერე, რომ ფესვები არ დაეწვას.
არსებობს კიდევ არაფესვური კვება - ვარდი ადვილად იღებს სასარგებლო ნივთიერებებს ფოთლებიდანაც. ასე შეიძლება მისცეთ ორგანული და არაორგანული სასუქი. მაგრამ გვიან საღამოს შესხურება არასასურველია - აორთქლება არ მოესწრება და ეს შეიძლება სოკოთი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. არასასურველია მხოლოდ ასეთი მეთოდის გამოყენება
კვება ორგანული სასუქით: დამწყები მოყვარულები ხშირად მხოლოდ კომპლექსური მინერალური სასუქით ამარაგებენ ვარდებს, ორგანულს კი ივიწყებენ, მაგრამ ეს სასუქი ზრდის ნიადაგის ნოყიერებას, ამცირებს სარეველებს, იზიდავს სასარგებლო ჭიებს, კარგია შემოდგომაზე ბუჩქის ირგვლივ ტორფით ან კომპოსტით მულჩირება. ასე ფესვები სწრაფად გაეზრდება.
კარგია ასევე ქათმის სკინტლის გამოყენებაც გაზაფხულზე, მცენარის ზრდის დასაწყისში, ყვავილობისას. მაგრამ მას შეუძლია ფესვები დაუწვას ვარდს, ამიტომ საჭიროა დოზების დაცვა: ახალ სკინტლს აზავებენ 1:20, გადამწვარს კი 1:10 პროპორციით, აყენებენ 5 დღე, მერე ისევ აზავებენ 1:3 და იყენებენ.
ძროხის ნაკელი უნდა გაზავდეს 1:10, მასაც აყენებენ ერთი კვირით, მერე ისევ აზავებენ 1:2. პირველი შეტანა სასურველია დათბობისას, რადგან სიცივეში მცენარე ცუდად იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს. განსაკუთრებით უხდება ამ სასუქის საგაზაფხულო შეტანა ახალგაზრდა მცენარეებს.
ფანჯრებთან დარგული მცენარე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ასეთ შემთხვევაში ნაკელის ნაცვლად შეიძლება მცენარეული ნაყენების გამოყენება. ჭურჭელს ავსებენ დაჭრილი სარეველების, ან კულტურული მცენარეების მწვანე მასით 3/4 ზე, უმატებენ 2 ს.კ/ სარეცხ სოდას, და მერე ასხამენ წყალს ბოლომდე. მასა კარგად უნდა დადუღდეს, მერე წურავენ,აზავებენ 3: 10, და ამ ხსნარს ასხურებენ მცენარეს. საყურადღებოა: არ დაამზადოთ ასეთი ხსნარი, სარეველების თესლის მწიფობისას.
კვება მინერალური სასუქით: მოზრდილ მცეარეებს გაზაფხულზე ორგანული სასუქი უფრო სჭირდებათ. ამონიუმის გვარჯილა შეიძლება შეიტანოთ, როგორც კი თოვლი დადნება - 20-30გრ 1კვ.მ ზე. მაისში უკვე სჭირდება კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი - 10გრ სუპერფოსფატი და კალიუმის სულფატი 10ლ წყალზე. ივლისში 500გრქათმის სკინტლს და 10გრ ნიტროფოსკას ამატებენ ამ ხსნარს. ასევე სასურველია ამ პერიოდში ნაცარიც. გადარგვიდან მეორე წელს უკვე შეიძლება ნაცრით კვება - 100გრ ნაცარს ხსნინ 10ლ წყალში და რწყავენ ან 200გრ ხსნიან 10ლ ში და ასხურებენ მცენარეს.
იმისთვის, რომ მომდევნო წელსაც ასე უხვი იყოს ყვავილობა, შემოდგომაზეც დასჭირდება სასუქი, რომელიც შეიცავს კალიუმს და ფოსფრს. – 1ს.კ. სუპერფოსფატი და 1ს.კ.კალიუმის სულფატი იხსნება 10 ლ წყალში, ერთ ბუჩქს დასჭირდება დაახლოებით 4 ლ. კარგია კიდევ საფუარიანი სასუქიც - 10გრ მშრალ საფუარს ხსნიან 10ლ თბილ წყალში, უმატებენ 2ს.კ.შაქარს. 2 სთ ის მერე აზავებემ 50ლ წყლით და რწყავენ მცენარეს. (7)
დღეს მზა სასუქიც ბევრნაირი იყიდება, გამოყენება ადვილია. თხევად სასუქს განსაზღვრული რაოდენობით ხსნიან წყალში და კვებავენ მცენარეს. ასე კომპლექსური სასუქი აჩქარებს კოკრების ზრდას, ახშირებს რაოდენობრივად, ზრდის ყვავილის ზომასაც და ფერიც უფრო მკვეთრი ხდება. ასეთი კომპლექსური სასუქის გამოყენება არ ვარგა ახალგადარგულ მცენარეებზე.
სასუქი დოზა კვების სიხშირე
აგრიკოლა-აქვა 5მლ 1ლ წყალზე-მოსარწყავად
5მლ 2ლ წყალზე შესასხურებლად მორწყვა კვირაში ერხელ
შესხურება 10-14 დღეში ერთხელ
ნოყიერი ლეიკა 100მლ 10ლ წყალზე 2კვირაში ერთხელ ადრე გაზაფხულიდან აგვისტოს ბოლომდე
პოკონი 1თავსახური 1ლ წყალზე თვეში 2ჯერ
ბუტონ-პლიუსი 1პაკეტი 2ლ წყალზე შესხურება: გადარგვიდან 1 კვირაში
კოკრობისას ყვავილობისას
ცირკონი 1მლ 2ლ წყალზე კოკრობის წინ ერთჯეადი შესხურება
რა სასუქიც არ უნდა აარჩიოთ, აუცილებელია დოზების დაცვა, ზედმეტი სარგებლობის ნაცვლად აზიანებს მცენარეს და შედეგების გამოსწორება მეტ დროს, შრომას და სახსრებს მოითხოვს მერე.

9-07-2017, 03:48

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно