უგემრიელესი და შესანიშნავი ბოსტნეულისა და მარცვლეულის სალათი

შემადგენლობა
1. ერთი ავოკადო
2. ერთი კბილი ნიორი
3. ½ ჩაის კოვზი მარილი
4. ½ ჩაის კოვზი პილპილი
5. ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
6. ერთი სუფრის კოვზი ქინძი
7. ერთი ლაიმი, წვენი

1. ერთი თავი სალათის ფოთოლი, დაჭრილი
2. ერთი ჭიქა ბულგარული წიწაკა, დაჭრილი
3. ¼ ჭიქა ქინძი
4. 400გ შავი ლობიო
5. ½ ჭიქა წითელი ხახვი, დაჭრილი
6. 400გ სიმინდი
7. ¼ ჭიქა მწვანე ხახვი
8. ¾ ჭიქა პომიდორი, დაჭრილი

მომზადება: მოვიმარჯვოთ ავოკადო და დავაბლენდეროთ ნიორთან, მარილთან, პილპილთან, ზეითუნის ზეთთან, ქინძთანა და ლაიმის წვენთან ერთად.
ახლა საშუალო ზომის თასში სალათის ფოთოლს დავუმატოთ ბულგარული წიწაკა, ქინძი, ლობიო, ხახვი, სიმინდი, მწვანე ხახვი, პიმიდორი და მოვასხათ ბლენდერში მომზადებული ნარევი. ახლა კი ავურიოთ კარგად.
Loading the player...

14-01-2018, 01:36

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно