სხვა და სხვა საშუალება სახის კანის გაწმენდად

მჟავე ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის აურიეთ ერთმანეთში 2 გ ბორის მჟავა, 0,5 გ ლიმონის მჟავა, 0,5 გ რძის მჟავა, 0,5 გ სალიცილის მჟავა, 15-20 გ არაყი, 100 გ გამოხდილი წყალი და 10 გ გლიცერინი. მიღებული ნარევით გაიწმინდეთ ცხიმიანი სახე.
სიცხისგან ან სიცივისგან გამომშრალი კანის გამაცოცხლებელი ლოსიონი.
ჩაასხით ბოთლში 1 ჩაის კოვზი ნეიტრალური ლოსიონი, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი ბორის მჟავა, ამდენივე გლიცერინი და შეანჯღრიეთ. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე ქარის, სიცივის ან მზის ზემოქმედების შემდეგ.

ბაბუაწვერას ლოსიონი ნებისმიერი ტიპის კანის გამოსაცოცხლებლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფოთოლს დაასხით 1/4 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღეთ. მერე გაფილტრეთ. როცა გაგრილდება, ჩაასხით მუქი მინის ჭურჭელში, კარგად დაახურეთ თავზე და სიგრილეში შეინახეთ. ამ ნახარშით სახის გაწმენდა ან პულვერიზატორით დანამვა დღეში 10-ჯერაც კი შეიძლება. თუ პულვერიზატორი წვრილ შხეფებს აფრქვევს, შეგიძლიათ, ნახარში თუნდაც.

ტანის დამარბილებელი ლოსიონი ჩადგით ჭურჭელი მდუღარე წყლის აბაზანაში, ჩაასხით შიგ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი, თაფლი და ნუშის ზეთი (ნუშის ზეთის ნაცვლად შეიძლება ქოქოსის, ზეითუნის ან კანის გამწმენდი თვისებების მქონე ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება). მიიღებთ 1,5 ჭიქა ნარევს, რომელიც მსუბუქად უნდა შეიზილოთ მთელ ტანზე. შეგიძლიათ, ამ ნარევს დაუმატოთ თქვენი საყვარელი სუნამოს რამდენიმე წვეთი.

კანისთვის ოქროსფერი ელფერის მისაცემად დააყენეთ ძალიან მაგარი შავი ჩაი და სანამ ცხელია, ბამბის ტამპონით წაისვით სახეზე, ყელსა და ხელებზე. რამდენიმე წუთით დაიტოვეთ და შემდეგ ფაქიზად შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ჩაი თანდათანობით მისცემს თქვენს კანს ოქროსფერ ელფერს და თან ფორებსაც შეავიწროებს.

ფერიმჭამელებიანი კანისთვის 2 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს და ერთი ლიმონის ქერქს (გათლილი ლიმონი გაწურეთ) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, მერე გაფილტრეთ. როცა შეგრილდება, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი, 2 სუფრის კოვზი 9%-იანი ძმარი, 50 მლ არაყი და ლიმონის წვენი. შეინახეთ მაცივარში. ამ ნაყენით გაიწმინდეთ სახე და სხეულის ის ადგილები, სადაც გამონაყარი გაქვთ, მაგალითად, ზურგი, გულმკერდი.

მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის ახალი კარტოფილის წვენით დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ სახე.
ცხიმიანი და ფერიმჭამელებიანი კანისთვის
აურიეთ ერთმანეთში 250 გ არაყი, 2 კვერცხის გული და საშუალო ზომის ლიმონის წვენი, გაწურეთ დოლბანდში და ამ ნარევით დილა-საღამოს, პირის დაბანის შემდეგ, გაიწმინდეთ სახე. ნარევი დიდხანს ინახება. თუ მშრალი კანი გაქვთ, ჩაამატეთ ნაღები, მაგრამ ამ შემთხვევაში 1-2 დღეზე მეტხანს ვერ შეინახავთ. სურნელების მისანიჭებლად შეგიძლიათ ჩაამატოთ თქვენი საყვარელი სუნამოს რამდენიმე წვეთი.

კაპილარებიანი, გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში ან კამა და 1 სუფრის კოვზი ვარდის ხმელი ფოთლები ან სალბი. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, სანამ 36-38 გრადუსამდე არ გაგრილდება. ამ ნაყენით დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახე.

ცხიმიანი და ჭუჭყიანი კანისთვის აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი შვიტა, ცაცხვი და ფარსმანდუკი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, სანამ 35-36 გრადუსამდე არ გაგრილდება. ნახევარი ულუფა 24-25 გრადუსამდე გააცივეთ. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე - გრილით. ეს პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.

ნაოჭებიანი და მოშვებული კანისთვის აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში ან კამა, 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი ან სალბი და 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ცაცხვის ყვავილი. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, სანამ 35-36 გრადუსამდე არ გაგრილდება. ნახევარი ულუფა 24-25 გრადუსამდე გააცივეთ. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე - გრილით. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ.

გულყვითელას ნაყენი გულყვითელა უხდება ცხიმიან კანს. ის ავიწროებს ფორებს და ანადგურებს მიკრობებს. შეგიძლიათ, დილაობით პირი მისი ნაყენით დაიბანოთ.
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ გულყვითელას დაასხით 1/2 ჭიქა გამოხდილი წყალი და დააყენეთ.
ერთ ჭიქა გულყვითელას ნაყენს დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1 სუფრის კოვზი გლიცერინი ან 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნუში.

დამატენიანებელი ლოსიონი აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, დაამატეთ 1/3 ჭიქა წყალში არეული 2 გ ბოკარი (ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი - მოიკითხეთ აფთიაქებში) და 1 ჩაის კოვზი არაყი. ეს ნარევი კანის ეფექტური დამატენიანებელია.
კიტრის ნაყენი გახეხეთ გათლილი კიტრი და 1/2 ლიმონი. დაამატეთ 1/2 ჭიქა არაყი, შემდეგ ამ ნარევში ჩაასხით 50 მლ გვირილისა და ფარსმანდუკის კონცენტრირებული ნაყენი (თითო ჩაის კოვზი გვირილა და ფარსმანდუკი 1/2 ჭიქა მდუღარე წყალზე) და კარგად შეანჯღრიეთ. მზა ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და ყოველღამე გაიწმინდეთ სახე, ხელები და დეკოლტეს ზონა.
პირის დასაბანი თაფ ლიანი წყალი
1 სუფრის კოვზი თაფლი გახსენით 2 ჭიქა თბილ წყალში და ისხით სახეზე 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით (უსაპნოდ). ეს პროცედურა საღამოობით ჩაიტარეთ. კარგია ანთებისა და გამონაყარისადმი მიდრეკილი შერეული ტიპის კანისთვის.

რძის ნარევი აურიეთ ერთმანეთში 1 ლ წყალი და 1 ჭიქა რძე, წამოადუღეთ, გაფილტრეთ, მუქ ბოთლში გადაასხით და მაცივარში შედგით. დაიბანეთ პირი ამ ნარევით დილა-საღამოს (უწყლოდ და უსაპნოდ), მერე კი მკვებავი კრემი წაისვით. ის კანის მსუბუქ გაღიზიანებას აცხრობს.

პირის დასაბანი ნახარში ეს ნახარში წმენდს, ანოტივებს და არბილებს კანს, აქრობს გაღიზიანებას. 50 გ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 40 წუთით ასე დატოვეთ. მერე გაფილტრეთ, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ სახე ამ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.

ყვავილების წყალი ჟასმინის, ასკილის, ვარდის დაუმჭკნარ ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი. გაგრილდება თუ არა, გაფილტრეთ და დღეში რამდენიმეჯერ შეისხით სახეზე. გაითვალისწინეთ: უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ახალმომზადებული ნაყენი.

ყინული არაჩვეულებრივი მატონიზებელი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს ყინულის ნატეხით კანის გაწმენდას. უმჯობესია, ყინული გვირილის, ქრისტესისხლას ან პიტნის ნაყენისა იყოს. სახე გაიწმინდეთ ხაზების გასწვრივ, წრიული მოძრაობით.
დაღლილი სახის გამოსაცოცხლებლად წაისვით ჯერ ლიმონის ნაჭერი (მჟავა გარქოვანებული ნაწილაკების მოშორებას უწყობს ხელს), მერე კი ყინულის ნატეხი. შეგიძლიათ, 1 ლიმონის წვენი აურიოთ 1/2 ჭიქა მდუღარე წყალში და გაყინოთ. ასეთი ყინული კანს გაამკვრივებს და სისხლის მიმოქცევას გაააქტიურებს.
თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, სასურველია, დამატენიანებელი თქვენი კანის მიხედვით მოამზადოთ. ამ ნაზი დამატენიანებლით მინიმუმადე დაიყვანთ სახეზე დასადები ინგრედიენტების რაოდენობას. ტრადიციულად, გულყვითელა კანის სამკურნალოდ გამოიყენება. გვირილის მსგავსად, მასაც ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს.
100 გრამის დასამზადებლად დაგვჭირდება:
ინგრედიენტები:
1 ს/კ კაკაოს ცხიმი
2 ჩ/კ გულყვითელას მაცერირებელი ზეთი
1 ჩ/კ მინერალური წყალი
1 ს/კ გვირილის გამხმარი ყვავილები
1 ს/კ გულყვითელას გამხმარი ყვავილები
1 ს/კ ემულგატორი ცვილი
1 ჩ/კ გლიცერინი
მომზადების წესი: ორთქლის ქვაბზე კარაქისგან, ზეთებისა და ცვილისგან მოამზადეთ ემულსია. ცვილის გადნობისთანავე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. ნაყენის მოსამზადებლად აადუღეთ მინერალური წყალი. ჩაიდანში ჩაყარეთ ყვავილები და ზემოდან დაასხით ადუღებული წყალი. გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ.
ცალკე ტაფაში 80 გრადუსამდე გააცხელეთ 3 სუფრის კოვზი ნაყენი. დაუმატეთ ემულგატორი ცვილი და გლიცერინი. ურიეთ, სანამ ცვილი ბოლომდე არ გაიხსნება. ცხელ ემულსიას დაუმატეთ ცხელი ნაყენის ნარევი. გამოიყენეთ ხელის სათქვეფი ან გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. გაგრილების შემდეგ დაახურეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში. შენახვის ვადაა 6 კვირა.

ყინულის კუბები სხვადასხვა შემთხვევისთვის გაყინული მწვანე ჩაის ნაყენი და ყურძნის ახალგამოწურული წვენი ებრძვის ცელულიტს და მატებს ტონუსს. მუმიოს ხსნარის (2 ტაბლეტი 1/2 ჭიქა წყალზე) ყინული აახალგაზრდავებს კანს, აცხრობს ყოველგვარ გამონაყარს და გაღიზიანებას.
მუმიოს რძეხსნარის (2 ტაბლეტი 1/2 ჭიქა რძეზე) ყინული კანს ტონუსს მატებს, ათეთრებს და კვებავს.
თითო სუფრის კოვზი გვირილისა და ცაცხვის ყვავილების 1/2 ჭიქა წყალზე მომზადებულ ნაყენს დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი და გაყინეთ. ასეთი ყინული კვებავს კანს და აქრობს ანთებას.
სვიის, პიტნისა და ბარამბოს ნაყენის ყინული კანის გაღიზიანებას აცხრობს.
ვარდის ფურცლებისა და ძირტკბილას ნაყენის ყინული არბილებს და სურნელებას ანიჭებს კანს.
ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის ყინული კანს წმენდს და ვიტამინებით კვებავს.
კიტრის წვენის ყინული ათეთრებს კანს.

18-07-2018, 10:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно