ფეხების მოვლის 6 წესი

იმის გამო,რომ მუდმივად ვჩქარობთ,ვატარებთ მოუხერხებელ ფეხსაცმელს და გვიწევს დიდი ხნით ფეხზე დგომა საზოგადოებრივ ტრანსპორტში,ჩვენი ფეხები საკმაოდ ცუდ დღეშია.სწორედ ამიტომ მათ სწორად უნდა მოვუაროთ.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს და რჩევას,რომელთა დამსახურებითაც თქვენ თავიდან ფეხის ტერფებამდე იდეალურად გამოიყურებით.
ფეხები მშრალად იქონიეთ
ჰიგიენის საბაზო პრინციპია ფეხების სიმშრალე,რადგან მომატებული ტენიანობა - სოკოს გაჩენის ერთ ერთი მთავარი მიზეზია.იმისათვის რომ თქვენი ფეხები მუდამ მშრალი იყოს,დაიცავით რამოდენიმე წესი:
-უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალური მასალისაგან შეკერილ ფეხსაცმელს,რომელიც ფეხს სუნთქვის საშუალებას აძლევს.
-შეეცადეთ ზედიზედ არ ატაროთ ერთიდაიგივე ფეხსაცმელი.
-შხაპის მიღების შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ.
სწორად მოუარეთ ფრჩხილებს
ფრჩხილის არასწორმა ფორმამ შესაძლოა მისი ჩაზრდა გამოიწვიოს.
ამის თავიდან ასუცილებლად,გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
-ფრჩხილი სწორხაზოვნად უნდა მოიჭრათ,მომრგვალების გარეშე.
-ნუ მოიჭრით ფრჩხილს ძალიან მოკლედ,ამის გამო შეიძლება ის ჩაიზარდოს ან ინფექცია შეგეჭრათ.
-ნუ მოიჭრით კუტიკულას,საკმარისია მისი ფრჩხილის ფუძისაკენ ჩაწევა სპეციალური ჩხირის დახმარებით.
ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილებს
თუ ფრჩხილის ჩაზრდა მაინც ვერ აიცილეთ თავიდან,შეეცადეთ გამოასწოროთ ეს პრობლემა შემდეგნაირად:
1.ჩააწყეთ ფეხები თბილ წყალში 15-20 წუთის განმავლობაში.ერთ ლიტრა წყალზე დაამატეთ 1 ს/კ მარილი.
2.ფრთხილად ამოუტარეთ ფრჩხილს ქვემოდან კბილის საწმენდი ძაფი და ოდნავ ამოსწიეთ.
3.დაამუშავეთ დაზიანებული ადგილი ანტისეპტიკური საშუალებით და დაიკარით პლასტირი.
4.გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად იქამდე,ვიდრე ფრჩხილი ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება.
რეგულარულად გაიკეთეთ ფეხის აბაზანები
იმისათვის რომლამაზი ფეხები გქონდეთ,ტერფები კი რბილი,საჭიროა ფეხის აბაზანები - კვირაში ერთხელ 15-20 წუთის განმავლობაში.ამისათვის შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტები გამოიყენოთ სადილის მარილიდან დაწყებული ეთერზეთებით და ბალახების ნაყენით დამთავრებული.
აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ სკრაბი ან პემზა გარქოვანებული კანის მოსაცილებლად.
გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი
ფეხების მოსავლელად აუცილებელია კარგი დამატენიანებელი კრემი.შეარჩიეთ ისეთი მოვლის საშუალება რომლის შემადგენლობაში შედის დამარბილებელი კომპონენტები,როგორიცაა დიმეტიკონი,ლანოლინი და ვაზელინი,ასევე დამატენიანებლები,მაგალითად გლიცერინი და ლეციტინი.კრემი არ უნდა წაისვათ თითებს შორის - ეს ხელს შეუწყობს სოკოს წარმოქმნას.
არ დაივიწყოთ ფესების მასაჟი
ფეხების მასაჟი -საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის მოსახსნელად,მასაჟის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.გამოყავით ამისათვის დღეში 5 წუთი.შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მასაჟორი ან უბრალოდ ფეხით აგორავეთ იატაკზე ტენისის ბურთი ან სხვა მრგვალი საგანი.

3-03-2018, 23:45

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно