აკნესგან დატოვებული ნაიარების მოშორება

აკნესგან დატოვებული ნაიარევი არაესთეტიკური სანახავია. საბედნიეროდ არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელიც ამ პრობლემას მოგიხსნით.

მკურნალობა #1: სახლში დამზადებული კრემი



დაგჭირდებათ დარიჩინის ფხვნილი და ორგანული თაფლი. თითოეული ინგრედიენტის მხოლოდ 1 ს/კ შეურიეთ ერთმანეთს. როცა სქელ მასას მიიღებთ წაისვით პრობლემურ ადგილას. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველდღიურად.

მკურნალობა #2 – ლიმონის წვენი



ამისთვის დაგჭირდებათ ორგანული ლიმონის წვენი. ლიმონი ძალიან ეფექტურია აკნეს დროს. ის მდიდარია ვიტამინ c-თი, რომელიც აღადგენს დაზიანებული კანის უჯრედებს.

უბრალოდ აიღეთ ბამბა, ლიმონის წვენში ჩაასველეთ, 10 წუთის განმავლობაში პრობლემურ ადგილას შეიზილეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით სახე ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მკურნალობა #3 – საცხობი სოდა



საცხობი სოდა ისევე როგორც დარიჩინი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს. უბრალოდ აურიეთ ორგანული საცხობი სოდა გამოხდილ წყალს 5;1 პროპორციით. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ეს უნდა წაისვათ აკნეზე და გაიჩეროთ იქამდე, სანამ არ გაშრება. ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

მკურნალობა #4 – ზეითუნის ზეთი



ზეითუნის ზეთი მდიდარია ვიტამინებით E და C, რომლებიც ეფექტურად გაშორებთ აკნესგან დატოვებულ ლაქებს. ის ასევე წმენდს სახეს.

უბრალოდ, ძილის წინ, ორგანული ზეითუნის ზეთი თითებით შეიზილეთ პრობლემურ ადგილას. მთელი ღამით გაიჩერეთ. მეორე დღეს კი სახე ჩვეულებრივ დაიბანეთ.

31-10-2016, 20:44

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно