რენტგენული კვლევა და ორსულობა

ექიმებს ხშირად ეკითხებიან იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს რენტგენის გამოსხივება მომავალ ბავშვზე დედის მუცელში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ჩვენს ცხოვრებაზე დადებითი გავლენის გარდა, მრავალი გვერდითი ეფექტი და შესაბამისად, მათ უსაფრთხოებაზე ეჭვებიც მოიტანეს.


ორსულთა მკურნალობაში რენტგენული კვლევის უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ორსულობის დროს პირის ღრუს სრული სანაცია მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ხოლო მრავალი სტომატოლოგიური დაავადების მკურნალობა რენტგენის სურათის გარეშე ძნელია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც.


აღნიშნულ შეკითხვაზე უფრო ზუსტი პასუხის გასაცემად, უნდა გვესმოდეს, რაოდენ განსხვავებულად მოქმედებს რადიაცია ქალზე და ნაყოფზე. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ რადიაცია ყველაზე მეტად მოქმედებს ორგანიზმის აქტიური დაყოფის სტადიაში მყოფ უჯრედებზე, რადგან სწორედ ამ სტადიაში არიან ისინი პრაქტიკულად დაუცველნი. სწორედ ამიტომ, რადიაცია უმნიშვნელოდ აისახება მოზრდილის ორგანიზმზე: ასეთი უჯრედები მასში ცოტაა. რასაც ვერ ვიტყვით მუდმივად მზარდ ბავშვზე.


სწორედ ამიტომ, როდესაც ექიმები ქალს აგზავნიან რენტგენულ კვლევაზე, ყოველთვის აზუსტებენ, როდის ჰქონდა მას ბოლოს მენსტრუაცია. კვლევის ჩატარება საჭიროა მენსტრუალური ციკლის მე-10 დღემდე, რადგან მოგვიანებით შესაძლებელია იყოს ორსულობა.


ნებისმიერი რენტგენული კვლევა ორსული ქალისთვის უკუნაჩვენებია და ტარდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც გამოსავალი არ არის. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დაცვის მაქსიმალურად ეფექტური საშუალებები, მაგალითად, საიზოლაციო წინსაფრები, რომლებიც ბავშვს რადიაციისგან იცავენ. მათ უნდა დაფარონ მენჯის, მუცლისა და მკერდის მიდამო. თუ ექიმი არჩევანის წინაშეა, ორსულობის რა ვადაზე გამოიყენოს რენტგენი, აუცილებლად უნდა აირჩეს დრო პირველ და მესამე ტრიმესტრებს შორის, როდესაც ბავშვი უკვე შედარებით ჩამოყალიბებულია და მასზე ზემოქმედება უფრო ნაკლებად საზიანო იქნება.


კბილების მკურნალობის და დიაგნოსტიკის ჩატარების აუცილებლობის დროს რენტგენული კვლევა უმჯობესია შეიცვალოს სხვა მეთოდებით. მაგალითად, ვიზიოგრაფით დიაგნოსტიკას რენტგენისაზე 10-ჯერ ნაკლები გამოსხივება აქვს. თუმცა, გამორიცხული არ არის სიტუაცია, როდესაც საჭიროა სწორედ რენტგენის სურათი. ამ შემთხვევაში გამოვითვალოთ, რამდენად მაღალი იქნება რადიაციის დოზა.


მაგალითად, პაციენტს ესაჭიროება რამდენიმე არხის მქონე კბილის მკურნალობა. მკურნალობა ეფექტური რომ იყოს, საჭიროა 2-4 რენტგენის სურათის გადაღება. მაგრამ, თუ საჭირო იქნება არა 4, არამედ 9 სურათის გადაღება, გამოსხივების ჯამური დოზა 0,00005 რადი იქნება. ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში კი არის 1 რადი დასხივება, რომლის დროსაც არსებობს ბავშვის დაზიანების 5%-იანი ალბათობა. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ექიმი მაინც ატარებს რენტგენულ კვლევას ორსულებში.


რენტგენული კვლევა დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მეთოდია და თუ მან აჩვენა სერიოზული პრობლემები პირის ღრუში, აუცილებელია მკურნალობის ჩატარება და ზოგჯერ, კბილების ამოღებაც. მაგრამ თუ არსებულ პრობლემებს შეუძლიათ ბავშვის დაბადებამდე მოცდა, კბილების მკურნალობა უმჯობესია ბავშვის დაბადების შემდეგ. ამ დროს, მრავალს აღელვებს, შეიძლება თუ არა რენტგენის გადაღება ძუძუთი კვების პერიოდში. შეიძლება, რადგან გამოსხივება მავნებელია ბავშვზე უშუალო ზემოქმედების დროს. დედის რძეზე გამოსხივება არ მოქმედებს.

30-01-2016, 14:34

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно