ორსულობის დაგეგმვა: ვემზადებით სიამოვნებით

რა არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მოსამზადებლად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს გვახსენდება ექიმთან კონსულტაცია,ტესტები ოვულაციაზე,გაუთავებელი ანალიზები, ‘’გამომშვიდობება’’ მავნე ჩვევებთან.
ბავშვის გაჩენასთან ერთად დედის პრიორიტეტები მართლაც იცვლება,მაგრამ ერთი რამ უცვლელად უნდა რჩებოდეს: უნდა შეგეძლოთ წვრილმანებისგან სიამოვნების მიღება და ‘’ცხოვრების გემოს’’ შეგრძნება.ეს ჩვევა აბსოლუტურად ყველგან გამოგადგებათ,მისი გამოყენება დედის კარიერაში კი ჩასახვისათვის მზადებიდანვე უნდა დაიწყოთ,რადგან ყველაზე სერიოზული მოვლენებიც კი შეიძლება სასიამოვნო გახდეს,თუ მათ ცოდნით და გონებით მიუდგებით.
პირველ რიგში, უნდა იფიქროთ რეპროდუქტიული სისტემის ჯანმრთელობაზე.თუ ქრონიკული ან მიმდინარე დაავადება არ გაწუხებთ,მაშინ მთავარი საკითხია იზრუნოთ იმაზე რომ სრულფასოვნად შესრულდეს საკვერცხეების ფუნქცია. მათი ნორმალურად ‘’მომართვა’’ და უჯრედოვან დონეზე კვება ძალიან მარტივია - საკმარისია ჩაიტაროთ ოვარიამინის /Овариамин/ მიღების კურსი - ეს ნატურალური ბიორეგულატორია ორგანოსთვის მონათესავე პეპტიდებით,რომლებიც რბილად და ბუნებრივად აღადგენს საკვერცხეების ფუნქციას ბუნების მიერ დადგენილ დონეზე.ამასთან სინთეტკური პრეპარატებისაგან განსხვავებით, ოვარიამინის ცილები აბსოლიტურად უსაფრთხოა და არ გროვდება ორგანიზმში.
მეორე რიგში - აკონტროლეთ ორგანიზმის საერთო ფიზიკური მდგომარეობა,კერძოდ სხეულის მასის ინდექსი /სხეულის მასის შეფარდება კგ. სიმაღლესთან კვადრატში/.საშუალო მაჩვენებელია 18,5-24,99. ნორმიდან ძლიერი გადახრა გავლენას ახდეს ოვულაციის რეგულაციაზე.ორსულობისთვის მოსამზადებლად წონის მკვეთრი კლება ან მატება სასურველი არ არის,ნელ-ნელა გადადით ნორმისკენ.დაიწყეთ წვრილმანებიდან: მოიძიეთ ახალი რეცეპტები /დაბალკალორიული ან პირიქით,ნოყიერი,მაგრამ სასარგებლო/ და დაკავდით სასურველი სპორტული აქტივობით / სირბილი,ცეკვები,ტენისი,იოგა,ცურვა/.
მნიშვნელოვანი მომენტი - თქვენი ემოციური ფონი
თქვენი ემოციები პირდაპირ მოქმედებს ჰორმონების გამომუშავებაზე.ძლიერ სტრესს შეუძლია ოვულაციის ბლოკირება.განწყობა - უხილავია,მაგრამ პოზიტივისაკენ მიმართული ნაბიჯები ძალიან მარტივი შეიძლება იყოს: მკვეთრი,მხიარული ჩაცმულობიდან სამუშაო გრაფიკის შეცვლამდე.დაიწყეთ მცირედით: უსმინეთ სათანადო მუსიკას და იკითხეთ სათანადო წიგნები.
სამუშაოს გარდა იპოვეთ საქმიანობა,რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.ვარიანტი მრავალია: ფაზლის აწყობიდან - კულინარიამდე.მხოლოდ ერთი საკითხია - მომატებული საშიშროების მქონე ჰობი /კარტინგი,სროლა,კლდეზე ცოცვა/ დროებით გვერდზე გადადეთ.
საერთო ჯამში,ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჰარმონიის ერთიანობა მიიღწევა თქვენთვის კომფორტული რეჟიმის პოვნით და დაცვით.მთავარია - საკმარისი ძილი,ზომიერი დატვირთვა, საკუთარი თავისათვის დროის გამონახვა,მეგობრული კონტაქტი და პარტნიორთან ურთიერთობა.
დედობისათვის მზადება - შესანიშნავი მეთოდია თაიმ- მენეჯმენტის საბაზო პრინციპების ასათვისებლად.დროის სწორად დაგეგმვა საშუალებას მოგცემთ იყოთ წარმატებული და არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.კარგი საშუალება იქნება მობილური აპლიკაცია ორსულობისთვის მომზადებისთვის ან თემატურ საიტებზე სპეციალური სერვისები.
წყვილში თამაში
ნებისმიერი წამოწყება ადვილად ხორციელდება როდესაც გვაქვს მხარდაჭერა,გვყავს საიმედო პარდნიორი.ჩართეთ მომავალი მამიკო მომზადების პროცესში - დაგეგმეთ,აითვისეთ სიახლეები ერთად.პრინციპში,ტრადიციული ოჯახის მოდელი, როდესაც მამაკაცი - მხოლოდ მომპოვებელია,რომელიც მხოლოდ გამოკვებაზე ზრუნავს,მეორე პლანზე გადადის.უფრო და უფრო მეტი ოჯახია,სადაც ქალი და მამაკაცი - პარტნიორები არიან,იყოფენ სახლზე და ბავშვებზე ზრუნვას.
ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი როგორიცაა ჩასახვისათვის მომზადება,ასევე მოითხოვს პარტნიორის სრულფასოვან მონაწილეობას.მომავალი დედის ამოცანაა - მხარი დაუჭიროს მომავალი მამიკოს სწრაფვას,დაეხმაროს მას კონკრეტულ,პრაქტიკულ მოქმედებებში.ეს ქმედებები საკმაოდ მცირეა და მარტივი,ისინი შეიძლება ინცტრუქციის სახით მაცივარზე მივამაგროთ:
1. ჩასახვამდე 3 თვით ადრე ალკოჰოლზე და თამბაქოზე უარის თქმა.ნიკოტინი აქვეითებს სპერმის ხარისხს. ალკოჰოლი - ტოქსინებით ავსებს ორგანიზმს. სპერმატოზოიდები ყალიბდება 3 თვის განმავლობაში,ამიტომ სწორედ ეს ვადაა მნიშვნელოვანი მავნე ჩვევებისაგან მინიმალური თავშეკავებისთვის.
2. საკვერცხეების გადახურებისაგან თავის არიდება,კონკრეტულად კი: საუნებისა და ცხელი აბაბზანებისაგან თავის შეკავება.რისკის ამ ჯგუფში ასევე შედის ინტენსიური ვარჯიშები და ტანზე მოჭერილი თეთრეულის ტარება.
3. შეძლებისდაგვარად თავის არიდება ქიმიური საშუალებებისთვის,ანტიბიოტიკების მიღება.
4. რაციონალური კვება.ჩვეულებრივ კვებასთან ერთად /რეგულარული კვების რეჟიმი,მცირე პორციებით,ცხიმების,ცილების და ნახშირწყლების საერთო ბალანსის შენარჩუნება/ არის განსაკუთრებული ნივთიერებები,რომლებიც სასარგებლოა მომავალი მამებისათვის.მაგალითად:
- ვიტამინი B12 - მონაწილეობს სპერმატოზოიდების ფორმირებაში.
- ვიტამინი E - სტიმულირებას უწევს ენდოკრინულ სისტემას.
- ვიტამინი C - ხელს უშლის ანტისხეულების ფორმირებას,რომლების ანეიტრალებს სპერმატოზოიდებს.
- თუთია - განსაზღვრავს სპერმის ხარისხს.
იმისათვის რომ მამაკაცის ორგანიზმი მაქსიმალურად მოამარაგოთ საჭირო ნივთიერებებით,ჩართეთ მისი კვების რაციონში ზღვის პროდუქტები,კვერცხი,ძროხის ხორცი,მარცვლეული პროდუქტები,კანიანად მოხარშული კარტოფილი.
5. სამედიცინო დიაგნოსტიკა გულისხმობს რამდენიმე აქტივობას:
- გენეტიკოსის პროფილაქტიკური გასინჯვა.
- სპერმოგრამის ანალიზი.
- სისხლის ანალიზი რეზუს-ფაქტორის გამოსაკვლევად.
- სისხლის ანალიზი ინფექციის გამოსაკვლევად.
- უროგენიტალიური ინფექციის გამოსაკვლევი სინჯის აღება.
გეგმის მიხედვით ჩასახვისათვის მზადება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.მნიშვნელოვანია,რომ ამ გზაზე მამაკაცი გრძნობდეს თქვენს მხარდაჭერას და სიყვარულს და იცოდეს,რომ პატარას დაბადებასთან ერთად მასთან ურთიერთობას არ შეცვლით.
დაგეგმეთ თქვენი ბედნიერი მომავალი და აკეთეთ ეს სიამოვნებით.
თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის



30-06-2017, 03:30

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно