დედის რძის სტრატეგიული მარაგი

დედის რძის გაყინვა არის მშვენიერი საშუალება, გაუხანგძლივო ამ მალფუჭებად პროდუქტს ვარგისიანობის ვადა.

იმისათვის, რომ რძემ შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება გაითვალისწინეთ რამოდენიმე ნიუანსი.

რძის მარაგის გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო თუ ავადმყოფობის და ანტიბიოტიკების მიღების გამო დედას უწევს დროებით ბავშვის კვებაზე უარის თქმა, ან თუნდაც იმ შემთხვევაში თუ დედას რამოდენიმე დღით ან საათით უწევს პატას დატოვება. თითოეული პორცია შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაიყინოს(ხელმეორედ გაყინვა დაუშვებელია) და მოწველიდან არა უგვიანეს 6 საათში(მანამდე მაცივარში უნდა შეინახოს), მანამდე არავითარი თერმული დამუშავება საჭირო არ არის. მარაგის შენახვა აუცილებელია -10დან -25 გრადუსზე, არა უმეტეს 3თვით. ამ ტემპერატურაზე და ამ ხნის მანძლზე, რძე პრაქტიკულად არ იცვლის შემადგენლობას, ნაწილობრივ იშლება C და B ჯგუფის ვიტამინები, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობაზე ეს არანაირად არ აისახება. სხვა სასარგებლო ნივთიერებები უცვლელად ინახება. მათში შედის არა მხოლოს სტანდარტული საკვები კომპონენტები(ცილები, ცხიმები,ნახშირწყლები), არამედ ანტისხეულებიც რომლებიც იცავენ პატარას მიკრობებისგან. ინახება აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები, ლიზოციმები და ინტეფერონები-ნივთიერებები რომლებიც იცავენ ბავშვს ინფექციებისგან.
მარაგი თანდათანობით უნდა გაალღოთ. თავიდან რძით სავსე ჭურჭელი თბილ წყალში მოათავსეთ, იქამდე სანამ ყინული ბოლომდე არ გადნება. შემდეგ რძე 35,5 -36,6 გრადუსამდე უნდა მიიყვანოთ, სპეციალურ ბოთლების გასათბობ მოწყობილობაში ან ქურაზე. რძის ადუღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან სარგებელი აღარ იქნება. დარჩება მხოლოდ ამინომჟავები, რომლები არ არის საკმარისი პატარასთვის. გასაყინად გამოიყენეთ შუშის ჭურჭელი, რომელსაც სტერილიზაციას გაუკეთებთ(პლასტიკის ბოთლის სტერილიზაცია დაუშვებელია).
არ დაგავიწყდეთ ბოთლზე რიცხვის დატანება. რძის შენახვის ვადები:
. ოთახის ტემპერატურაზე(დაახლოებით 20 გრადუსზე)-არა უმეტეს 6 საათისა
. მაცივარში(არა კარზე)-არა უმეტეს 48 საათისა;
. რძე განკუთვნილი გასაყინად-მაცივარში არა უმეტეს 24 საათისა;
. საყინულეში, რომელსაც არ აქვს ცალკე კარები-არა უმეტეს 2 კვირისა;
. ცალკე საყინულე კამერაში(ტემპერატურა -18გრადუსი)-არა უმეტეს 3 თვისა;
კამერა განჯუთვნილი ღრმა გაყინვისთვის(ეგრეთ წოდებული deep frieze)-არა უმეტეს 6 თვისა.
არასდროს შეინახოთ ბოთლი მაცივრის კარზე. მაცივრის გაღებისას იქ თბილი ჰაერი ხვდება, შედეგად რძე დროზე ადრე შეიძლება გაფუჭდეს. ასევე მოიქეცით როდესაც ინახავთ ბოთლს საყინულეში-შეინახეთ ის ღრმად საყინულე კამერაში.

20-02-2017, 11:26

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно