ექიმო ეს ნორმალურია?

მაშინაც კი თუ ორსულობა კარგად მიდის, მომავალ დედას შეიძლება პერიოდულად ტკივილი  ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდეს. რა შეგრძნებების უნდა გეშინოდეთ და რომელი ითვლება ჩვეულად ორსული ქალისთვის?

ყველა არასასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ ნიშნავს ორსულობისთვის საფრთხეს, ამიტომ მომავალი დედისგან კრიტიკულ მომენტში საჭიროა თვითკონტროლი - ამ დროს არ არის საჭირო პანიკა და მდგომარეობის გაუარესება განცდებით.
ყველაფერი ნორმაშია
ტკივილი მკერდის არეში
დაძაბულობის შეგრძნება, ტკივილი ან ჩხვლეტა მკერდში შეიძლება ჩასახვიდან პირველივე კვირებში გაჩნდეს - ასე რეაგირებენ სარძევე ჯირკვლები ჰორმონების დონის სწრაფ ცვალებადობაზე. ერთი თვის განმავლობაში, როგორც კი დარეგულირდება ჰორმონალური ფონი ყველაფერი გაივლის. შეარჩიეთ თქვენი ზომის, ნატურლური მატერიალისგან დამზადებული ბიუსტჰალტერი რკინების გარეშე. ყურადღება მიაქციეთ რომ ის არსად გაჭერდეთ, ბიუსტჰალტერი უნდა იჭერდეს მკერდს თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ მდგომარეობაში.
ტკივილი წელის და კუდუსუნის არეში
ეს შეგრძნება ხშირად წარმოიქმნება ორსულობის მეორე ნახევარში - ხერხემალზე მომატებული დატვირთვის გამო. დისკომფორტი ძლიერდება სიარულის ან დგომის დროს. რათა არ გაიუარესოთ პრობლემა, მე-20 კვირიდან დაიწყეთ ბანდაჟის ტარება; ყურადღება მიაქციეთ სიარულს - იარეთ გამართული ზურგით; დაიძინეთ ორთოპედიულ ან საშუალო სიმაგრის ლეიბზე; დღის განმავლობაში ხშირად წამოწექით დასასვენებლად.


უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ცენტრში
თუ ის ჩნდება ჭიპის არეში ან მის ზემოთ, მაშინ პრობლემა სავარაუდოთ დაკავშირებულია კუჭთან ან ნაწლავებთან. მუცელთან დაკავშირებული პრობლემები ორსულობაში წარმოიქმნება ჰორმონების გამო, რომლებიც ასუსტებენ ნაწლავების ტონუსს და ანელებენ საჭმლის მონელებას. ორსულობის მეორე ნახევარში ეს შეიძლება გაზრდილმა საშვილოსნომაც გამოიწვიოს, რომელიც აწვება საჭმლისმომნელებელ ორგანოებს.

დაჭიმულობა მუცელში

მესამე ტრიმესტრში, დაახლოებით 29-32 კვირაზე ქალები ხანდახან ამჩნევენ საშვილოსნოს და მუცლის დაჭიმულობას. გამოცდილი დედები აღნიშნავენ, რომ ეს შეგრძნებები იოლ ჭინთვებს წააგავს, მაგრამ განსხვავდებიან იმითი, რომ სულ რამოდენიმე წამი გრძელდებიან, არ არიან მტკივნეული და წარმოიშვებიან რეგულარულობის გარეშე-დღეში 8-10ჯერ. ასე ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება.

როდესაც ქალი ბავშვს პირველად ელოდება, უცხო შეგრძნებებმა შეიძლება მას ბევრი განცდა მიაყენონ. ერთის მხრივ სიტუაცია დინებას გააყოლო არ შეიძლება, მაგრამ მომავალ დედას პანიკაც დათვურ სამსახურს გაუწევს. თქვენი შიშების გაქარწყლებას მხოლოდ ექიმი შესძლებს-მორიდების გარეშე მიმართეთ მას, ხოლო თუ ვიზიტი შეუძლებელია გამოიძახეთ სასრაფო დახმარება.
სრაფად ექიმთან თუ არის:
ტკივილი და დაჭიმულობა მუცლის ქვედა მონაკვეთში
ექიმს უნდა მიმართოთ თუ ამგვარი ჩივილები ჩნდება ორსულობის ნებისმიერ კვირაზე. თავიდან ტკივილი და დისკომფორტი მენსტრუალურ შეგრძნებებს წააგავს, მოგვიანებით ის რეგულარულ ჭინთვებს ემსგავსება. ხშირად ასე ვლინდება ორსულობის შეწყვეტის საშიშროება ან ნაადრევი მშობიარობა. შესაძლებელია, რომ ამგვარი შეგრძნებების მიზეზი საკმაოდ უსაფრთხოც იყოს(იწელება მუცლის კუნთები და მყესები, რომლებიც საშვილოსნოს იჭერენ; ყაბზობით გამოწვეული დისკომფორტი), მაგრამ ექიმთან ვიზიტი ურიგო არ იქნება, რადგანაც ნაადრევი მშობიარობის ან სხვა პრობლემის ამოცნობა და დადგენა მხოლოდ მას შეუძლია.
ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
ის ყოველთვის საჭიროებს ექიმის ჩარევას, განსაკუთრებით თუ თანდართულია სისხლიანი გამონადენი. ამ მდგომარეობის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს: მაგალითად, საშვილოსნოს გარე ორსულობა(პირველი ტრიმესტრი), დაწყებული ფიზიოლოგიური აბორტი(22კვირამდე), ნაადრევი მშობიარობა(23დან 37 კვირამდე).

ჩხვლეტა და დაწოლის, შებერვის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საშოში და სწორ ნაწლავში
ეს შეგრძნებები ორსულობის შუა პერიოდში ჩნდება, ისინი შეიძლება საშვილოსნოს ყელის პრობლემის ნიშნები იყვნენ: როდესაც ის იხსნება რეგულარული ჭინთვების გარეშე და არ ასრულებს თავის „ჩამკეტავ“ ფუნქციას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მწვავე ტკივილი მარჯვენა მხარეს ჭიპს და ნეკნს შორის

მითუმეტეს თუ მას სიცხე, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან დიარეა თან ახლავს-აპენდიციტის სურათია. სავარაუდოდ მომავალ დედას ოპერაცია დასჭირდება, მაგრამ მისი არ უნდა გეშინოდეთ, რადგანაც არც თვითონ პროცედურა და არც ნარკოზი(თანამედროვე პრეპარატებით)ბავშვზე უარყოფით გავლენას არ მოახდენენ


ძლიერი ტკივილი წელის არეში, უფრო ხშირად მარჯვენა მხარეს, რომელიც გადაეცემა საზარდულში ან ფეხში, თან ახლავს სირთულეები მოშარდვასთან და მომატებული ტემპერატურა
ასე ვლინდება პიელონეფრიტი(თირკმელის ანთება) ან კენჭოვანი დაავადება. ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, რათა სპაზმი და ანთებითი პროცესი ჩააქროს.

თუ წინა ორსულობა საკეისრო კვეთით დასრულდა ან ქალს ამოკვეთეს მიომის დიდი კვანძები-ყურადღება უნდა მიექცეს საშვილოსნოში უსიამოვნო შერგძნებებს, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევარში. ტკივილი ბავშვის გამოძრავებისას, ტკივილი საშვილოსნოს ერთ ადგილში(ერთ წერტილში), გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან - საჭიროებს ექიმის კონსულატციას. ასეთი შეგრძნება შეიძლება წარმოიშვას თუ ძველი ნაწიბური იხსნება-ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში ორსულს შესთავაზებენ საავადმყოფოში დაწოლას.


თუ უეცრად ტკივილის შეგრძნება გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას. არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, რადგანაც ამან შეიძლება სწორი დიაგნოზიუს დასმა გაართულოს-უმჯობესი იქნება თუ უბრალოდ  წამოწვებით.
ექიმი თვლის, რომ უმჯობესია საავადმყოფოში წახვიდეთ? არ თქვათ უარი: ხანდახან მხოლოდ დროულად ჩატარებული მკურნალობა ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში.


20-02-2017, 11:19

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно