ფსიქოლოგებმა ახსნეს, რატომ უყვართ მშობლებს ერთი შვილი გამორჩეულად

მშობლები ძალიან ხშირად თავად ეწევიან საკუთარი შვილების დისკრიმინაციას. ალბათ ხშირად გვსმენია, რომ ამა თუ იმ ოჯახში მშობლებს ჰყავთ ფავორიტი შვილები. თუ მსგავსი შემთხვევა თქვენც გადაგხდათ, ცხადია დაგაინტერესებთ მიზეზებიც. მოდით ვახოთ, რატომ ანიჭებენ მშობლები უპირატესობას ერთ შვილს და როგორ ხსნიან ამ ფაქტს ფსიქოლოგები.

როგორც წესი, მშობლები ამ ფაქტს სიტყვებით ვერასოდეს ხსნიან. აღმოჩნდა, რომ ხშირად ოჯახში უმცროსი შვილები უფრო უყვართ. ამას კი ფსიქოლოგები იმით ხსნიან, რომ დედობრივი ინსტიქტი წლებთან ერთად უფრო ძლიერი ხდება. შესაბამისად, რაც გვიან ხდება ქალი მშობელი, ისევე როგორ მამაკაცი, მით მეტია მისი მიჯაჭვულობა ახალშობილთან. ასევე არის სქესობრივი დისკრიმინაციის შემთხვევები, როცა დედებს მეტად უყვართ გოგოები და მამებს, ბიჭები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის პირველი ქორწინებიდან შეძენილი ბავშვები, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ისინი ნაკლებად უყვართ.

ესაა მხოლოდ ზედაპირული მიზეზები, რამაც შესაძლოა ძალიან დაუმახინჯოს პატარას ფსიქიკა. რეალური პრობლემების ძიება თითოეული მშობლის ვალია. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა გაიაზროს, რა შეიძლება მოჰყვეს შვილების გამორჩევას. ერთის მხრივ ესაა აგრესია მშობლების მიმართ და მეორეს მხრივ და-ძმების მიმართ, რაც მათ სამომავლო ურთიერთობებზეც აისახება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ და-ძმების კონფლიქტის მთავარი მიზეზი ბავშვობაში მშობლების მხრიდან არათანაბარი მოპყრობაა.

15-02-2017, 21:05

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно