ორსულობა და კოფეინი

დილას უმეტესი ჩვენგანი ფინჯანი ცხელი, გემრიელი და სურნელოვანი ყავით ვიწყებთ. ლანჩის შესვენება ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ზამთრის ცივ ამინდებში ცხელი ჩაი გვათბობს… ძალიან ძნელია აიღო და ერთბაშად თქვა უარი კოფეინზე 9 თვის განმავლობაში. და არის კი საჭირო და აუცილებელი?

უნდა ამოვიღოთ თუ არა მენიუდან ყავა ორსულობისას?

მენიუდან კოფეინის მთლიანად ამოღება სავალდებულო არაა. თუმცა, თუ დღეში 200 მგ-ზე მეტ რაოდენობას იღებთ, დოზა უნდა შეამციროთ. ორი ფინჯანი ჩაი, ორი ფინჯანი სხნადი ყავა ან ერთი ფინჯანი ფილტრის ყავა ამ ლიმიტში ჯდება.

რამოხდება, თუ ორსულობისას დიდი რაოდენობით მივიღებთ კოფეინს?


რეკომენდებული 200 მგ დოზის რეგულარულად გადაჭარბების შემთხვევაში იზრდება იმის რისკი, რომ თქვენი ბავშვი შედარებით მცირე წონის დაიბადება. ეს რისკი მინიმალურია, ამიტომ რამოდენიმეჯერ თუ გადააჭარბებთ, ნუ ინერვიულებთ.

ორსულობა და კოფეინი


რამდენი კოფეინი უნდა მივიღოთ დღეში?

კოფეინი მასტიმულირებელი ნივთიერებაა, რომელიც შედის ყავაში, ჩაიში (მათ შორის მწვანეშიც), კოკა-კოლაში, შოკოლადში და ენერგეტიკულ სასმელებში. კოფეინის დღიური დოზის გამოანგარიშებისას ყველა წყარო უნდა გავითვალისწინოთ:

------------

გარდა ჩაის და ყავისა, დააკვირდით კოფეინის შემცველობას კოკა-კოლის, ენერგეტიკული სასმელის და შოკოლადის შეფუთვებზე.

იმ შემთხვევაში, თუ ყავას სახლის გარეთ სვამთ, გაითვალისწინეთ, რომ ესპრესოში და ესპრესოზე დამზადებულ ყავებში, როგორიცაა ლატე, კოფეინის შემცველობა გაცილებით მაღალია და 50-დან 300-მდე მერყეობს. დღიურ ლიმიტს ერთი დიდი, ძლიერი კაპუჩინო სრულიად აკმაყოფილებს.

ორსულობისას კოფეინის ჯანმრთელი ალტერნატივებია რძე, ხილის წვენები და წყალი. თუ მცენარეული ჩაის მომხმარებელი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მთგანი ასევე შეიცავს კოფეინს.

ორსულობა და კოფეინი


როგორ გავლენას ახდენს კოფეინი მუცლადმყოფ ნაყოფზე?

კოფეინი პლაცენტარულ ბარიერს თავისუფლად გადის და ბავშვის ორგანიზმში ხვდება. როდესაც ყავას ვსვამთ, ის აჩქარებს ჩვენს გულისცემას დამეტაბოლიზმს, გვაფხიზლებს და უფრო ენერგიულები ვხდებით. მას შეუძლია ზუსტად ასევე იმოქმედოს მუცლადმყოფ ბავშვზე. ეს ნიშნავს, რომ ყავის დალევის შემდეგ ბავშვი შეიძლება ცოტათი უფრო აქტიური და მოუსვენარი გახდეს.

კოფეინის დიდი დოზებით მიღება თქვენი ბავშვისთვის კარგი არაა. კვლევების მიხედვით, იმ დედების ბავშვებს, რომლებიც დღეში 500 მგ კოფეინზე მეტს იღებდნენ (ანუ, დავუშვათ, დღეში 5 და მეტი ჭიქა ყავა), დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ:

უფრო მაღალი პულსი
სუნთქვის მომატებული სიხშირე
უფრო მეტად ფხიზლობდნენ
თუმცა, დღეში 1-2 ჭიქა სუსტი ყავა თქვენს ბავშვს არაფერს დაუშავებს.

კიდევ რა შეიცავს კოფეინს?

ორსულობა და კოფეინი


ზოგიერთი ურეცეპტო მედიკამენტი, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო, კოფეინს შეიცავს. არასოდეს მიიღოთ მედიკამენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

როგორ გადავეჩვიოთ დიდი რაოდენობით ყავის მიღებას?


ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როცა საკვების მიმართ გემოვნება იცვლება და ტოქსიკოზი იჩენს თავს, შეიძლება თქვენ თვითონ აღარ მოგინდეთ ყავის ან/და ჩაის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ ისევ მიგიწევთ გული ენერგეტიკული სასმელებისადმი, არაა აუცილებელი რომ სრულიად ამოიღოთ მენიუდან. უბრალოდ, შეამცირეთ დღიური დოზა:

  • შეამცირეთ ჩაის დაყენების დრო – რაც უფრო ნაკლებად გააჩერებთ ჩაის პაკეტს მდუღარე წყალში, მით ნაკლები კოფეინი გადავა ჩაიში

  • მოდუღებული თურქული ყავიდან გადადით ხსნად ყავაზე, რომელიც შედარებით ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს.

  • ერთი კოვზის მაგიერ ჩაყარეთ ნახევარი კოვზი ყავა

  • თუ ყავის/ჩაის ხშირად სმის ჩვევაზე უარის თქმა ძალიან გიჭირთ, სცადეთ უკოფეინო ყავა და ჩაი. გემო და სურნელი თითქმის იგივეა, კოფეინს კი არ შეიცავს.


ორსულობა და კოფეინი


იმ შემთხვევაში, თუ კოფეინს დიდი რაოდენობით მოიხმარდით

დოზის შემცირების შემდეგ პირველი რამოდენიმე დღე შეიძლება შემდეგი სახის დისკომფორტი იგრძნოთ:

  • თავის ტკივილი
  • დაქანცულობა

  • სისუსტე

  • ძილიანობა

  • შეიძლება გაგიჭირდეთ ყურადღების კონცენტრირება

ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ დოზა ნელ-ნელა შეამციროთ, დღეში ნახევარი ჭიქით.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად და ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა დილით გემრიელ, ცხელ და მაგარ ყავას ისევ მიირთმევთ, მანამდე კი ცოტახანი ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე უნდა იზრუნოთ და მისი გულისთვის პატარა დათმობაზე წახვიდეთ.

10-01-2016, 15:15

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно