რატომ უნდა იძინონ ქალებმა მამაკაცებზე მეტი? უახლესი კვლევების შედეგები



მეცნიერების ახალი კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქალებს უფრო მეტი ძილი სჭირდებათ ვიდრე კაცებს.


ამ რამდენიმე მიზეზის გამო ქალბატონებს უფრო მეტი დრო სჭირდება ძილისთვის:


ფეხმძიმობა – ქალს ფეხმძიმობისას და ბავშვის გაჩენის შემდეგაც ძალიან უჭირს მშვიდი ძილის დაბრუნება და იმდენად აკლდება, რომ დიდი დრო სჭირდებათ ძილისთვის.


მენოპაუზა – ორგანიზმში ტემპერატურის მატების გამო ქალებს ხელი ეშლებათ მშვიდ ძილში.


პრობლემები – სახლში და სამსახურში წარმოქმნილი პრობლემები უძილობის სერიოზული მიზეზია.



ძილის დაკლების უარყოფითი მხარეები:


კვლევების შედეგად დადგინდა, რომ უძილობა იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, გულის დაავადებებს, ფსიქიკურ პრობლემებს.


აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები:


მიეჩვიეთ, რომ ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე რეგულარულად იძინოთ. თუ ამას მიეჩვევით თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.


ივარჯიშეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მშვიდად იძინოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა თქვენს მშვიდ ძილს ხელს შეუწყობს.


შეზღუდული რაოდენობით მიიღეთ კოფეინი, ნუ მიირთმევთ ძილის წინ კოფეინის შემცველ სასმელს, ეს თქვენს ძილს გააუმჯობესებს და იმაზე ადრე დაიძინებთ ვიდრე აქამდე იძინებდით.


გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იძინეთ მშვიდად, ეს ხომ ჯანმრთელობის საწინდარია.


12-02-2017, 09:38

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно