შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 21 კვირის ჩანასახი მადლიერების ნიშნად თითს წაეტანა!







ეს, 21 კვირის ჩანასახის სტადიაში მყოფი ბავშვის ფოტოა, რომლის სახელი სამუელ ალექსანდრ არმასია. ფოტო 1999 წლის 19 აგვისტოსაა გადაღებული. პატარას, spina bifida–ს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც, არსებობდა იმის საფრთხე, რომ ნაყოფი დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მოკლე პერიოდში დაღუპულიყო. ეს დიაგნოზი ხერხემლის დეფექტს გულისხმობს და უკურნებელ დაავადებად ითვლება. მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს: დედის წიაღში მყოფი, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ჩანასახისთვის ოპერაციის ჩატარება დედის საშვილოსნოშივე.


პატარა სამუელის დედა, ჯულია არმასი, ატლანტაში მუშაობს. მან იცოდა, რომ ექიმი ჯოსეფ ბრუნერი მსგავს ოპერაციებს ატარებდა. მაგრამ ამ ოპერაციის დროს, საოცარი რამ მოხდა! როდესაც ექიმმა ოპერაცია დაასრულა, პატარა სამუელმა ხელი გამოჰყო და ექიმის თითს წაეტანა.


ჟურნალ თაიმის ევროპულ გამოცემაში, ექიმ ბრუნერის ოპერაციაც იყო ნახსენები. მან თქვა, რომ ეს მომენტი ყველაზე ემოციურია მის ცხოვრებაში. გამომცემლებმა ამ სურათს, “იმედის ხელი” დაარქვეს. სამუელის დედამ კი, განაცხადა, რომ არ ფოტოს ნახვის შემდეგ , ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ტიროდნენ. “ეს ფოტო მახსენებს, რომ ჩემი ფეხმძიმობა არ არის დაავადება, ან ფიზიკური ნაკლი, ეს პატარა ადამიანია.”


საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სემუელი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა.


9-02-2017, 16:46

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно