ეს ქალი ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ ექოსკოპიის შედეგების ნახვის შემდეგ მან გონება დაკარგა!



კარენი და იენი ახლადაქორწინებულები იყვნენ, როდესაც კარენის ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს. მათ ეგონათ, რომ 1 ბავშვი ეყოლებოდათ, მაგრამ კარენს ტკივილი აწუხებდა, და მას მუცლის მოშლის ეშინოდა. აღმოჩნდა, რომ კარენი ცდებოდა და წყვილი 3 ბავშვს ელოდა. დაუჯერებელია, მაგრამ სამივე ტყუპი ერთ კვერცხუჯრედში იყო განვითარებული. ეს კი, ძალიან იშვიათი მოვლენაა.




ექიმებმა, კარენს და იენს ფეხმძიმობის შეწყვეტა შესთავაზეს. საქმე იმაში იყო, რომ სამივე ტყუპი 1 პლაცენტას იყოფდა და ეს ფაქტი, მათი ჯანმრთელობისთვის რისკს ქმნიდა.




მაგრამ ცოლ– ქმარმა აბორტზე უარი თქვა. ტყუპები 2 თვით ადრე დაიბადნენ. კარენს საკეისრო კვეთა გაუკეთეს. პატარებს ფიონა, მედისონი და ფეიჯი დაარქვეს.




ტყუპები ერთმანეთს ისე ჰგავდნენ, რომ მშობლებს მათი გარჩევა ძალიან უჭირდათ.




ამიტომ, პატარებს სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქი წაუსვეს, რომლის ფერი ბავშვის სახელის პირველი ასოს შესაბამისი იყო. მაგალითად: ფიონასთვის ფუქსიის ფერი აირჩიეს, მედისონისთვის– პიტნისფერი, ხოლო ფეიჯისთვის– წითელი.


პატარებისთვის ფრჩხილის ლაქის წასმაში, მშობლებს, უფროსი ქალიშვილი– ფეი ეხმარებოდა.


კარენი ამბობს, რომ ეს იდეა მას თავში იმის შემდეგ მოუვიდა, რაც ინტერნეტში ერთი ისტორია წაიკითხა, სადაც დედას ბავშვების სახელები მუდმივად ეშლებოდა და ბოლოს მან პატარებს სახელებიც კი, შეუცვალა.


მშობლები ამ მეთოდს, ფეხსაცმლის შერჩევის დროსაც იყენებენ.


კარენის თქმით, მას ძალიან ბევრი საქმე დაემატა, მაგრამ ის, მათ არაფერში გაცვლის…


9-02-2017, 16:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно