ამ ორსულ ქალს მუცელზე ლურჯი და იასამნისფერი ხაზები ჰქონდა! მიზეზი იშვიათი შემთხვევაა!

ჯილერმინა პირველად იყო ორსულად. მან და მისმა ქმარმა ფერნანდომ გაიგეს, რომ მათ განა ერთი ან ორი ან სამი… არამედ 5 ბავშვი ეყოლებოდათ.


ყოველი ორსული ქალი ორსულობის გართულების საფრთხის წინ დგას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გესტაციური დიაბეტი, პლაცენტის მოშორება და სიკვდილიც კი. ამ შემთხვევაში კი ეს საფრთხე 5-ჯერ იზრდებოდა.


დოქტორ ტრეისი მანიკმა ჯილერმანს ექსტრაორდინალური დედა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალს მაღალი არტერიული წნევა და პრე-ეკლამფსია ჰქონდა, მას ერთხელაც არ დაუწუწუნია. ორსულს მუცელზე იასამნისფერი და ლურჯი ხაზები ჰქონდა. ექიმები გააოცა ფერნანდოს შეუდრეკელმა მხარდაჭერამ.


32 წლის ჯილერმინა ორსულად 31 ½ კვირის განმავლობაში იყო. ეს ერთ ბავშვზე ორსულობისას 7 კვირით ნაკლებია, ხოლო ტყუპებზე ორსულობისას – 3 კვირაზე გრძელი. 2013 წლის დეკემბერში ჯილერმინა 8 ექიმის, ერთი ანესთეზიოლოგის და უამრავი ექთნის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. ორსულობამ გართულების გარეშე ჩაიარა. 5-ვე ბავშვი ჯანმრთელი გაჩნდა: 3 გოგო და 2 ბიჭი – ესმერალდა, ფატიმა, მარისა, ფერნანდო და ჯორდანი.


9-02-2017, 10:50

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно