ბიჭმა მხედველობის 75% დაკარგა იმ სათამაშოს გამო, რომელიც ყველა ბავშვს აქვს!



ბავშვები ხშირად ეცემიან, აქვთ ჩალურჯებები და ასე შემდეგ. სასაცილოა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მუდმივად თამაშობენ და ძიების პროცესში არიან. ეს ზრდის პროცესის აუცილებელი ნაწილია. მთავარია თამაში სერიოზული ზიანის მომტანი არ აღმოჩნდეს.


ლაზერის სათამაშოები ყველა ჩვენგანს ეცნობა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ბავშვებისთვის ზიანის მომტანია. ამის ცოცხალი მაგალით 8 წლის ბიჭი ჯონ მარშალია. დიდი თხოვნის შემდეგ ჯონს მშობლებმა სათამაშო ლაზერი აჩუქეს. ერთხელაც როდესაც ბიჭი ახალი სათამაშოთი ერთობოდა, შემთხვევით თვალში შეინათა. წამის მეოთხედში მან თვალებში წვა იგრძნო და ბადურა სამუდამოდ დაზიანდა.


არსებობს ლაზერის უამრავი ტიპი, რომლებიც საშიში არ არის.


3B კლასის ლაზერები 5-500 მილიუატის სიმძლავრით აზიანებს თვალებს რამდენიმე მეტრის დისტანციაზე. ხოლო სერიოზულად თვალის დაზიანება უკვე 100 მეტრის დისტანციაზე ხდება.


ჯონი ტკივილს არ გრძნობს, თუმცა მხედველობის 75 % დაკარგა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის მხოლოდ მხედველობის 25 %-ს გამოიყენებს.



ამის შემდეგ უსაფრთხოების ეს ნორმები გაითვალისწინეთ:


1. არ გამოიყენოთ ლაზერი, რომელსაც იარლიყი არ აქვს.


2. არ მიანათოთ ლაზერი სახეს ან თვალებს.


3. არ მიანათოთ ლაზერი ავტომანქანებს.


4. არ მიანათოთ ლაზერი ცხოველებს ( მათაც შეიძლება დაუზიანდეთ მხედველობა).


5. ეცადეთ ლაზერი არ მისცეთ ბავშვებს.


9-02-2017, 10:45

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно