ბავშვმა ყველაფერი დაბადებამდე შეიძლება შეიწავლოს! ცუდია, აქამდე რომ არ ვიცოდით



პერინატალური განათლება – ფსიქოლოგიაში ახალი ტენდენცია არ არის.


ცნობილია, რომ ჩინეთში 2 000 წლის წინ ცდილობდნენ ამოეხსნათ ადამიანის განვითარება ჩასახვიდანვე. ორსულ ქალებს ასმენინებდნენ სასიამოვნო მუსიკას, ახატვინებდნენ და ანახებდნენ ლამაზ პეიზაჟებს.



თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, როგორც ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატია, მეცნიერები აკვირდებიან მუცლადყოფნის მოძრაობებსა და ქმედებებს.



ბავშვის აღზრდა იწყება მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე. ბავშვის ტვინის ფიქსირება იწყება 24-ე კვირიდან. 27-ე კვირიდან კი ის ვიზუალურ სტიმულებზე რეაგირებს.



ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ ბავშვის უნარების განვითარებაში.


1. გაღვიძებისას ბავშვს მიესალმეთ, დასაძინებლად რომ წახვალთ, მას ტკბილი ძილი უსურვეთ.


2. სეირნობისას ან საშინაო საქმეების კეთების დროს ჩუმად ანბანი მოყევით. ეს ბავშვს მომავალში კითხვის შესწავლას გაუადვილებს.


3. ცნობილია, რომ მოცარტის შემოქმედება დადებითად მოქმედებს ნაყოფზე. გამოყავით ყოველდღე ერთი საათი და უსმინეთ ამ შესანიშნავს კომპოზიტორს.



4. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს დიდი ფანტაზია და გახსნილი გონება ჰქონდეს, მუცლად ყოფნის დროს წაუკითხეთ ზღაპრები.



5. ამ სახალისო დავალებებში მამაც ჩართეთ. მაგალითად, მამა მუცლის ერთ მხარეს „დააკაკუნებს“ და წარმოთქვამს: „კუ-კუ“, დაელოდება იქამდე, სანამ ნაყოფი არ დაიწყებს რეაგირებას (გაინძრევა) , შემდეგ კი მამა სხვა მხარეს „დააკაკუნებს“.


9-02-2017, 10:42

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно