რამდენი ბავშვი უნდა გავაჩინოთ, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ?

ისრაელში, მეცნიერებმა 37 წლის მანძილზე 45 000 მშობიარეზე დაკვირვება აწარმოეს და დაასკვნეს, რომ შვილების რაოდენობა მოქმედებს დედის სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

რა თქმა უნდა, ასეთი მოსაზრება მანამდეც იყო ცნობილი. თუმცა, კვლევის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამჯერად მეცნიერებმა მიუთითეს ზუსტი ციფრი შვილების “იდეალური” რაოდენობისა.
მაშ ასე, ყველაზე დიდხანს ის დედები ცოცხლობენ, ვისაც 2-დან 4-მდე შვილი ჰყავთ.

ქალებისთვის, რომლებიც მხოლოდ ერთხელ გახდნენ დედები, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის ალბათობა 3,7%-ით მეტია.

მაგრამ პრინციპი: რაც მეტია, მით უკეთესია, აქ არ მოქმედებს. ქალები, რომლებმაც გააჩინეს 5 და მეტი შვილი, რისკავენ ნაადრევად წასვლას ამ ქვეყნიდან 13,5%-ით.

სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებად მეცნიერები ასახელებენ კიბოს, შაქრის დიაბეტს და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

ამ კვლევების მიუხედავად ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ის არც სიცოცხლის ხანგძლივობით ჰგავს სხვებს, არც დაავადებებით და არც იმით, თუ რამდენი შვილის ყოლაა მისთვის “იდეალური ვარიანტი” სიცოცხლის ხანგრძლივობისათვის. ასე რომ მრავალშვილიანო დედებო, ნუ იღელვებთ! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილების ცქერა ნამდვილად გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს!

6-02-2017, 14:36

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно