2017 წელს ბრიტანეთში ,,სამი ადამიანის ბავშვი” დაიბადება

2017 წელს ბრიტანეთში ,,სამი ადამიანის ბავშვი” დაიბადება

გაერთიანებულმა სამეფომ დაამტკიცა ტექნოლოგია, რომლის შედეგად ბავშვები სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად ჩნდებიან. პირველი ასეთი ბავშვი ბრიტანეთში, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს დაიბადება.
სამი ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების მთავარი მიზანი ახალშობილის მშობლების გენთან დაკავშირებული მიტოქონდრიული დაავადებებისგან გათავისუფლებაა.
აღნიშნული ტექნოლოგიით განაყოფიერების შემთხვევაში გამოყენებულია დონორი დედისა და ბიოლოგიური მშობლების კვერცხუჯრედები. შედეგად ბავშვს დონორის დნმ-ის მცირე ნაწილი გადაეცემა, თუმცა პროცედურა ლეგალურია და შემფასებლები აცხადებენ, რომ ის ეთიკურია და მეცნიერული თვალსაზრისით მზადაა.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც ახალშობილში მიტოქონდრიული დაავადების განვითარების რისკი ძალიან მაღალია.
ტექნოლოგიას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, რომლებიც მის ეთიკურობას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა გენეტიკურად მოდიფიცირებულ „დიზაინერი ბავშვებს“ გაუღის კარი.
4700 ბავშვიდან ერთი მიტოქონდრიული დარღვევით იბადება, რაც შემდეგ იწვევს გულის, ღვიძლის, სასუნთქი ორგანოების დაავადებებს ან კუნთოვან დისტროფიას.
მიტოქონდრიული დარღვევა შვილს დედისგან გადაეცემა. აქედან გამომდინარე, მომავალი ბავშვის ამგვარი დაავადებისგან დასაცავად დედის კვერცხუჯრედს მიტოქონდრიულ დნმ-ს აცლიან და დონორის დნმ-ით ანაცვლებენ.
სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი მექსიკაში რამდენიმე თვის წინ დაიბადა.

წყარო: doctrina.ge

6-02-2017, 14:31

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно