რაზე მიუთითებს მამაკაცის კოცნები

რაზე მიუთითებს მამაკაცის კოცნები

მამაკაცის სიტყვებზე მეტად მისი საქციელი მეტყველებს. მამაკაცის კოცნა კი მისი ქალისადმი გრძნობებზე “ხმამაღლა” მიუთითებს.

კოცნა ტუჩებში, აფასებს თქვენს სიყვარულს – სწრაფი, მშრალი კოცნა, მოკუმული ტუჩებით, ეს ნიშნავს, “გამარჯობა” და “ნახვამდის” ურთიერთობებში. თუ ის საზოგადოების წინაშე გკოცნით, ყველას თანდასწრებით სურს დაგიმტკიცოთ თავისი გრძნობები.
შუბლზე კოცნა, ზრუნავს თქვენზე – თქვენს დამცველად გრძნობს თავს და სურს იცოდეთ ეს.
ხელზე კოცნა, ფლირტს ნიშნავს – ასე საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი იქცევა; გკოცნით იმიტომ, რომ გარშემო მყოფებზე მოახდინოს გავლენა. დარწმუნებული იყავით, რომ ის მუდამ ჯენტლმენურად მოგექცევათ.
კოცნა ხელისგულზე, სექსუალური ქვეტექსტი – რომანტიკული და ეროტიკული კოცნაა. მამაკაცს სურხართ.
ფრანგული კოცნა, აბსოლუტურად შეყვარებული – განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელებში მოიქცია თქვენი სახე.
ლოყაზე კოცნა, მეგობრობა – ხელის ჩამორთმევასავითაა ეს კოცნა. ის მეგობრად გთვლით.
კოცნა თვალებზე, გაფასებთ – ინტიმური, მაგრამ არა ეროტიკული კოცნაა. ის ნიშნავს, რომ მამაკაცს უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
მუცელზე კოცნა, თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს – და დარწმუნებულია, რომ თქვენც კომფორტულად გრძნობთ მის გვერდით თავს. ყველა ქალი ვერაა საკუთარი მუცელით კმაყოფილი და თუ მამაკაცი მას კოცნის, ის მადლიერია, რომ თქვენ მის გვერდით ხართ.



წყარო: pomada.ge

6-02-2017, 14:27

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно