რა ღირს საქართველოში ბავშვის გაჩენა

ორსულობის ცხრა თვე, სასიამოვნო ემოციების გარდა, ბევრ პრობლემასა და ხარჯთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად აფინანსებს როგორც ორსულობას, ისე მშობიარობას. თუმცა, ორსულებსა და გინეკოლოგებთან საუბრისას ირკვევა, რომ ეს საკმარისი არაა.

თბილისის კერძო სამშობიაროებში ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ფასი 800 ლარია, საკეისრო კვეთის კი - 1 000 ლარი. ჩაჩავას კლინიკა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამშობიარო სახლია და მომხმარებელს მომსახურების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, კერძო კლინიკებს შორის სწორედ ჩაჩავა სთავაზობს ყველაზე იაფ და ძვირ მომსახურებას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი იწყება 550 ლარი
დან და 3 050 ლარამდე ადის, საკეისრო კვეთის კი - 1030 ლარიდან იწყება და 3 870 ლარამდე ადის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასები პალატის კეთილმოწყობასა და სხვა პირობებზეა დამოკიდებული.

საკეისრო კვეთა ყველაზე იაფი "იმედის კლინიკაშია". "იმედის კლინიკის" ქალთა საკონსულტაციოში აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის მომსახურების საფასური 870 ლარია, სხვა პაციენტებისთვის კი - 970 ლარი.

27-01-2017, 13:20

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно