შეწყვეტილი ორსულობა

შეწყვეტილი ორსულობა - ორსულობის ტრაგიკული დასასრული, როცა ჩანასახი იღუპება. ვითარდება უხშირესად ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ამიტომაც ეს პერიოდი ითვლება ორსულობის კრიტიკულ ნაწილად. ამ პერიოდში იღუპება ემბრიონების 13%. შეწყვეტილი ორსულობის მიზეზებს მეცნიერების დიდი ნაწილი ეძებს. ძირითადი მიზეზი არის ინფექციები (ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, წითურა, ჩუტყვავილა, გრიპი, ციტომეგალოვირუსი და ა.შ.), ჰორმონალური დარღვევები და ქალის სასქესო სისტემის პათოლოგიები (ენდომეტრიოზი, ეროზიები, პოლიკისტოზი და ა.შ.). შეწყვეტილი ორსულობსი მიზეზად შეიძლება დასახელდეს შხამებით მოწამვლა, დედა-შვილის იმუნური შეუთავსებლობა, აუტოიუმუნური დაავადებები, დედისა და მამის მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები). გარდა ამისა, შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი არის ემბრიონის გენეტიკური ანომალიები ან დედის ძლიერი სტრესი.
უხშირასად, ქალი მალევე ვერ ამჩნევს ემბრიონის დაღუპვას. შეწყვეტილი ორსულობის პირველი ნიშანი ჩნდება მხოლოდ 12-17 დღის შემდეგ - სანაყოფე კვერცხის ჩამოშლის პერიოდისთვის. საბოლოო ჯამში ხდება მუცლის მოშლა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ემბრიონი რჩება საშვილოსნოში. ნიშნების გამოვლინებამდე შეწყვეტილი ორსულობის დიაგნოსტირება შეუძლია ექიმს ნაყოფის გულისცემის არ არსებობის ფონზე. შეწყვეტილი ორსულობას შეიძლება ჰქონდეს ნათელი ნიშნებიც: ლაქისებრი სისხლიანი გამონადენი, ნაყოფის მოძრაობის შეწყვეტა მეორე და მესამე ტრისმეტრში. აგრეთვე შესაძლოა აღინიშნოს ყრუ მქაჩავი ტკივილები მუცლის ქვედა არეში. ტოქსიკოზის ნიშნები მოულოდნელად ქრება. თუკი დაღუპული ნაყოფი რჩება საშვილოსნოში დიდხანს, ვათარდება ინტოქსიკაციის ნიშნები: ძვლებსა და კუნთებში მტვრევა, ცხელება, სისუსტე, სიფერკმრთალე. შეწყვეტილი ორსულობა საშიში მდგომარეობაა სეფსისის განვიტარების მაღალი რისკის გამო. თუკი ორსულობა შეწყდა და ნაყოფი რჩება საშვილოსნოში, მედიკამენტოზური ბორტი, ან ოპერაციული ჩარევით (ე.წ. გამოფხეკა) დაღუპული ნაყოფის მოცილება აუცილებელია დედის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ ქალმა უნდა ჩაიტაროს დეტალური გამოკვლევები. შემდეგი ორსულობა რეკომენდებულია მინიმუმ 6 თვის შემდეგ. იქამდე აუცილებელია კონტრაქფციის რომელიმე მეთოდის გამოყენება. ქალის ორგანიზმი ბოლომდე უნდა გამოჯანმრთელდეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი გააჩინოს. თუკი შეწყვეტილი ორსულობა რამდენჯერმე განმეორდა, საჭიროა წყვილის გენეტიკური გამოკვლევა შესაძლო დარღვევების აღმოსაჩენად.

24-01-2017, 11:01

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно